ლიკა ამირაშვილი
06.11.2015

სწავლა საზღვარგარეთ ყველა სტუდენტის ოცნებაა, თუმცა ამის ასასრულებლად დიდი ფინანსებია საჭირო - 2014 წელს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, განათლების საერთაშორისო ცენტრი შეიქმნა, რომელიც მაგისტრატურაში საზღვარგარეთ სწავლის მსურველებს სრული ან ნაწილობრივი დაფინანსების მიღების შესაძლებლობას აძლევს.

გვანცა ღვედაშვილი
06.11.2015

 მოუწესრიგებელი მიწისქვეშა გადასასვლელები ერთ-ერთი აქტუალური და პრობლემური საკითხი იყო და დღემდე არის თბილისის მცხოვრებთათვის. პრობლემას წარმოადგენს აგრეთვე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის მიწისქვეშა გადასასვლელებში პანდუსების არარსებობა.

მარიამ აფციაური
05.11.2015

 თბილისელების დიდ ნაწილს ვარდების რევოლუციის მოედანზე გიგანტური ველოსიპედის სკულპტურა, მუსიკისა და დრამის თეატრი (ე.წ. "ტრუბები"), რიყეზე შუშის ხიდი და ზოგადად ძველ თბილისში თანამედროვე სტილში შენობები არ მოსწონს. გამოკითხულთა უმეტესობა დავით აღმაშენებლის ძეგლის დიღომში გადატანასაც აკრიტიკებს. რესპონდენტების ნაწილი მიიჩნევს, რომ ძეგლი ვარდების მოედანს უნდა დაუბრუნდეს.

მარიამ აფციაური
04.11.2015

 მოსახლეობის უმეტესობა საბანკო მომსახურებით უკმაყოფილოა და აცხადებს, რომ საბანკო მომსახურების გაწევისას მომხმარებელი აუცილებელ ინფორმაციას ვერ იღებს. "რეზონანსის" რესპონდენტების თქმით, ისინი ინფორმაციას, ძირითადად, საკუთარი ინიციატივის შემდეგ იღებენ და ბანკები არსებულ პირობებს მათ შეგნებულად უმალავენ. ისინი ეროვნულ ბანკს მეტი კონტროლისკენ, რეფორმების გატარებისკენ მოუწოდებენ.

მარი ჩიტაია
03.11.2015

 ნაადრევი აცივების გამო რეგიონებში მოსავლის დაბინავება გვიანდება. ამ მხრივ განსაკუთრებით აღმოსავლეთ საქართველოში უჭირთ. გლეხების თქმით, ბოსტნეულის ნაწილი დღემდე ვერ აიღეს, ზოგან ყურძენიც დაუკრეფავი დარჩა.

ნათია ლომიძე
31.10.2015

 ქორწილი ყველა ადამიანისთვის მნიშვნელოვანი, საოცნებო და გრანდიოზული ღონისძიებაა. განსაკუთრებით ქალბატონები ამ დღეს შეიძლება ითქვას, ბავშვობიდან გეგმავენ, ოცნებობენ და გონებაში განიხილავენ ყველა დეტალს. თუ რამდენიმე წლის წინათ მხოლოდ ერთფეროვანი და ყველასთვის კარგად ნაცნობი ქორწილისთვის იყო გრანდიოზული მზადება, დღეს არჩევანი სხვადასხვაგვარია. მაგალითად, ნებისმიერ წყვილს შეუძლია, თანამედროვე ქორწილი ვიწრო წრეში, 50 მეგობრის თანხლებით აღნიშნოს, თუმცა ფინანსურად იგი ნამდვილად არ ჩამოუვარდება ტრადიციულ 200-კაციან წვეულებას.

ლიკა გურაბანიძე
31.10.2015

 მეცნიერებმა დედამიწის მოსახლეობის საერთო წონა გამოთვალეს და 287 მილიონი ტონა მიიღეს, იუწყება "ბიბისი". მკვლევარებმა, მოსახლეობის წონის მიხედვით, ყველაზე "მსუბუქი" და "მძიმე" ქვეყნები დაასახელეს. სიის სათავეში აშშ აღმოჩნდა. თუ ზრდასრული ადამიანის საშუალო წონა 62 კილოგრამია, აშშ-ში ეს მაჩვენებელი ერთი მესამედით მეტია და 80,7 კგ-ს შეადგენს.

მაკა ხარაზიშვილი
30.10.2015

კომერციული ბანკების მიერ მომხმარებელთა უფლებების დარღვევაზე ეროვნული ბანკიც ალაპარაკდა. ბანკები კლიენტს არ აცნობენ ისეთ მნიშვნელოვან ინფორმაციას, როგორიცაა კრედიტის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი, სავალუტო რისკი და ფინანსური ხარჯი. სპეციალისტები სებ-ს მოუწოდებენ, ბანკებს მის მიერ განსაზღვრული მოთხოვნების შესრულება მოსთხოვოს და მომხმარებლის უფლებების დაცვა თავადაც უზრუნველყოს.

მარიამ აფციაური
29.10.2015

 ბუღალტრის ერთ ვაკანტურ ადგილზე დასაქმების სააგენტოებში 500-600 განაცხადი კეთდება. გაყიდვების მენეჯერის, დისტრიბუტორის პოზიციაზე 200-მდე მსურველია, ხოლო სამედიცინო სფეროს 1 მიმართულებაზე 100-მდე განცხადება შედის. გამოკითხულთა უმეტესობა აცხადებს, რომ ბოლო დროს უმუშევართა რაოდენობა გაზრდილია, შესაბამისად, იმატა სამსახურის მაძიებელთა რიცხვმაც. ეს ტენდენცია დასაქმების სააგენტოს მუშაობაზე უკვე აისახა.

მარი ჩიტაია
29.10.2015

საყოფაცხოვრებო მომსახურების თითქმის ყველა სერვისი გაძვირდა. ტექნიკის შემკეთებლებმა და სანტექნიკის ხელოსნებმა მომსახურება დაახლოებით 10%-ის ფარგლებში გააძვირეს. მცირედით მოიმატა ტაქსისა და სილამაზის სალონების მომსახურების ფასმა, გაძვირდა რემონტიც. ყველა ერთხმად აცხადებს, რომ ტარიფების შეცვლის გადაწყვეტილება ლარის გაუფასურების გამო მიიღეს.

ლიკა ამირაშვილი
28.10.2015

თსუ-ს სტუდენტურ თვითმმართველობასა და ხელმძღვანელობას შორის დიალოგი შედგა. ეს უკანასკნელი მზადაა, სტუდენტების მიერ წარდგენილი 10-პუნქტიანი გეგმის განხორციელება ეტაპობრივად დაიწყოს.

მარი ჩიტაია
27.10.2015

 ესთეტიკურ ცენტრებში მომხმარებლის შენარჩუნება უჭირთ. ამ ბიზნესის წარმომადგენელთა შეფასებით, ბოტოქსზეც კი, რომელიც ბოლო დრომდე ყველაზე პოპულარული მომსახურება იყო, მოთხოვნა თითქმის აღარ არის. ზოგიერთ ესთეტიკურ ცენტრში ამბობენ, რომ ერთგული მომხმარებლები მეტ-ნაკლებად შეინარჩუნეს, მაგრამ ახალი პაციენტები აღარ ჰყავთ.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×