ეკატერინე ბასილაია
08.10.2015

 სოხუმში უცხოელებისათვის აფხაზეთის უძრავი ქონების ბაზრის გახსნის თემის ირგვლივ ვნებათაღელვა არ ცხრება და ამ დაპირისპირებაში მთავარი მტრის ადგილი ისევ ქართველებს უჭირავთ. რამდენიმე დღის წინ ამასთან დაკავშირებით აფხაზმა მეცნიერებმა საგანგებო განცხადება გაავრცელეს, სადაც სწორედ ასეთ შიშზეა საუბარი. რაც ყველაზე საინტერესოა, მათი ცნობით, საქართველოს ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა შექმნა სპეციალური ფონდი, რათა აფხაზეთში უძრავი ქონება მასობრივად შეისყიდოს.

თაკო მათეშვილი
08.10.2015

 დედაქალაქის მერიაში მიმდინარე მოვლენებს საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი იოსებ მანჯავიძე აფასებს. მისი თქმით, ქალაქის ხელისუფლებაში უკვე მიხვდნენ, რომ გუნდი მოლოდინებს ვერ ამართლებდა და მისი გადახალისება დაიწყეს.

ლიკა ამირაშვილი
08.10.2015

ოფიციალური მონაცემებით საქართველოში ტუბერკულოზით დაავადებული 4 ათასამდე ადამიანია. ახალი კანონის მიხედვით, იმ პირებს, რომლებიც მკურნალობაზე უარს ამბობენ, მკურნლობა იძულებითი წესით მოუწევთ.

ელზა პაპოშვილი
08.10.2015

საბერძნეთში 100-მდე ქართველი დააკავეს. როგორც ათენის ქართველ მიგრანტთა საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი ავთო გიუნაშვილი აცხადებს, საქართველოს მოქალაქეები სხვადსახვა სამედიცინო დაწესებულებაში აიყვანეს და გამოძიება მათ არალეგალურ საქმიანობაში ადანაშაულებს.

მარი ჩიტაია
08.10.2015

 დედაქალაქის მერიამ, გაუარესებული სოციალური ვითარების ფონზე, 20-ლარიანი კომუნალური ვაუჩერის გაუქმება ვერ გაბედა. შესაბამისად, დენის, წყლისა და დასუფთავების გადასახადის სუბსიდირება წელსაც გაგრძელდება. ფაქტობრივად, დავით ნარმანიას უწყებამ უკან დაიხია. რამდენიმე თვის წინათ თბილისის მერიაში მტკიცედ ჰქონდათ გადაწყვეტილი, რომ ვაუჩერი მხოლოდ სოცდაუცველებისთვის დაეტოვებინათ.

ვახტანგ შამუგია
08.10.2015

1941 წლის 22 ივნისს ფაშისტური გერმანია თავს დაესხა საბჭოთა კავშირს. საქართველო, როგორც სსრკ-ის ერთ-ერთი მოკავშირე რესპუბლიკა, მეორე მსოფლიო ომში იქნა ჩათრეული. მართალია, საბრძოლო მოქმედებები უშუალოდ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე არ მიმდინარეობდა, მაგრამ მან მაინც დიდი მსხვერპლი გაიღო.

ვახტანგ შამუგია
08.10.2015

1941 წლის 22 ივნისს ფაშისტური გერმანია თავს დაესხა საბჭოთა კავშირს. საქართველო, როგორც სსრკ-ის ერთ-ერთი მოკავშირე რესპუბლიკა, მეორე მსოფლიო ომში იქნა ჩათრეული. მართალია, საბრძოლო მოქმედებები უშუალოდ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე არ მიმდინარეობდა, მაგრამ მან მაინც დიდი მსხვერპლი გაიღო.

მარი მგალობლიშვილი
07.10.2015

 ფეხბურთის ფედერაციის არჩევნები 3 ოქტომბერს დიდი აჟიოტაჟისა და დაძაბულობის ფონზე წარიმართა. ამას დაემატა ისიც, რომ არჩევნებზე იმყოფებოდა ენერგეტიკის მინისტრი და ვიცე-პრემიერი კახა კალაძე. როგორც "რეზონანსთან" საუბრისას განაცხადა, ის არჩევნებზე სტუმრის სტატუსით იმყოფებოდა, და როგორც სხვა ყველა სტუმარმა, რეგისტრაცია გაიარა.

ეკატერინე ბასილაია
07.10.2015

 საქართველოსთვის მაპ-ის მინიჭებას, დიდი ალბათობით, არც მომავალი წლის ივლისში დაგეგმილ ვარშავის სამიტზე უნდა ველოდოთ. ყოველ შემთხვევაში, როგორც ქართველი პოლიტოლოგები აცხადებენ, სექტემბერში დიპლომატიური ფორმით ამგვარი მესიჯი რამდენიმე მაღალი დონის უცხოელი დიპლომატისაგან თუ მაღალჩინოსნისგან მოისმინეს. ორი დღის წინ კი "ამერიკის ხმის" ქართულ რედაქციასთან საუბრისას ნატო-ში შეერთებული შტატების ყოფილმა ელჩმა და მაკკეინის ინსტიტუტის დირექტორმა კურტ უოკერმა განაცხადა, რომ ვარშავის სამიტზე ვინმე საქართველოს ან უკრაინისთვის მაპ-ის მინიჭებას არ უნდა ელოდეს.

ელზა პაპოშვილი
07.10.2015

 ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ რუსეთისგან 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შესახებ რუსების მიერ გამოძიებული მასალები გამოითხოვა, სადაც რუსეთი ქართულ მხარეს სამხედრო დანაშაულსა და "ოსი ერის წინააღმდეგ განხორციელებულ გენოციდში" ბრალს სდებს.

თიკო ოსმანოვა
07.10.2015

 საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი წლით ადრე "დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" მსგავსად ვადამდელ საპარლამენტო არჩევნების დანიშვნისა და ხელისუფლების გადაყენების მოთხოვნით პოლიტიკურ ძალებთან მოლაპარაკებებს ახლა "ნაციონალური მოძრაობა" იწყებს. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, პოლიტიკური ბრძოლა ორივე ძალას ცალ-ცალკე, დამოუკიდებლად მოუწევთს, რადგან დანარჩენი ოპოზიცია ვადამდელი არჩევნების აუცილებლობას ვერ ხედავს.

სალომე სარიშვილი
07.10.2015

საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის ახალ ხელმძღვანელს, გიორგი გვიმრაძეს "მოამბის" ჟურნალისტების ნაწილი უპირისპირდება. როგორც "რეზონანსთან" საუბრისას ერთ-ერთი მათგანი ამბობს, გარდა იმისა, რომ გვიმრაძეს ჟურნალისტად მუშაობის არანაირი გამოცდილება არ აქვს, საინფორმაციო სამსახურის უფროსმა მათთვის მიუღებელი საკადრო ცვლილება უკვე განახორციელა, რაც ნიშნავს, რომ "მოამბის" სარედაქციო პოლიტიკა რადიკალურად შეიცვლება.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×