ნინო ქეთელაური 23.06.2016
დედაქალაქში ველოტრანსპორტის განვითარება იგეგმება - შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობაზე თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახური უკვე მუშაობს და უსაფრთხოების საკითხებზე ტრანსპორტის სამსახურთან გადის კონსულტაციებს.
|
მარიამ აფციაური 23.06.2016
საფინანსო, მშენებლობა, საინჟინრო, ბიზნესის მართვა, იურიდიული, საერთაშორისო ურთიერთობა, ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სფერო ყველაზე მოთხოვნადი მიმართულებებია. რესპონდენტები, მათ შორის აბიტურიენტები, თავიანთ არჩევანს ფინანსური სარგებლით ხნიან, ანუ ანაზღაურების ოდენობით.
|
მამუკა ნაცვალაძე 23.06.2016
XV ს -ის შუა პერიოდის ევროპის ისტორიაში ანტიოსმალური კოალიციის შექმნის მცდელობას გამორჩეული ადგილი ეთმობა. კონსტანტინოპოლის დაცემა უდიდესი ტრაგედია გახლდათ ქრისტიანთათვის.
|
სალომე სარიშვილი 22.06.2016
საქართველო შესაძლოა, ჰოლივუდის ყველაზე მსხვილი და საზოგადოებისთვის ცნობილი კინოსტუდიების ინტერესის ქვეშ მოექცეს. ამის თქმის საფუძველს საქართველოში ჰოლივუდის ლოკაციის მენეჯერებისა და პროდიუსერების ვიზიტი იძლევა, რომლებიც თავიანთი კინოპროექტებისთვის შესაბამის ადგილებს არჩევენ.
|
მარიამ აფციაური 22.06.2016
ადამიანის სიცოცხლისთვის საშიში პროდუქციის რეალიზაციის ფაქტი კვლავ მრავლადაა. ზემოთ აღნიშნული ბრალდებით რამდენიმე დღის წინ ერთი პირი დააკავეს. მომხმარებლების ნაწილი მწარმოებლების მიმართ ნდობას თანდათან კარგავს. ბევრი გაყინული ხინკლის, პელმენის, კატლეტის და მსგავსი პროდუქტის შეძენაზე უარს ამბობს. მათი აზრით, გაყინულ ნახევარფაბრიკატებს ანტისანიტარიულ პირობებში ამზადებენ.
|
ია აბულაშვილი 21.06.2016
დამოუკიდებლობის კომიტეტის გადაწყვეტილებით საქართველოს ყველა კუთხესა და თბილისში ერთიანი გამოსვლის თარიღად დადგინდა 1924 წლის 29 აგვისტოს დილის 6 საათი. ცენტრთან შეუთანხმებელი მოქმედებისა და ადგილობრივ სოციალ-დემოკრატთა დესტრუქციული საქმიანობის შედეგად, ქალაქ ჭიათურაში გამოსვლები დაიწყო 24 საათით ადრე, 28 აგვისტოს.
|
მარი ჩიტაია 21.06.2016
მიკროსაფინანსო ორგანიზაციები კლიენტების მოსაზიდად აგრესიული მარკეტინგის ნაირ-ნაირ ფორმას იგონებენ. ხშირად იმდენად დაუოკებელია მათი ფინანსური ჟინი, რომ კლიენტების დასარწმუნებლად წარმოუდგენელი მეთოდებითაც სარგებლობენ. ზოგიერთი ამ მიზნის მისაღწევად პირდაპირ ქუჩას იყენებს.
|
მარი ჩიტაია 21.06.2016
საქართველოში საექსკურსიო მომსახურების მიმართ მოთხოვნამ ოდნავ მოიმატა. ადგილობრივები სპეციალური ტურებით არ სარგებლობენ, მაგრამ განსხვავებული ვითარებაა უცხოელი ტურისტების შემთხვევაში. ექსკურსიებს ისინი ქართული კომპანიების დახმარებით აწყობენ.
|
ლიკა გურაბანიძე 20.06.2016
ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, 2014-2015 წლებში მშობიარობისას დედისა და ჩვილის გარდაცვალების შემთხვევების შესწავლისას დადგინდა, რომ 62 შემთხვევაში ტრაგედიის მიზეზი მკურნალობისას დაშვებული შეცდომა, ან ექიმების მხრიდან არასათანადო ყურადღება იყო.
|
ნინო ქეთელაური 20.06.2016
საქართველო მწეველთა პროცენტული რაოდენობით ევროპაში მეორე ადგილზეა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, საქართველოს მოსახლეობის 30% თამბაქოს მწეველია, მათგან 55% მამაკაცია, 15% - ქალი. თუმცა, ქალების შემთხვევში ეს რიცხვი არაზუსტია, რადგან ქალების ნაწილი მალავს, რომ მწეველია.
|
მამუკა ნაცვალაძე 20.06.2016
ჯვაროსნულმა ლაშქრობებმა, რომელიც თავისი დროის გამორჩეული ნათელი მოვლენა გახლდათ, თვისობრივად შეცვალა დასავლეთ ევროპა. ეს პროცესი თითქმის სამ საუკუნეს ითვლის - სულ 8 ლაშქრობაა ცნობილი, პირველი - 1096-1099 წლებში, ბოლო, მერვე - 1270 წელს.
|
ნათია ლომიძე 18.06.2016
საქართველოში ველოსიპედებისა და მოტოციკლეტების რაოდენობამ ბოლო 2-3 წელიწადში საგრძნობლად მოიმატა. ამ ორი ტრანსპორტის პოპულარობა მომხმარებლის მხრიდან სიიაფითა და ნაკლები ხარჯიანობითაა გამოწვეული. ველოსიპედისა და მოტოციკლეტის შესაძენი ფასიც დაბალია და მგზავრობაც მიზერულ ხარჯს უკავშირდება. მათ მოვლა-შენახვასაც მცირე თანხა სჭირდება.
|