მარიამ აფციაური
29.06.2016

 მძიმე სოციალური ფონი, დროის სიმცირე, გადატვირთული სამუშაო რეჟიმი - ამ და სხვა მიზეზების გამო, წელს საზაფხულო ბაღებზე მოთხოვნა გაიზარდა. თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოსთან ერთად, დარეგისტრირების მსურველთა გააქტიურებაზე საუბრობენ მშობლებიც. ისინი "რეზონანსთან" იმ გაზრდილ მოთხოვნაზე ამახვილებდნენ ყურადღებას, რომელმაც ზოგიერთი ბავშვი ლამის ბაღის გარეშე დატოვა.

ლიკა გურაბანიძე
29.06.2016

ბოლო წლებში საქართველოში ყოველწლიურად 46-49 ათასი ადამიანის გარდაცვალება ფიქსირდება. ოფიციალური მონაცემების თანახმად კი, სიკვდილიანობის მთავარი მიზეზი სისხლის მიმოქცევის სისტემასთან დაკავშირებული დაავადებებია.

ნინო ქეთელაური
28.06.2016

2013 წლიდან ოფიციალური ქორწინების რაოდენობა სტაბილურად მცირდება. 2013 წელს 34 693 ქორწინება დარეგისტრირდა, 2014-ში - 31 526, ხოლო 2015 წელს - 29 157.

ელზა წიკლაური
28.06.2016

 კრემიანი ნამცხვრები, კექსები, ტორტები, ბისკვიტები, - ეს საკონდიტრო ნაწარმის მცირე ჩამონათვალია, რომელსაც ლამის ყოველ ფეხის ნაბიჯზე გახსნილი მაღაზიები გვთავაზობენ. რამდენად უსაფრთხოა მწარმოებლების მიერ შემოთავაზებული ნაირნაირი ტკბილეული, საკითხავი სწორედ ესაა. ხშირად ვრცელდება ინფორმაცია, რომ საკონდიტროები წარმოებაში ვადაგასულ რძის პროდუქტებს, გატეხილ კვერცხს და ისეთ ცხიმს იყენებენ, რომელიც ადამიანის ჯანმრთელობისთვის საშიშია. სურსათის უვნებლობის სამსახურში ამბობენ, რომ შარშან ვადაგასული პროდუქციის გამოყენების რამდენიმე შემთხვევა მართლაც დააფიქსირეს, თუმცა წელს ასეთი არც ერთი ფაქტი არ გამოუვლენიათ.

მარი ჩიტაია
28.06.2016

სამშენებლო დარგი სეპარატისტულ აფხაზეთში ქართველი და ტაჯიკი მუშახელის იმედადაა. ადგილობრივების ინფორმაციით, ბოლო პერიოდში სოხუმსა და გაგრაში საოჯახო ტიპის სასტუმროები და რუსი ჩინოვნიკების აგარაკები შენდება. იშვიათ შემთხვევაში, მშენებლობა მიდის ტყვარჩელსა და გუდაუთაშიც, სადაც დაქირავებულთა უმრავლესობას ქართველები შეადგენენ.

მარი ჩიტაია
28.06.2016

 კურორტებზე ადგილობრივი დამსვენებლების სიმცირეა. აშკარაა, რომ მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა სამშობლოში დასვენებას უსახსრობის გამო ვერ ახერხებს. საზოგადოების ის ნაწილი, რომელსაც ფინანსური შესაძლებლობა აქვს, უპირატესობას უცხოურ კურორტებს ანიჭებს. ადგილობრივი ტურისტების რაოდენობა წელს გაცილებით ნაკლებია, ვიდრე შარშან.

მამუკა ნაცვალაძე
27.06.2016

 ძვ წ-აღ-ის 326 წელს, ალექსანდრე მაკედონელის სიკვდილისთანავე, ხუხულასავით დაინგრა უპრეცედენტო მასშტაბის მქონე იმპერია. ასპარეზიდან გაქრა აქემენიდთა სამეფოც, რომელიც სამი საუკუნის განმავლობაში აზანზარებდა მსოფლიოს. მივიღეთ სულ სხვა პოლიტიკური რეალობა, სადაც აღარ იყო დიდი სახელმწიფოები. ალექსანდრეს სარდლებმა, დიადოხოსებმა გაინაწილეს ტერიტორიები.

ია აბულაშვილი
25.06.2016

 ძირძველი თბილისელებისგან ხშირად გაიგონებთ - თბილისი წარმოუდგენელია დიმიტრი ერმაკოვის ფოტოების გარეშე, რომელიც მან მშობლიურ ქალაქს მიუძღვნაო. მართლაც, დიმიტრი ერმაკოვი მე-19 საუკუნის იმ ნოვატორ ხელოვანთა ჯგუფს მიეკუთვნება, რომლებმაც ფოტოგრაფიის განვითარებას გაუკვალა გზა საქართველოში, ხოლო მისი მდიდარი ფოტოგრაფიული ნამუშევრები, თავის შინაარსით ისტორიული, კულტურული და მხატვრული ღირებულებების მატარებელი დღესაც ამშვენებს სანქტ-პეტერბურგის, ამსტერდამის, ნიდერლანდების და პარიზის მუზეუმებს.

ნათია ლომიძე
25.06.2016

 ბოლო დროს ერთიორად იმატა იმ ადამიანების რიცხვმა, რომლებიც საყოფაცხოვრებო ტექნიკის მალე გაფუჭების გამო უკმაყოფილებას გამოთქვამენ. ისინი პასუხს ტექნიკის მაღაზიებისგან ელოდებიან, მაგრამ სავაჭრო ობიექტების წარმომადგენლები მომხმარებელთა პრეტენზიებს უსაფუძვლოს უწოდებენ. მათი მტკიცებით, ნებისმიერი ნივთი ხარისხის შესაბამისია და როდესაც გადაწყვეტილებას იღებენ, აუცილებელია ხარისხს ყურადღება მიაქციონ და შედარებით მაღალმა ფასმა არ დააფრთხოს.

მარიამ აფციაური
25.06.2016

ადგილობრივი დამსვენებლები საკურორტო ზონისკენ მოძრავი ტრანსპორტის სიძვირეს უჩივიან. ისინი ამბობენ, რომ სასურველ კურორტამდე მისვლა ერთ ადამიანს ხანდახან 50 ლარზე მეტი უჯდება. კიდევ უფრო მაღალია ღირებულება თვითმფრინავით (შიდა ავიარეისებით) გადაადგილების შემთხვევაში. ექსპერტების ნაწილი ფიქრობს, რომ საქართველოში მგზავრობა ხანდახან ევროპაში გამგზავრებაზე ძვირი ჯდება.

მამუკა ნაცვალაძე
25.06.2016

 ალექსანდრე მაკედონელის აღმოსავლურმა ლაშქრობებმა სათავე დაუდო ახალ რეალობას მსოფლიო ისტორიაში. ეს იყო გლობალიზაციის პირველი უპრეცედენტო მაგალითი. ძვ. წ-აღ-ის |ქ ს-ის 30-20-იან წლებში მაკედონელის ლაშქრობებისას სწორედ აღმოსავლეთში ყალიბდება თვისებრივად განსხვავებული კულტურა, რომელიც არა ძალადობაზე, არამედ სხვადასხვა ეთნოსის დაახლოებაზე იყო დაფუძნებული.

მარი ჩიტაია
24.06.2016

 ჯართის ფასმა 5 თეთრით მოიმატა, რაც ამ ბიზნესში არსებულ კრიზისულ მდგომარეობას მცირედითაც ვერ ცვლის. ბოლო 2 კვირაა, ჩამბარებელ პუნქტებში 1 კგ ჯართს 20 თეთრად, 1 ტონას - 200 ლარად იბარებენ. ცოტა ადრე კი მისი ღირებულება 150 ლარს არ აღემადებოდა. საქართველოში ეს მიმართულება პოპულარობას კარგავს და ფინანსურადაც უკვე წამგებიანი გახდა.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×