ლიკა ამირაშვილი
20.10.2015

  ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ადვოკატებმა გუშინდელ პროცესზე მოსამართლე თამაზ ურთმელიძეს თვითაცილების და სხდომის გადადების შუამდგომლობით მიმართეს, თუმცა მოსამართლემ არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

ლიკა ამირაშვილი
20.10.2015

 ევროკავშირის მიერ გამოყოფილი თანხები სხვადასხვა მიმართულებით იხარჯება და თითქმის ყველა სფეროს ეხება. 2016 წლისათვის სამოქმედო გეგმის პრიორიტეტებიც წინ წლის მსგავსი იქნება, თუმცა ევროპული ღირებულებების შესახებ აქტიური საინფორმაციო კამპანია დაემატება, რომელსაც ასევე ევროკავშირი დააფინანსებს.

თაკო მათეშვილი
19.10.2015

 13 ივნისის სტიქიიდან 4 თვისთავზე სვანიძის ქუჩა ისევ დანგრეული, ტალახიანი და მოუწესრიგებელია. ქუჩაზე თითქმის აღარავინ ცხოვრობს. სახლებს სტიქიის კვალი ისევე ეტყობათ, როგორც პირველ დღეებში. ზოგიერთი მათგანი არც შლამისა და ტალახისაგანაა ბოლომდე გაწმენდილი.

თიკო ოსმანოვა
19.10.2015

არჩევნებიდან 3 წლის შემდეგ, "ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის" ახალი კვლევის მიხედვით "ნაციონალური მოძრაობა" ლიდერის პოზიციაზე დაბრუნდა, "ქართული ოცნება" კი მეორე ადგილზეა. კვლევის მიხედვით, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, კოალიცია "ქართულ ოცნებას" მხარს გამოკითხულთა 11% დაუჭერდა, "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" კი - 13%.

ეკატერინე ბასილაია
19.10.2015

 თითქმის გადაწყვეტილია, რომ დეკემბერში ნატო-ს წევრი ქვეყნები მონტენეგროს ალიანსში გაწევრიანებას შესთავაზებენ, საქართველოს კი არაფერს, თუმცა, მონტენეგრო ბლოკში გაწვერიანებაზე მიწვევას რომ მიიღებს, პოლიტოლოგები ამას საქართველოსთვისაც პოზიტიურ მესიჯად მიიჩნევენ. მათი თქმით, ამ ნაბიჯით ნატო რუსეთს აჩვენებს, რომ ბლოკი ახალი წევრების მიღებას ისევ გააგრძელებს და გაფართოების საწინააღმდეგოდ კრემლის ფარული ვეტო არ მოქმედებს. მონტენეგროს შემდეგ კი რიგში დგას სამი ნატო-ს ასპირანტი ქვეყანა, რომელთა შორის ერთი საქართველოცაა.

სალომე სარიშვილი
19.10.2015

 ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) კვლევის ახალი შედეგები გამოაქვეყნა. კვლევა რამდენიმე მიმართულებით ჩატარდა, მათგან ერთ-ერთი კი პოლიტიკურ პარტიათა რეიტინგს ეხებოდა.

ელზა პაპოშვილი
19.10.2015

 სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია "მთელ კვირასთან" ინტერვიუში აცხადებს, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის დროს სამხედრო დანაშაული როგორც რუსეთის, ასევე საქართველოს მხრიდან იქნა ჩადენილი, რადგანაც ორივე მხარემ საერთაშორისო სამართლის მიხედვით აკრძალული კასეტური ბომბები გამოიყენა.

ნინო ქეთელაური
19.10.2015

 NDI-ს კვლევების მიხედვით, საქართველოში ევროკავშირში გაწევრიანების მომხრეთა რიცხვი, წინა წლებთან შედარებით, შემცირებულია. ევროკავშირში გაწევრიანებას რესპონდენტთა 61% უჭერს მხარს, ეწინააღმდეგება 21%, შეკითხვაზე პასუხი არ აქვს 17%-ს და 1%-მა პასუხზე უარი განაცხადა.

ეკატერინე ბასილაია
17.10.2015

 დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ხელისუფლების მხრიდან რამდენიმე დღის წინ გაცხადებულ ინიციატივაში, რომ საოკუპაციო ზოლის გასწვრივ ის მეოთხე ე.წ. საკონტროლო-გამშვებ პუნქტს ხსნის, ადგილობრივებისთვის ახალი და შემამსუბუქებელი არაფერია - აღმოჩნდა, რომ პუნქტი მხოლოდ ადგილობრივ სოფელში მცხოვრები 12 ეთნიკურად ოსისათვის კეთდება, მათი მეზობელი ქართველები კი ამ გადასასვლელით ვერ ისარგებლებენ და ისევ გაგრძელდება მათი გატაცება "საზღვრის დარღვევის" ბრალდებით.

თიკო ოსმანოვა
17.10.2015

 საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის მერაბ ტურავას განცხადებით, ეროვნული ბანკის შესახებ კანონთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მალე იქნება მიღებული. მისი თქმით, ამ ეტაპზე იმის თქმა, რომ ეროვნული ბანკის საზედამხევდელო სამსახური არაკონსტიტუციურია ან კონსტიტუციურია, ჯერ ადრეა.

ნინო ქეთელაური
17.10.2015

 ქალაქის იერსახის დამახინჯების ბრალდებით დაკავებული ტელეკომპანია "ტაბულას" დირექტორის, თამარ ჩერგოლეიშვილის სასამართლო პროცესი საქალაქო სასამართლოში დღეს გაიმართება. დღესვე 4 საათზე კანცელარიასთან საქართველოს მთავრობისა და რუსული "გაზპრომის" მოლაპარაკებისადმი პროტესტის ნიშნად აქციაა დანიშნული.

თიკო ოსმანოვა
17.10.2015

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის ოფისის ინფორმაციით, 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტის დროს ომის დანაშაულში ამ ეტაპზე ძირითად ეჭვმიტანილ მხარედ გამოკვეთილია ე.წ. სამხრეთ ოსეთის შეიარაღებული ძალები. პროკურორ ფატუ ბენსუდას თქმით, რუსული შეიარაღებული ძალების წევრები არ არიან მთავარი პასუხისმგებელი პირები.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×