თიკო ოსმანოვა
29.10.2015

 3 დაყენებული შუამდგომლობა და არც ერთი დაკმაყოფილებული - "რუსთავი 2"-ის გენდირექტორი დარწმუნებულია, რომ სასამართლო ტელეკომპანიას ქიბარ ხალვაშს გადასცემს და არ აპირებს, ამას შეეგუოს. ამიტომ, მან დღეს, 1-ელ საათზე მხარდამჭერებს ტელეკომპანიის ეზოში უხმო. ამბობს, რომ აქვს უტყუარი ინფორმაცია, რომ მოხდება სასამართლოს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების მცდელობა, რისთვისაც სპეცრაზმი უკვე მობილიზებულია.

სალომე სარიშვილი
29.10.2015

 საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ამჟამად ოდესის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი ოდესის მერის არჩევნების შედეგებს არ ეთანხმება და აცხადებს, რომ მონაცემები ფალსიფიცირებულია. ამის შესახებ მან საკუთარ "ფეისბუკზე" დაწერა და დასძინა, რომ საპროტესტო აქციებს გეგმავს.

ლიკა ამირაშვილი
29.10.2015

 "ძალიან დიდი ეჭვი მაქვს, რომ წამების ამსახველი კადრების გავრცელების უკან სწორედ ხელისუფლება დგას" - აცხადებს "თავისუფალი დემოკრატების" წევრი ზურაბ აბაშიძე. მისი თქმით, ამის მიზეზი ისაა, რომ "ქართული ოცნების" "რეიტინგი სრულიად დაცემულია".

ელზა პაპოშვილი
29.10.2015

 საზოგადოებრივი მართვის კომუნიკაციების სპეციალისტი არჩილ გამზარდია აცხადებს, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბოლო დროს გამოჩენამ საზოგადოების დამოკიდებულება ზოგიერთ პროცესთან მიმართებაში რადიკალურად შეცვალა.

თაკო მათეშვილი
29.10.2015

 სოსო ჯაჭვლიანი, გოგი თოფაძე, ლუკა კურტანიძე, გოგი ქავთარაძე, ომარ ნიშნიანიძე, გია ჟორჟოლიანი, ზურაბ ტყემალაძე - ეს იმ დეპუტატთა ჩამონათვალია, რომელთა შეყვანასაც პოლიტოლოგები "ქართულ ოცნებას" 2016 წლის საპარლამენტო სიაში არ ურჩევენ და ამბობენ, რომ თუკი პარტიას არჩევნებში წარმატების მიღწევა უნდა, სიიდან არაპროფესიონალი კადრები უნდა ამოიღონ. ასევე ისეთებიც, რომლებიც სკანდალური განცხადებებით გამოირჩევიან და მათი ნათქვამის გამო ხელისუფლებას ხშირად თავის მართლება უწევს.

ია აბულაშვილი
29.10.2015

"ჩვენ არ უნდა ველოდოთ, როდის შეიქმნება ხელსაყრელი პოლიტიკური გარემო კონფლიქტების დარეგულირებისათვის, ასეთი გარემო ჩვენ თვითონ უნდა შევქმნათ," - განაცხადა პოლიტიკისა და სამართლის მეცნიერებათა დოქტორმა ჯემალ გახოკიძემ, რომელსაც "რეზონანსი" საქართველოში არსებული კონფლიქტების დარეგულირების საკითხებზე გაესაუბრა.

ეკატერინე ბასილაია
28.10.2015

 "საპატიმროებში ძირითადად იყო ცემა ჯგუფურად ციხის თანამშრომლების მხრიდან წიხლებით, რეზინის ხელკეტებით. ძალიან უმნიშვნელო მიზეზის გამო პატიმარი სიკვდილამდეც მიუყვანიათ. მაგალითად, თუ საკანში 8 პატიმარი იყო და ერთის საუბარი კონტროლიორმა ხმამაღლა ლაპარაკად ჩათვალა, 8-ვე პატიმარს სიკვდილამდე სცემდნენ. იყო აბაზანაში ხელკეტებით ჯგუფურად ცემის ფაქტები. იყო შემთხვევები, როდესაც ცემის დროს შემოაკვდათ პატიმარი, მერე სასწრაფოდ გადაიყვანეს საავადმყოფოში და ვითომ იქ გარდაიცვალა. გაუპატიურების შემთხვევებზე თითქმის არც ერთი პატიმარი არ ყვება. რაც ცნობილია ჩვენთვის, ეს არის ზოგადად გახმაურებული ფაქტები. გამოდიოდა ხმები, რომ ხდებოდა ასეთი კონკრეტული დანაშაული, მაგრამ პატიმრებმა გარკვეული მიზეზების გამო ამის გახმაურება არ ისურვეს. თუმცა ის, რომ ასეთი დანაშაული ხდებოდა, გავრცელებულ კადრებამდეც არავისთვის არ იყო საიდუმლო," - 2102 წლამდე ციხეებში არსებულ წამებაზე საუბრობს ა/ო "კონსტიტუციის 42-ე მუხლის" იურისტი არჩილ ჩოფიკაშვილი.

გვანცა ღვედაშვილი
28.10.2015

 ექმნება თუ არა საქართველოს ევრო-ატლანტიკურ ამბიციას საფრთხე "რუსთავი 2"-ის საქმის გამო და რამდენად დამოუკიდებელია სასამართლო, ამის შესახებ "რეზონანსი" პოლიტოლოგ სოსო ცისკარიშვილს ესაუბრა.

ელზა პაპოშვილი
28.10.2015

 "პატრიოტთა ალიანსის" ერთ-ერთი ლიდერი ირმა ინაშვილი აცხადებს, რომ უკრაინული საიტის მიერ გავრცელებული პირველი სამი ვიდეო სამეგრელოს კასრების კადრებია, რომელიც მას მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მინისტრობის დროს შსს-ში შეხვედრაზე აქვს ნანახი. თუმცა აცხადებს, რომ ბოლოს გამოქვეყნებული წამების კადრები მისთვის უცნობი იყო და სიახლეს წარმოადგენდა. მისი თქმით, ასევე არსებობს სხვა კადრებიც, სადაც "ათასობით და ათიათასობით" ადამიანის წამებაა ასახული. ხოლო დამნაშავეთაგან ძალიან ცოტა თუ არის დაკავებული და პასუხისგებაში მიცემული.

თაკო მათეშვილი
28.10.2015

"მაესტროს" გასაყიდად ამზადებენ, მისი ყიდვა დავით კეზერაშვილს უნდა" - ეს ინფორმაცია "რეზონანსს" ანონიმურმა წყარომ მიაწოდა, რომელმაც ვინაობის დასახალებისაგან თავი შეიკავა. მისი თქმით, "ნაციონალურმა მოძრაობამ" დაინახა, რომ შესაძლოა, "რუსთავი 2"-ზე კონროლი დაკარგონ, არჩევნების წინ კი მათ სხვა რეიტინგული ტელევიზია სჭირდებათ და ეს ტელევიზია სწორედ "მაესტრო" იქნება.

ია აბულაშვილი
28.10.2015

 ლარისა და "რუსთავი 2"-ის ბედი ბუნებრივ მონოპოლისტად იქცა ქართულ მედიასივრცეში. იქმნება შთაბეჭდილება, რომ ჩვენს ხალხს საერთოდ აღარ აინტერესებს, რა ხდება ერთი ციცქნა საქართველოს სულ რაღაც რამდენიმე ასეული კილომეტრით შემოზღუდულ საზღვრებს მიღმა. მხოლოდ პოლიტიკოსების რიტუალური პოლემიკის ფრაზეოლოგიურ მასალადღა შემოგვრჩა სადღეისო რეალური თუ თეორიული გარე საფრთხეები. ამიტომ, ამჯერად სწორედ გარე საფრთხეებზე ვესაუბრებით საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტს, პროფესორ სოსო ცინცაძეს.

თაკო მათეშვილი
27.10.2015

 გაფერმკრთალებული მოლოდინი და უხეში რეალობა - დამაიმედებელი და თამამი პროგნოზების შემდეგ ნატოსთან მიმართებაში თავდაცვის მინისტრისა და ალიანსის სპეციალური წარმომადგენლის მხრიდან საკმაოდ პესიმისტური განცხადებები გაკეთდა.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×