ნინო ქეთელაური 12.10.2015
როგორც იუსტიციის მინისტრის მოადგილე სანდრო ბარამიძემ განაცხადა, სამინისტროს 2016 წლის პრიორიტეტი ქუჩაში მცხოვრები ბავშვების პრობლემების მოგვარება იქნება. მისივე თქმით, ამ ეტაპზე საერთო ხედვა და სტრატეგია არ არსებობს, თუმცა სამინისტროს წარმომადგენლებს უკვე ჰქონდათ შეხვედრა ევროპის საბჭოს ხელმძღვანელობასთან, რომ ერთობლივი სტრატეგია შემუშავდეს და ქუჩაში მცხოვრები ბავშვების პროლემები აღმოიფხვრას.
|
თაკო მათეშვილი 10.10.2015
დიდუბის რაიონში მდებარე ერთ-ერთი ქუჩის სახელწოდება რამდენიმე თვეა მოსახლეობასა და საკრებულოს შორის დავის საგანია. ვლადიმერ ვორონინის სახელობის ქუჩა რამდენიმე თვის წინ კაპიტან ვახტანგ შანავას სახელობის გახდა, რამაც ქუჩის მცხოვრებთა უკმაყოფილება გამოიწვია. აცხადებენ, რომ დამსახურებული მეცნიერი და აკადემიკოსი რუსული გვარის გამო გაიმეტეს.
|
მარი ჩიტაია 10.10.2015
სამომხმარებლო ბაზარზე ყველი კიდევ გაძვირდა. პროდუქტის მწარმოებლები ფიქრობენ, რომ ტენდენცია გაგრძელდება და წლის ბოლომდე 1 კგ-ის ფასი 10 ლარს გადააჭარბებს, რასაც ექსპერტებიც ადასტურებენ. მათი ვარაუდით, საახალწლოდ ყველის ფასი რეკორდულ ნიშნულს მიაღწევს.
|
ნათია ლომიძე 10.10.2015
თბილისში განათების ბოძებზე სარეკლამო განცხადებების განთავსებისთვის უკვე 22 ადამიანი დაჯარიმდა. შესაბამისი გადაწყვეტილება სასამართლომ მიიღო. ზოგიერთ საზოგადოებრივ ადგილას, ასევე მიწისქვეშა გადასასვლელებში სხვადასხვა სახის პლაკატებისა და საინფორმაციო მასალების განთავსებისთვის პირველ შემთხვევაში მოქალაქე 50 ლარით დაჯარიმდება, ხოლო განმეორების შემთხვევაში, 500-ლარიან ჯარიმასაც გამოჰკრავს ხელს.
|
ლიკა ამირაშვილი 09.10.2015
მოძველებული და მცირე რაოდენობის ავტობუსები, ავარიული გზის მონაკვეთები - ეს ის პრობლემებია, რომელიც აეროპორტიდან ქალაქის ცენტრისკენ მიმავალ მგზავრებს აწუხებს. აეროპორტიდან გადაადგილება როგორც მგზავრებისთვის, ასევე აეროპორტის დასახლების მცხოვრებლებისთვის მწვავე პრობლემას წარმოადგენს,
|
გვანცა ღვედაშვილი 09.10.2015
გარემოს დაბინძურებასთან დაკავშირებით სანქციები თითქმის 9 თვეა ამოქმედდა. აღნიშნული კანონის - "ნარჩენების მართვის კოდექსის" აღსრულება თავისი კომპეტენციის ფარგლებში შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებსა და გარემოს დაცვის სამინისტროს შესაბამის სამსახურს ევალება.
|
მარიამ აფციაური 08.10.2015
საქართველოს მოქალაქეთა უმეტესობა დანაზოგის შენახვას დოლარში ამჯობინებს. ისინი ამის მიზეზად მის სიმყარეს ასახელებენ. როგორც "რეზონანსს" გამოკითხულთა ნაწილმა განუცხადა, ეროვნულ ვალუტაში თანხის შენახვა სარისკოა, რადგან კურსის ცვლილება დღეს ქვეყანაში ყოველდღიურად ხდება. რაც შეეხება ევროს, მასზე არჩევანს ძალიან ცოტა აკეთებს. თუკი ასეთი ტენდენცია გაგრძელდება, ქვეყანაში დოლარიზაციის მაჩვენებელი მოიმატებს.
|
ლიკა ამირაშვილი 08.10.2015
ქართული კერძები საკმაოდ მრავალფეროვანია და თითოეულ კუთხეს თავისი სავიზიტო კერძი აქვს. ამა თუ იმ კერძის წარმოშობაზე დავა კვლავ აქტუალურია.
|
მარიამ აფციაური 07.10.2015
შსს-ს 2013 წლის მონაცემებით, თბილისში პიკის საათის დროს, დილის 10 საათიდან 11-მდე და საღამოს 6-დან 08:30 სთ-მდე ყველაზე გადატვირთული უბნები იყო: გმირთა მოედანზე მდებარე ესტაკადა, ავლაბრის მოედანი, თავისუფლების მოედანი, ყაზბეგის გამზირისა და პეკინის ქუჩის კვეთა და "ვეფხისა და მოყმის" ძეგლის მიმდებარე ტერიტორია. დღეს ასეთი უბნების რაოდენობა გაზრდილია. "რეზონანსის" მიერ გამოკითხული რესპონდენტები აღნიშნული ადგილების პარალელურად, ყველაზე გადატვირთულ უბნებად სააკაძის მოედანს, ახმეტელის, ისნისა და სამგორის მეტროს მიმდებარე ტერიტორიას მიიჩნევენ.
|
მარი ჩიტაია 07.10.2015
მთიან რეგიონში მცხოვრები მოსახლეობისთვის 2016 წლის 1-ლი სექტემბრიდან პენსია 192 ლარამდე გაიზრდება. მთის კანონში გათვალისწინებული ცვლილებით, საპენსიო თანხა 20%-ით მოიმატებს. ამით მთავრობა მაღალმთიან რეგიონში ხალხის შენარჩუნებასა და წახალისებას ცდილობს. ცვლილება მხოლოდ მთიან რეგიონში მუდმივად მცხოვრებ პენსიონერებს შეეხებათ. ამ მხრივ თითოეული პენსიონერის სტატუსი მკაცრად გაკონტროლდება, რაზეც პასუხისმგებლობა ადგილობრივ თვითმმართველობებს დაეკისრებათ.
|
ლიკა ამირაშვილი 06.10.2015
საქართველოში ავტოსაგზაო შემთხვევების დროს დაღუპულთა რაოდენობა ევროპის ქვეყნების საშუალო დონეს ორჯერ აღემატება. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ნოდარ ჯავახიშვილის განცხადებით, საგზაო უსაფრთხოება ძალიან მნიშვნელოვანი და მტკივნეული საკითხია ზოგადად მსოფლიოს, განსაკუთრებით კი საქართველოსთვის.
|
მარიკა გოგოხია 06.10.2015
ბოლო პერიოდში აფხაზეთში ხალხის ეკონომიკური მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა. პრობლემაზე ღიად საუბრობენ რიგითი აფხაზებიც და ადგილობრივი ქართველებიც. მათი თქმით, განსაკუთრებით პერიფერიებში მცხოვრებ მოსახლეობას უჭირს, რომელთაც არც სამსახური აქვთ და არც გამართული საოჯახო მეურნეობა.
|