თიკო ოსმანოვა
22.10.2015

 დღეს საქალაქო სასამართლოში "რუსთავის 2"-ის წილების საქმეზე შესაძლოა, განაჩენი გამოცხადდეს. არხის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას თქმით, მისთვის ცნობილი გახდა, რომ უკვე გადაწყვეტილია, რომ სასამართლოს "რუსთავი 2"-ის ყოფილი მფლობელი ქიბარ ხალვაში მოიგებს, რომლის მოთხოვნით, ტელევიზიის წილები უკვე დაყადაღებულია.

თაკო მათეშვილი
22.10.2015

 ევროპული კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი კახა გოგოლაშვილი არ იზიარებს მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ უვიზო რეჟიმის მიღებით საქართველო მოსახლეობისაგან დაიცლება და ამბობს, რომ ეს სხვა ქვეყნების მაგალითითაც არ დასტურდება.

თაკო მათეშვილი
22.10.2015

თუკი საქართველო უვიზო რეჟიმს მიიღებს, ამით ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოქალაქეებიც ისარგებლებენ, თუკი მათ საქართველოს პასპორტი ექნებათ. საგარეო საქმეთა სამინისტროში იმედოვნებენ, რომ ინიციატივა კონფლიქტის დარეგულირებას შეუწყობს ხელს, თუმცა სპეციალისტები ამას სკეპტიკურად უყურებენ და ამბობენ, რომ აფხაზეთსა და ოსეთში მცხოვრები მოსახლეობა სხვა შეღავათებით დიდი ხანია, სარგებლობს, თუმცა საქართველოზე აზრს არ იცვლის.

ლიკა ამირაშვილი
22.10.2015

საქართველოში მომუშავე ფსიქიატრებმა ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს სახელზე გუშინ პეტიცია მოამზადეს, სადაც მინისტრის იმ ბრძანების გადახედვას მოითხოვენ, რომლითაც ფსიქიატრიის კომპეტენციები სხვა სპეციალობის ექიმებს, კერძოდ ნევროლოგებს, განესაზღვრათ.

ია აბულაშვილი
22.10.2015

 ენერგეტიკის მინისტრი კახი კალაძე აცხადებს, რომ რეგიონში მოვლენები იცვლება, საქართველოს დომინანტი როლი, გეოპოლიტიკური განლაგება და სამომავლო პერსპექტივები ნებისმიერი ჯანსაღი მოაზროვნე ადამიანისათვის ნათელია და მოუწოდა ყველას, რომ საკითხს გონივრულად მიუდგნენ.

ელზა პაპოშვილი
21.10.2015

 ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ლიდერი ლეონიდ თიბილოვი რუსეთთან შეერთების საკითხზე რეფერენდუმის ჩატარებას აპირებს. თუმცა, ამ საკითხზე მოსკოვიდან პირველივე კომენტარი უფრო ცივ შხაპს ჰგავდა. პუტინის წარმომადგენელმა საერთოდ ამ საკითხის განხილვაც კი უარყო.

ლიკა ამირაშვილი
21.10.2015

 ბათუმში "ნაციონალური მოძრაობის" წევრებსა და "თავისუფალი თაობის" აქტივისტებს შორის დაპირისპირება მას შემდეგ მოხდა, რაც ამ უკანასკნელის წარმომადგენლები პარტიის ოფისში ბოთლების შეტანას ცდილობდნენ.

ეკატერინე ბასილაია
21.10.2015

 დასავლეთის მიმართ ნეგატიური განწყობა თანდათან იზრდება, მიზეზად კი პოლიტოლოგები და სოციოლოგები ძირითადად ანტიდასავლური მედიასაშუალებების მომრავლებასა და პოლიტიკოსთა განცხადებებს ასახელებენ.

ვახტანგ შამუგია
21.10.2015

საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურემ, 19 ოქტომბერს, საღამოს საათებში, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ცხედარი სოფელ ნორიოს მიმდებარე ტერიტორიაზე, სამხედრო ნაწილის ფარგლებს გარეთ იქნა ნაპოვნი.

თიკო ოსმანოვა
21.10.2015

 რამდენიმეთვიანი ტაიმ-აუტის შემდეგ ტელეკომპანია "იმედი", "პირველი არხი" და ჯი-დი-ესი პოლიტიკური თოქ-შოუების აღდგენას იწყებენ. "რეაქციის", ეკა მიშველაძის საავტორი გადაცემისა და "კვირის 20/30"-ის ჩანაცვლება სხვა გადაცემებით ნოემბრის დასაწყისში მოხდება, თუმცა არხების ხელმძღვანელობა დეტალების გახმაურებისგან ჯერჯერობით თავს იკავებს. უცნობია წამყვანების ვინაობაც. თუმცა, გავრცელებული ინფორმაციით, "იმედზე" პოლიტიკურ თოქ-შოუს შალვა რამიშვილი წააყვანს.

თაკო მათეშვილი
21.10.2015

 ფონდ "ღია საზოგადოება საქართველოს" ევროინტეგრაციის მიმართულების მენეჯერი ვანო ჩხიკვაძე ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულების ხარისხს აფასებს და ამბობს, რომ იგი დადებით შეფასებას იმსახურებს, თუმცა ეს ნამდვილად არ ნიშნავს იმას, რომ სავიზო რეჟიმის გამარტივება გარანტირებული გვაქვს.

თიკო ოსმანოვა
20.10.2015

 საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი სესიაშვილი ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გარშემო განვითარებულ მოვლენებზე ხელისუფლების ზეწოლას გამორიცხავს. მისი თქმით, ეს არის კერძო დავა, თუმცა "ნაციონალური მოძრაობა" ამას თავისი ინტერესებისთვის იყენებს.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×