მარი ჩიტაია 18.06.2016
ქართული ხილი ექსპორტზე მოთხოვნას ვერ აუდის, ადგილობრივ ბაზარზე კი სიძვირის გამო ვერავინ ყიდულობს. არნახული ფასის გამო ხალხს ხილი სანატრელი გაუხდა. მართალია, ექსპორტიორებსა და ფერმერებს ამის აღიარება უჭირთ, მაგრამ ფაქტი სახეზეა. სამომხმარებლო ბაზრებში 3 ლარზე იაფი ხილი არსადაა.
|
მამუკა ნაცვალაძე 18.06.2016
საქართველოს ისტორია არაერთი პიროვნების ტრაგიკული ბედის დამტევია. პოლიტიკური თუ სოციალური ყოფა, უმძიმესი რეალობა ბევრ ქართველს აიძულებდა სამშობლო დაეტოვებინა და არსებობა ქვეყნის მიღმა გაეგრძელებინა. ნოსტალგიაშეპყრობილი არაერთი ქართველი სულით და ხორცით კვლავ თავისი ქვეყნის ერთგულ ჯარისკაცად რჩებოდა.
|
ია აბულაშვილი 18.06.2016
დღეს, როდესაც ქართული საზოგადოება ყურაღებით ადევნებს თვალს საქართველოსა და გერმანიის სამომავლო ურთიერთობებს, ალაბთ დააინტერესებს, როგორი იყო ამ ორი ქვეყნის ურთიერთობა მეოცე საუკუნის დასაწყისში. ამის შესახებ კი ფასდაუდებელ ცნობებს გვაწვდის ცნობილი ქართველი იურისტი და ისტორიკოსი ზურაბ ავალიშვილი თავის წერილში "კურსი გერმანიაზე".
|
გვანცა ღვედაშვილი 17.06.2016
მეტეოროლოგები კვირის ბოლომდე საქართველოს მთელ ტერიტორიაზე არამდგარდ ამინდებს ელოდებიან, დროგამოშვებით კი წვიმას ელ-ჭექით. სპეციალისტები კი "რეზონანსთან" საუბრისას აცხადებენ, რომ თუ დიდი რაოდენობით ნალექი მცირე დროში მოვიდა, შესაძლებელია შარშანდელი 13 ივნისის ტრაგედია ისევ განმეორდეს.
|
ნინო ქეთელაური 17.06.2016
უკვე რამდენიმე კვირაა, 20-მდე ქართული ტელეარხის დაფარვის ზონა გაფართოვდა და მათი ყურება ოკუპირებული ტერიტორიების პრაქტიკულად ყველა ნაწილში შეიძლება. ამ სიახლეს აფხაზეთის მცხოვრებთა შორის უკვე მოჰყვა პირველი გამოხმაურება.
|
მარი ჩიტაია 17.06.2016
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაკიფუში ახალი გზის მშენებლობა 2017 წლიდან დაიწყება. ამის შესახებ სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა ადგილობრივი მოსახლეობის მიერ გამართულ აქციაზე განაცხადეს. გზის დაგება, ფაქტობრივად, მეორედ გახდა აუცილებელი. წინა ხელისუფლების დროს სოფელში უხარისხოდ გაკეთებულმა გზამ ერთი წელიც ვერ იარსება.
|
ია აბულაშვილი 17.06.2016
საქართველოს უახლესი ისტორიისა და ტერიტორიული საზღვრების ზოგიერთი დეტალის დასაზუსტებლად ამ დარგის სპეციალისტებს ალბათ დააინტერესებთ დღევნადელ სტატიაში მოყვანილი ერთი საინტერესო ინფორმაცია, რომელიც ეხება საქართველოს საზღვრებს, გამოცხადებულს ოფიციალურად დამოუკიდებლობის დროს. ამ მასალის მოძიებაში დაგვეხმარნენ პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის თანამშრომლები.
|
მამუკა ნაცვალაძე 17.06.2016
ასპინძის ვალერიან მაღრაძის სახელობის სამუსიკო სკოლაში გაიმართა კომპოზიტორ კახა ცაბაძის შემოქმედებითი საღამო. რეგიონების კულტურული განვითარებისათვის უაღრესად მნიშვნელოვანია ცოცხალი კონტაქტები მოქმედ კომპოზიტორებთან. ამ თვალსაზრისით ეს შეხვედრა ორმხრივად ნაყოფიერი გახლდათ. ის დადებითი ემოციები, რითაც გაჯერებული იყო მთელი შემოქმედებითი საღამო, უაღრესად სასიამოვნო ატმოსფეროს ქმნიდა დარბაზში.
|
ელზა წიკლაური 16.06.2016
საქართველოში ყოველი მეშვიდე ოჯახი სურსათის შესაძენად სისტემატურად სესხულობს ფულს. გაცილებით უფრო მეტი კი, საკვებს უბნის მაღაზიებში "ნისიად" ყიდულობს. პრობლემას წარმოადგენს დაუბალანსებელი კვებაც. სპეციალისტების გათვლით, დღეს ხარისხიანი კვების პრობლემა მოსახლეობის დაახლოებით 35-40%-ს აქვს, რაც, თავის მხრივ, სხვადასხვა დაავადების მატებაში აისახება.
|
მარი ჩიტაია 16.06.2016
რძის და რძის პროდუქტების ბაზარზე კონტროლი გრძელდება. ზაფხულის დადგომისთანავე სურსათის ეროვნული სააგენტო ბაზრებს რეაგულარულად შეამოწმებს. განსაკუთრებით საკურორტო რეგიონებსა და ტრანზიტულ მაგისტრალებზე მდებარე კვების ობიექტების კონტროლი გამკაცრდება.
|
მარიამ აფციაური 16.06.2016
ადგილობრივი დამსვენებლები საკურორტო ზონაში სიძვირეს უჩივიან. როგორც ჩანს, ეკონომიკის მინისტრის რჩევა, ფასის შენარჩუნებასთან დაკავშირებით კერძო სექტორმა არ გაითვალისწინა. თავად ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ სახელმწიფო ფასის დარეგულირებას მოწოდებით არ უნდა ცდილობდეს და ამ პრობლემის მოგვარებაში კონკრეტულად უნდა ჩაერიოს. ერთ-ერთი გახლავთ სასტუმროების განთავსების გენერალური სქემა, რომელიც დღესდღეობით არ არსებობს.
|
მამუკა ნაცვალაძე 16.06.2016
ქრისტეს დაბადებამდე ქ|-ქ საუკუნეები აქემენიდური ირანის ძლევამოსილების ხანაა. იმ პერიოდის ცივილიზებული მსოფლიო, სადაც უმეტესწილად ბაბილონი, ეგვიპტე, წინა აზია მოიაზრება, ფაქტობრივად, პერსეპოლისიდან იმართება.
|