თიკო ოსმანოვა 10.10.2015
ხელისუფლების მოლაპარაკებებს რუსულ "გაზპრომთან" ექსპრემიერ-მინისტრის ყოფილი მრჩეველი გია ხუხაშვილი პოლიტიკური რისკის შემცველად მიიჩნევს, თუმცა, წინასწარ ატეხილი აჟიოტაჟი, მისი აზრით, უსაფუძვლოა. ზოგადად ამ მოლაპარაკებებს სკეპტიკურად უყურებს, მაგრამ ხელისუფლებას მაინც ურჩევს, რომ დივერსიფიცირების საშუალებები დაიტოვონ.
|
ეკატერინე ბასილაია 10.10.2015
"რატომ არ უნდა დაეჭირათ?! მორატორიუმი იყო გამოცხადებული - ეს არგუმენტი არ არის, ე.ი. საქართველოში კანონი უნდა მოერგოს იმას, როგორი განცხადება გაკეთდება დასავლეთში. დაკავება ისე უნდა მოხდეს, ვაიმე, არ შეგვეშინდეს, ამას როგორი პოლიტიკური სარჩული მიეცემა?!
|
გვანცა ღვედაშვილი 10.10.2015
უკვე ერთ წელზე მეტი გავიდა, რაც საქართველოს მოქალაქეებს გარკვეული კატეგორიის წამლების შეძენა მხოლოდ რეცეპტით შეუძლიათ. ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ამ სიახლის შემოღებამ გაამართლა, რადგანაც მნიშვნელოვნად შემცირდა "სააფთიაქო ნარკომანია", გაიზარდა მოქალაქეების ექიმთან ვიზიტების რაოდენობა და შემცირდა იმ თანხის ოდენობა, რასაც საქართველოს მოქალაქეები წამლებში იხდიან.
|
ელზა პაპოშვილი 10.10.2015
8 ოქტომბერს თბილისის ცენტრში, სასტუმრო "რედისონის" მიმდებარე ტერიტორიაზე შუადღისას სროლის ხმა ისმოდა. როგორც თვითმხილველები "რეზონანსთან" საუბარში აცხადებენ, ხუთამდე შეიარაღებულმა ახალგაზრდამ ერთმანეთს ცეცხლი გაუხსნა.
|
ნინო ქეთელაური 10.10.2015
"გავითვალისწინებ ნიშნის წერის დროს" - ეს ის ფრაზაა, რომელმაც სოციალურ ქსელში დიდი ხმაური გამოიწვია. საუბარია ილიას უნივერსიტეტის ერთ-ერთ პროფესორზე, რომლის სიტყვე-ბიც მისმა სტუდენტმა გაასაჯაროვა. შეტყობინებაში ლექტორი სტუდენტებს საკუთარი წიგნის შეძენისკენ მოუწოდებდა და თან აფრთხილებდა, რომ ამას ნიშნის წერის დროს გაითვალისწინებდა.
|
თაკო მათეშვილი 10.10.2015
"თუ დამიჯერებთ, მეგობრებო, გულწრფელად ვნანობ, თუ უნებლიეთ ვინმეს გული გატკინეთ და ამისთვის მზად ვარ, ბოდიშიც მოგიხადოთ. ჩვენ დავუკავშირდით ბატონ არნოლდ სტეფანიანს და უნდა ითქვას, რომ ჩვენ შორის დიალოგი შედგა. ეს კაცი გაგებით მოეკიდა შექმნილი სიტუაციის განმუხტვას," - ეს განცხადება ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ოთარ გელაძემ საკუთარ ფეისბუქ გვერდზე გამოაქვეყნა. მისი ბოდიშის ადრესატი კი მოძრაობა "მრავალეროვანი საქართველოა"
|
ელზა წიკლაური 10.10.2015
"კავკასუს ონლაინი" და მოქალაქე ვლადიმერ ქვილითაია კავშირს "პრესა საქართველოს" და მამია სანადირაძეს საინფორმაციო პორტალ "ფორ.გე"-ზე გამოქვეყნებული სტატიის გამო სასამართლოში უჩივიან. მოსარჩელე მხარე "ფორ.გე"-სგან ინფორმაციის უარყოფას და ზიანის ანაზღაურებისთვის 50-50 ათასი ლარის გადახდას ითხოვს. საინფორმაციო პორტალის დამფუძნებლები და რედაქტორები კი აცხადებენ, რომ ინფორმაცია მხოლოდ მას შემდეგ გამოაქვეყნეს, რაც ეს ოფიციალურმა სტრუქტურებმა დაუდასტურეს, შესაბამისად, ისინი "ფორ.გე"-ზე "შესწორების" გაშვებას არ აპირებენ.
|
თაკო მათეშვილი 09.10.2015
"დეკემბრის მინისტერიალი, მაღალი ალბათობით, გაფართოებისკენ გადადგმული ნაბიჯი იქნება", - თავდაცვის მინისტრის ამ ოპტიმისტურ განცხადებას ქართველი ექსპერტები ნატოს წარმომადგენლების მხრიდან გაკეთებულ საჯარო განცხადებს უკავშირებენ, თუმცა, აქვე იმასაც არ გამორიცხავენ, რომ მინისტრს ზურგს კულუარული დაპირებებიც უმაგრებდეს და სწორედ ამიტომ "ბედავდეს" მოსახლეობისათვის იმედის მიცემას.
|
თიკო ოსმანოვა 09.10.2015
2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი შესაძლოა, ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ გამოიძიოს. წინასწარი დასკვნის მიხედვით, არსებობს "საფუძვლიანი ვარაუდი," რომ აგვისტოს 5 - დღიანი ომის დროს საქართველოში სამხედრო დანაშაული იქნა ჩადენილი.
|
ელზა პაპოშვილი 09.10.2015
"რესპუბლიკური" პარტიის და თბილისის საკრებულოს წევრის დავით ზურაბიშვილის განცხადებით, წინასაარჩევნოდ ქვეყანაში შექმნილი მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა "ქართული ოცნების" რეიტინგზე ცუდად აისახება, თუმცა მიაჩნია, რომ ამით "ნაციონალური მოძრაობის" ამომრჩეველთა რიცხვი არ გაიზრდება.
|
იაგო ნაცვლიშვილი 09.10.2015
"პუტინის გზავნილი მსოფლიოსთვის იყო, რომ სახიფათო მდგომარეობაშია და მასთან ურთიერთობას შესაძლოა, ძალიან მძიმე შედეგები მოჰყვეს. მაგრამ რუსეთი ეკონომიკურად დასუსტებულია და ხანგრძლივად ამ ავანტიურაში მონაწილეობას ვერ მიიღებს.
|
თიკო ოსმანოვა 08.10.2015
საქართველო-რუსეთის საზღვრებზე ტვირთის ბრუნვის მონიტორინგთან დაკავშირებით, საბოლოო შეთანხმება ჯერ კიდევ მიღწეული არ არის. სამჯერ გადადების შემდეგ, გასულ კვირას შვეიცარიაში სამმხრივი - რუსულ-ქართულ-შვეიცარიული შეხვედრა გაიმართა, მაგრამ რა გადაწყდა აღნიშნულ შეხვედრაზე - უცნობია. შეხვედრას საქართველოდან ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელი ესწრებოდა. სამინისტროში შეხვედრის ფაქტს ადასტურებენ, თუმცა არ აცხადებენ, თუ კონკრეტულად რა საკითხები იქნა განხილული, როდის გაიმართება შემდეგი შეხვედრა, შეთანხმდნენ თუ არა მხარეები საზღვარზე ნეიტრალური მებაჟეების განთავსების კონკრეტულ ვადებზე და ა.შ. თითქმის ერთკვირიანი მცდელობის მიუხედავად, "რეზონანსმა" ამასთან დაკავშირებით ინფორმაციის მიღება ვერ შეძლო.
|
|