სალომე სარიშვილი
15.10.2015

 საზოგადოებრივი მართვის სპეციალისტი არჩილ გამზარდია ამბობს, რომ ამჟამად მხოლოდ პროფესიული საქმიანობითაა დაკავებული და ჯი-დი-ეს-თან კვლავ თანამშრომლობას არც სურვილის დონეზე განიხილავს და არც სხვა შემთხვევაში. ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილთან კვლავ აქვს ურთიერთობა, თუმცა ეს მხოლოდ პიროვნული ურთიერთობაა და არა საქმიანი. ამ და სხვა თემებზე "რეზონანსი" გამზარდიას ესაუბრა.

სალომე სარიშვილი
15.10.2015

 ადგილობრივთა ნაწილი ზუგდიდის ცენტრში არსებული შადრევნის რეკონსტრუქციას აპროტესტებს. მათი თქმით, შადრევანი, რომელიც წინა ხელისუფლების პერიოდში გაიხსნა, წლების განმავლობაში ზუგდიდელებისთვის საფრთხეს წარმოადგენდა, ვინაიდან მას ე.წ. დამიწება არ გააჩნდა. როგორც ისინი აცხადებენ, ვითარება ამ კუთხით არც ახლა შეცვლილა - შადრევანს მხოლოდ დიზაინი შეეცვალა, უსაფრთხოების ნორმები კი კვლავ პრობლემად რჩება. რაში დაიხარჯა ახალი შადრევნისთვის გამოყოფილი თანხა, მათთვის გაურკვეველია.

თაკო მათეშვილი
14.10.2015

 კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის ხელმძღვანელი კობა თურმანიძე ენდიაისთან ერთად ჩატარებულ კვლევაზე საუბრობს და ამბობს, რომ თუკი ვინმეს მისი შედეგები არ მოეწონა, ე.ი. მას რეალობა არ მოსწონს, რადგან ეს კვლევა ქვეყანაში არსებულ რეალობას ასახავს.

თიკო ოსმანოვა
14.10.2015

 იუსტიციის მინისტრი მთავარი პროკურორის კანდიდატურის შესარჩევად კონსულტაციებს იწყებს. კულუარული ინფორმაციით, გიორგი ბადაშვილის შემცვლელად თეა წულუკიანი სამ კანდიდატს - სასჯელაღსრულების მინისტრ კახი კახიშვილს, მოქმედი პროკურორის პირველ მოადგილე ირაკლი შოთაძეს და ანტიკორუფციული პალატის თავმჯდომარე პაატა შავაძეს, განიხილავს. მათგან ერთ-ერთს, ახალი წესის მიხედვით 15-კაციანი პროკურორთა საბჭო მთავარი საგამოძიებო უწყების ხელმძღვანელად აირჩევს.

გვანცა ღვედაშვილი
14.10.2015

 არალეგალური ნაგავსაყრელები თითქმის ყველა რაიონსა და სოფელშია განთავსებული. რადგან მოსახლეობას არ ჰქონდა ალტერნატივა, თავად შექმნა ნაგვის გატანის მექანიზმი, რაც გარემოს მნიშვნელოვნად აზიანებს. ნაგავსაყრელები თითქმის ყველგან მდინერეებისა და ხევების მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარეობს, რის შედეგადაც ბინძურდება როგორც წყალი, ისე ჰაერი და გარემო. როგორც სპეციალისტები ამბობენ, რეგიონებში მყარ საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან დაკავშირებით ყველაზე მძიმე მდგომარეობაა იმერეთში, შიდა ქართლსა და ქვემო სვანეთში.

ელზა პაპოშვილი
14.10.2015

 მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის თავმჯდომარე გია ნოდია "რეზონანსთან" საუბრისას საქართველოს პრეზიდენტის სამომავლო პოლიტიკურ ნაბიჯებზე საუბრობს. მისი თქმით, არ არის გამორიცხული, რომ წინასაარჩევნოდ გიორგი მარგველაშვილმა, როგორც დამოუკიდებელმა პოლიტიკურმა ფიგურამ, უფრო მკვეთრი თამაში და მოქმედება დაიწყოს. მომავალში კი ლოგიკურად მიიჩნევს მარგველაშვილის დაჯგუფებას ირაკლი ალასანიას "თავისუფალ დემოკრატებთან".

ლიკა ამირაშვილი
14.10.2015

პედაგოგთა პროფესიული განვითარების სქემის მიხედვით, მასწავლებლები 4 კატეგორიად დაიყო. ყველაზე დიდი რაოდენობის პედაგოგი პრაქტიკოსი აღმოჩნდა, რომელიც სქემაში პირველ კატეგორიას იკავებს. რაც შეეხება ყველაზე მაღალ, მენტორის სტატუსს, ასეთი პედაგოგი წელს არ გვეყოლება.

გვანცა ღვედაშვილი
14.10.2015

 ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის სასაზღვრო სოფელ ხელჩუაში შეიძლება საქართველოსთან დამაკავშირებელი "სასაზღვრო" პუნქტი გაიხსნას. როგორც სააგენტო "სპუტნიკი" იუწყება, აღნიშნული გადაწყვეტილება ცხინვალის ე.წ. მთავრობის სხდომაზე, სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის ინიციატივით მიიღეს.

ეკატერინე ბასილაია
14.10.2015

 პანკისში, სადაც არც რაიმე ბიზნესსაწარმო, არც დასაქმების საშუალება და არც გასართობი ცენტრი არ არსებობს და ბოლო წლებში საზოგადოების ყურადღების ცენტრში მხოლოდ იმიტომ ექცევა-ხოლმე, რომ იქიდან სირიაში საბრძოლველად ახალგაზრდები მიდიან, ამჯერად ადგილობრივი სოციალურად დაუცველი თემი და არასამთავრობოები ხელისუფლებისაგან ყურადღების მიპყრობას სოციალური მეწარმეობის მხარდაჭერისათვის ითხოვენ.

თიკო ოსმანოვა
13.10.2015

 ანკარაში განვითარებული მოვლენების შემდეგ მოსალოდნელი ტერაქტების საფრთხეებზე საუბრობენ საქართველოშიც და ხელისუფლებას უსაფრთხოების ზომების გამკაცრებისკენ მოუწოდებენ. უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტ ვახტანგ მაისაიას თქმით, დაზღვეული არაფრისგან არ ვართ, რადგანაც გლობალური მეოთხე თაობის ომში ვართ ჩაბმული.

სალომე სარიშვილი
13.10.2015

 "ასე თუ მივყევით, შესაძლოა ქვეყანა ევრაზიული კავშირის წევრიც კი გახდეს და ამის შესახებ ინფორმაცია გადაწყვეტილების მიღებისას გავიგოთ. ფაქტია, რომ ჩვენ ყველას ერთად, მთელ საზოგადოებას გვაინტერესებს რა ხდება "გაზპრომთან" დაკავშირებით, თუმცა პასუხს ვერ ვიგებთ", - ამბობს "რეზონანსთან საუბრისას "თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთი ლიდერი და პარლამენტის ყოფილი ვიცე-სპიკერი, ზურაბ აბაშიძე.

ლიკა ამირაშვილი
13.10.2015

 ვერეს ხეობა რეკრეაციულ ზონად გადაკეთდება, მშენებლობები კი აიკრძალება - ასეთია გეგმა, რომლის კონკრეტული დეტალები ჯერჯერობით ცნობილი არ არის. ურბანისტები და ეკოლოგები ვერეს ხეობის რეკრეაციულ ზონად გადაკეთებას დადებითად აფასებენ. ისინი თვლიან, რომ აღნიშნულ ადგილას ნაგებობები შესაძლებელია იყოს, თუმცა მხოლოდ მსუბუქი კონსტრუქციის.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×