ლიკა ამირაშვილი 17.10.2015
სახალხო დამცველის აპარატის მიერ მომზადებული საკანონმდებლო პროექტის მიხედვით, 16 წელს მიღწეული პირების ქორწინება მხოლოდ სასამართლოს თანხმობით იქნება დასაშვები, ისიც ისეთი მიზეზის არსებობისას, როგორიცაა ორსულობა და ბავშვის დაბადება.
|
მარი ჩიტაია 17.10.2015
თბილისის 169-ე ბაგა-ბაღის ყოფილი დირექტორი პროკურატურას ბაღების მართვის სააგენტოს საქმიანობის შესწავლის მოთხოვნით მიმართავს. ფიქრია ჩახნაშვილი აცხადებს, რომ მან არ გაითვალისწინა სააგენტოს ხელმძღვანელის რეკომენდაციები თანამშრომელთა გათავისუფლების შესახებ, რასაც მისი თანამდებობიდან მოხსნა მოჰყვა.
|
მაკა ხარაზიშვილი 16.10.2015
შიდა ქართლში ვაშლის კრეფის სეზონი უვაშლოდ დაიწყო. გაზაფხულზე გორის სოფლებში ბაღების ნაწილი სეტყვამ გაანადგურა, შიდა ქართლის სხვა რაიონებში კი მოსავალი, ფაქტობრივად, არ მოვიდა. გლეხები მცენარეთა მოვლის უხარისხო საშუალებების გამოც ჩივიან და ითხოვენ, რომ მთავრობამ ამ საკითხს ყურადღება მიაქციოს.
|
ელზა წიკლაური 16.10.2015
საქართველოში შიმშილის ინდექსის მაჩვენებელი 8,5 პუნქტს შეადგენს, რაც მეზობელ აზერბაიჯანსა და სომხეთთან შედარებით დაბალია, რუსეთსა და თურქეთთთან კი - მაღალი. რუსეთში ეს ინდექსი 6,6 პუნქტს შეადგენს, აზერბაიჯანში - 10-ს, სომხეთში - 11,2-ს, თურქეთში კი - 5,1-ს. ასეთია იმ კვლევის შედეგი, რომელიც კვების საერთაშორისო ინსტიტუტმა გამოაქვეყნა. კვლევაში აღნიშნულია, რომ საქართველოში შიმშილის ინდექსის კლების ინტენსივობა საკმაოდ დაბალია.
|
ლიკა ამირაშვილი 16.10.2015
გადაშენების პირას მყოფ ცხოველთა პოპულაციის აღდგენის მიზნით საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტომ სპეციალური პროექტი დაიწყო, რომლის ფარგლებშიც ერთ-ერთი უნიკალური სახეობის, ჯეირნის შემოყვანა და გამრავლება ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიაზე მიმდინარეობს.
|
თაკო მათეიშვილი 15.10.2015
ქუჩაზე, რომლის მოსახლეობაც წლებია, უგზოოით იტანჯება, ბეტონის საფარი წვიმაში დააგეს. შედეგად, ბეტონი უზარმაზარი ტალახის მასად იქცა, რაც ხალხის გადაადგილებას შეუძლებელს ხდის. ეს ყველაფერი ნაძალადევის რაიონში, სანერგის ქუჩაზე მოხდა, რომელზეც გზის დასაგებად სამუშაოები ზაფხულის დასაწყისში დაიწყო და დასასრული ჯერაც არ ჩანს.
|
მარი ჩიტაია 15.10.2015
ბინის დაქირავებაზე მოთხოვნა შემცირდა. გარეუბნებშიც კი, სადაც ფართის დაქირავების მხრივ პრობლემა არასდროს იყო, კლიენტებს ხშირად თვეობით ელოდებიან. მოთხოვნის კლების ერთ-ერთი მიზეზი სიძვირეა. ლარის კურსის ვარდნის გამო, დამქირავებლებს ხარჯი ეროვნულ ვალუტაში მნიშვნელოვნად გაეზარდათ. ამ პროცესს ისიც ართულებს, რომ ბინებს ლარში იშვიათად აქირავებენ. რაც შეეხება გირაოს, მდგომარეობა ამ მხრივ კიდევ უფრო რთულია.
|
მარიამ აფციაური 14.10.2015
მოსახლეობის დიდი ნაწილი ზამთრისთვის ვერ ემზადება. მიზეზი ფინანსებია. ისინი ბოლო დროს განვითარებული ეკონომიკური ცვლილებების ფონზე, კრიზისს განიცდიან, რადგან ხარჯი გაეზარდათ და შემოსავალი იგივე დარჩათ. თუკი ადრე ყოველთვიურად აღებული თანხა კომუნალურ გადასახადებს, პროდუქტებს და სხვა სახის ოჯახისთვის საჭირო ხარჯს ყოფნიდა, ახლა იმის ნახევარსაც ვეღარ ყიდულობენ.
|
ელზა წიკლაური 14.10.2015
მთავრობა და პარლამენტი პენსიის ზრდისთვის ფინანსურ წყაროს ეძებენ. დეპუტატები მიიჩნევენ, რომ ბიუჯეტის პროექტით პენსიის გაზრდის რესურსი ნამდვილად არსებობს, ფინანსთა სამინისტროში კი აცხადებენ, მომატება შესაძლებელი მაშინ გახდება, თუ გადაწყდება, რომ სხვა მიმართულებით ხარჯი შემცირდეს. ამ დროისთვის გადაწყვეტილია, რომ სექტემბრიდან მთაში მცხოვრებთათვის პენსია 192 ლარამდე გაიზრდება. იმ შემთხვევაში, თუ ბარში მცხოვრებთა პენსიაც მოიმატებს, ეს ბიუჯეტს 1 წლის განმავლობაში 100 მლნ ლარი დაუჯდება.
|
ელზა წიკლაური 13.10.2015
ელექტროენერგიისა და პირველადი მოხმარების პროდუქციის გაძვირების გამო ზამთარში ერთი რიგითი ოჯახის ხარჯი, ზაფხულთან შედარებით, 100-დან 150 ლარამდე გაიზრდება, წინა წლის ზამთართან შედარებით კი - 45-60 ლარით. სპეციალისტების თქმით, გაძვირებული ცხოვრება მძიმედ აისახება მოსახლეობაზე და გამორიცხული არ არის, მათი ყოფითი პირობები კიდევ უფრო გაუარესდეს.
|
მარი ჩიტაია 13.10.2015
ნიგვზის ფასი წელს რამდენჯერმე შეიცვალა და ყოველთვის გაძვირებისკენ. დედაქალაქის სამომხმარებლო ბაზრებსა და რეგიონებში 1 კგ ნიგოზი 30 ლარის ფარგლებშია, თუმცა წინა კვირას ფასმა ერთბაშად მოიმატა და 35 ლარს გადააჭარბა. რეგიონებში ამბობენ, რომ კარგი მოსავლით არც წლევანდელი სეზონი გამოირჩევა, თუმცა, შარშანდელთან შედარებით, ამ მხრივ აშკარად უკეთესი მდგომარეობაა.
|
მარი ჩიტაია 13.10.2015
კახეთის ერთ-ერთი დიდი სოფლის, პატარძეულის მოსახლეობის ნაწილი უწყლოდაა. ამის გამო სოფლის მცხოვრებლებს წლობით ვერ მოჰყავთ ბოსტნეული და სხვა სახეობის სამეურნეო კულტურა, რაც მათ ფინანსურ მდგომარეობაზეც აიახება. ხალხს ამ სოფელში უკიდურესად უჭირს, მათი სიტყვებით რომ გადმოვცეთ - პატარძეული უპერსპექტივოა.
|
|