ნატა გიორგაძე
17.11.2015

 თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის გარკვეულ მონაკვეთზე ძლიერი წვიმის დროს გადაადგილება, პრაქტიკულად, შეუძლებელია. ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ასეთი პრობლემის წინაშე არაერთი მძღოლი აღმოჩნდა. ადიდებული მდინარისა და სამშენებლო სამუშაოების გამო, ცენტრალური მაგისტრალი დაიკეტა, მძღოლებს კი ქუთაისამდე ჩასასვლელად თერჯოლიდან შემოვლითი გზით სარგებლობა უწევდათ. გზის აღნიშნული მონაკვეთი იმდენად დაზიანებული იყო, რომ მძღოლები თავბედს იწყევლიდნენ.

მარი ჩიტაია
17.11.2015

პროფესიული გადამზადების მიმართ მოთხოვნა გაზრდილია. განსაკუთრებით დიდია ინტერესი ბუღალტერიისადმი, რომლის შესასწავლად მსურველებს ყველაზე მეტი თანხის გადახდა უწევთ.

ნინო ქეთელაური
14.11.2015

 მძღოლი, რომელიც ქვეითს ზებრა გადასასვლელზე გზას არ დაუთმობს, 20 ლარით ჯარიმდება. ამის შესახებ საზოგადოებისთვის ახლახან გახდა ცნობილი. შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მძღოლის მხრიდან ქვეითისთვის გზის არდათმობას კამერები არ აფიქსირებს და აღნიშნული დარღვევის შემჩნევა და შესაბამისად, დაჯარიმებაც საპატრულო პოლიციას ეკისრება.

ელზა წიკლაური
14.11.2015

 საქართველოს ფარმაცევტული ბაზრის თითქმის 70% ჯენერიკ მედიკამენტებს უკავია, თუმცა მიუხედავად ამისა, ქვეყანაში წამლების ფასი თითქმის ყოველკვარტალურად იზრდება. ჯანდაცვის მინისტრის მოლოდინიც, რომ ჯენერიკების იმპორტის ზრდა წამლებს მნიშვნელოვნად გააიაფებდა, არ გამართლდა. სპეციალისტების ამბობენ, რომ მედიკამენტები გაიაფება მხოლოდ მას შემდეგ მოხდება, რაც ქვეყანა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მითითებას გაითვალისწინებს. ორგანიზაციის სპეცბაზაში შეყვანილი მედიკამენტები ბაზარზე მხოლოდ 5%-იანი ნამატით უნდა გაიყიდოს.

ლიკა გურაბანიძე
14.11.2015

 კვლევებით დამტკიცებულია, რომ ცურვა ადამიანის სასიცოცხლო ციკლს ახანგრძლივებს. სამხრეთ კაროლინაში 32 წლის მანძილზე მიმდინარეობდა კვლევა, რომელშიც სულ 40,547 ადამიანი გამოიკითხა. კვლევის შედეგად დადგინდა, რომ იმ ადამიანების სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, რომლებიც სისტემატურად ცურავენ, უფრო მაღალია, ვიდრე მათი, ვინც სისტემატურად დარბის, ხშირად სეირნობს სუფთა ჰაერზე, ან საერთოდ არ ვარჯიშობს.

მარიკა გოგოხია
13.11.2015

 კლინიკებში მედპერსონალის ხელფასებთან დაკავშირებით პრობლემა მოუგვარებელია. მიუხედავად იმისა, რომ ჯანდაცვის რეფორმებისთვის ქვეყანაში მილიონობით ლარი იხარჯება, მდგომარეობა დიდად არ გამოსწორებულა. როგორც ჩანს, ექიმებს კუთვნილი ხელფასის მისაღებად გაფიცვა ხშირად სჭირდებათ. კლინიკების ადმინისტრაცია ამას არ აღიარებს, მაგრამ პრობლემა რეალურად არსებობს.

ლიკა ამირაშვილი
12.11.2015

 გაეროს გავშვთა ფონდის რეკომენდაციით, შესაძლოა, ხორბლის ფქვილის რკინითა და ფოლიუმის მჟავით გამდიდრება სავალდებულო გახდეს. ამასთან დაკავშირებით საკანონმდებლო პაკეტი უკვე მომზადებულია და ინიცირებას ელოდება. სპეციალისტების თქმით, ამ კომპონენტების ნაკლებობა ადამიანის ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის, განსაკუთრებით ორსულებსა და ბავშვებს. ის იწვევს უმძიმეს პათოლოგიებს, მათ შორის გონებრივ და ფიზიკურ განვითარებაში ჩამორჩენას.

ელზა წიკლაური
12.11.2015

 ჰაერის შემცველობაში დამაბინძურებელი ნივთიერებების რაოდენობა თითქმის მთელი საქართველოს მასშტაბით დასაშვებ ნორმას 4-ჯერ აჭარბებს, რაშიც 72% ავტომობილების გამონაბოლქვზე მოდის. არასამთავრობოები ამბობენ, რომ მდგომარეობა საგანგაშოა და აუცილებელია, მთავრობამ ამ მიმართულებით იაქტიუროს. პრობლემას აღიარებენ გარემოს დაცვის სამინისტროშიც, თუმცა, მათი აზრით, ჰაერის დაბინძურების მხრივ საგანგაშო მდგომარეობა ნამდვილად არ არის.

მარიამ აფციაური
12.11.2015

გიდების კვალიფიციურობასთან ერთად, ტურისტულ კომპანიებს ფინანსური კრიზისი აწუხებს. ნაწილი, განსაკუთრებით ისინი, რომლებიც შიდა ტურებზე მუშაობდნენ, დაიხურა კიდეც. ტურისტულ კომპანიებთან ერთად, ბაზარზე არსებულ პრობლემებზე "რეზონანსთან" სპეციალისტებმაც ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ, პირველ რიგში, უნდა მოხდეს კვლევა, თუ როგორ მოარგონ ტურისტული პაკეტი ვიზიტორის მოთხოვნებს. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აქტიურად მუშაობს ხარისხის გაუმჯობესებაზე. მათ სხვადასხვა რეგიონებში გიდების, კერძო სექტორის წარმომადგენლების დატრენინგება დაიწყეს.

მარი ჩიტაია
10.11.2015

 ეგვიპტის საგზურებზე მოთხოვნა ერთ კვირაში 25-30%-ით შემცირდა. ტურისტულ კომპანიებში აცხადებენ, რომ რამდენიმე შეკვეთა გაუუქმდათ. დამსვენებლების არცთუ მცირე ნაწილმა კი ეგვიპტეში მოგზაურობაზე უარი თქვა. შესაძლოა, ქართველმა ტურისტებმა მომავალში მეტი სიფრთხილე გამოიჩინონ, რამდენადაც ავიაკასასტროფას სულ ახლახან ტერაქტის კვალიფიკაცია მიენიჭა.

ნათია ლომიძე
07.11.2015

 შემოდგომის დადგომასთან ერთად, სულ უფრო მოთხოვნადი ხდება ნაქსოვი ტანსაცმელი, აქსესუარები, ჩანთები და სხვა ნივთები, რომელიც წელიწადის ამ დროს ესადაგება. ბოლო პერიოდში ბევრი ადამიანია საკუთარი ხელით იმზადებს ტანსაცმელს და სხვა პატარ-პატარა ნივთებს. ზოგი უკვე მოხალისის სტატუსს გასცდა და ბიზნესიც წამოიწყო. ნაწარმის რეკლამირებას სოციალური ქსელის მეშვეობით ეწევიან და საკმაოდ სარფიანადაც ყიდიან.

ლიკა გურაბანიძე
07.11.2015

 XX საუკუნის 70-იან წლებში ამერიკელმა ექიმებმა იმ ვარჯიშების სია გამოაქვეყნეს, რომლებიც ყველაზე სასიკეთო გავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობაზე, აუმჯობესებს გუნება-განწყობას, ზრდის ორგანიზმის გამძლეობას, რაც განსაკუთრებით გულ-სისხლძარღვთა და სასუნთქი სისტემის მდგომარეობაზე აისახება, ასევე სხეულის წონას აბალანსებს და ხელს ნერვული სისტემის ფუნქციის განმტკიცებასა და ნორმალიზებას უწყობს. ამ სიში პირველი ადგილი სირბილმა დაიკავა. აღმოჩნდა, რომ სირბილი ყველა ზემოთ აღნიშნულს მოიცავს.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×