მარი ჩიტაია
21.11.2015

 ხორცპროდუქტების ეტიკეტირების წესი მკაცრდება. მეწარმეების ვარაუდით, ეტიკეტზე შემადგენლობის ზუსტი მითითება რეალიზაციას გააუმჯობესებს, რადგან მომხმარებელს არჩევანის მეტი შესაძლებლობა ექნება. ახალი ვალდებულების შემოღებას მწარმოებელთა უმეტესობა ერთსულოვნად უჭერს მხარს.

ლიკა გურაბანიძე
21.11.2015

 როჩესტერის უნივერსიტეტის მეცნიერებმა აღმოაჩინეს მიზეზი, რატომ სჭირდება ჩვენს ტვინს ძილი კარგი ფუნქციონირებისათვის. აღმოჩნდა, რომ როცა ჩვენ გვძინავს, ტვინს აქვს დრო, თავი დღის განმავლობაში დაგროვილი ზედმეტი ინფორმაციისაგან გაასუფთავოს.

ლიკა ამირაშვილი
20.11.2015

 საქართველოში ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში შობადობამ მოიმატა, თუმცა მოსახლეობის საერთო რაოდეონობაში ცვლილება მაინც არ შეინიშნება. ოფიციალური მონაცემების მიხედვით, 1989 წლის შემდეგ ქვეყანაში მოსახლეობა მილიონ 700 ათასით შემცირდა. სპეციალისტების თქმით, მოსახლეობის შემცირება მიგრაციის ხარჯზე მიმდინარეობს.

მაკა ხარაზიშვილი
20.11.2015

პოსტსაბჭოთა ქვეყნებს შორის ქართველი მამაკაცები პენსიაზე ყველაზე გვიან - 65 წლის ასაკში გადიან. ამასთან, ქართველი პენსიონერები პენსიის სიდიდითაც დაჩაგრულები არიან. სპეციალისტების განცხადებით, 160 ლარს პენსია მხოლოდ პირობითად შეიძლება ვუწდოთ, ვინაიდან თავისი არსით იგი უფრო სოციალური დახმარებაა, რომელიც ასაკოვანი ადამიანის ფიზიკურ გადარჩენასაც ვერ უზრუნველყოფს.

მარი ჩიტაია
20.11.2015

ქართულ ბაზარზე წარმოდგენილ კვების პროდუქტებში გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შემცველობა, ფაქტობრივად, არ დასტურდება. მიუხედავად იმისა, რომ სპეციალისტების უმეტესობას, არასამათავრობო სტრუქტურების წარმომადგენლებს, პარლამენტარებს გმო-ს შემცველი პროდუქტების სიჭარბეში ეჭვი არ ეპარებათ, ლაბორატორიული ნიმუშების პასუხი საპირისპიროზე მეტყველებს.

ვახტანგ შამუგია
19.11.2015

გარდატეხის ასაკში მოზარდების ხასიათი იცვლება, მათი ნაწილი ხდება აგრესიული და დისკრიმინაციისადმი მიდრეკილი, რაც შეიძლება ირგვლივ მყოფებისადმი ნეგატიური დამოკიდებულებით გამოიხატოს. ყველაზე ნათლად ეს სკოლებში, კერძოდ კი მაღალ კლასებში იკვეთება, სადაც ათობით მოზარდი დღის მნიშვნელოვან ნაწილს ერთად ატარებს. ყველა მათგანი ინდივიდუალურია და განსხვავებული, რაც ხდება ეთნიკური, რელიგიური, ურბანული, კუთხური, სოციალური, ფიზიკური მონაცემებისა თუ სხვა მიზეზებით თანატოლთა მხრიდან რომელიმე მათგანის ჩაგვრის მაპროვოცირებელი.

მარიამ აფციაური
19.11.2015

 საგზაო მოძრაობის წესების დარღვევა, მძღოლის, ფეხით მოსიარულეების დაუდევრობა, პატრულის თანამშრომლების არაპროფესიონალიზმი და საქმისადმი გულგრილი დამოკიდებულება - ის მიზეზებია, რაც, რესპონდენტების აზრით, ავტოსაგზაო შემთხვევებს იწვევს. ბოლო დროს ასეთმა ფაქტებმა იმატა. ამაზე მეტყველებს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკური მონაცემებიც.

მარი ჩიტაია
19.11.2015

 რეგიონებში მდებარე საჯარო სკოლები შეშით ტყეკაფების გვერდის ავლით მარაგდება. არასამთავრობო ორგანიზაციების ვარაუდით, სკოლებისთვის ხეები, შესაძლოა, საკარმიდამო ნაკვეთებზე იჭრებოდეს, რაზეც ნებართვას საკრებულო გასცემს. გარემოსდამცველები აცხადებენ, რომ სასწავლო დაწესებულებებში გაურკვეველი წარმომავლობის შეშა შედის.

ლიკა ამირაშვილი
18.11.2015

 ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, საქართველოში ყოველწლიურად ხუთ წლამდე ასაკის 700-მდე ბავშვი იღუპება. ამასთანავე, არც მეტი, არც ნაკლები, ნახევარი მილიონი ქალი და ბავშვი კი არასრულფასოვნად იკვებება.

გვანცა ღვედაშვილი
18.11.2015

 ქარმა, გადაუღებელმა წვიმებმა და თოვლმა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში საკმაოდ დიდი ზარალი მიაყენა მოსახლეობას. მან ერთნაირად დააზარალა როგორც აღმოსავლეთი, ისე დასავლეთი საქართველო.

მარიამ აფციაური
18.11.2015

 თბილისელების დიდი ნაწილი პროდუქციის ყიდვისას უპირატესობას ქართულს ანიჭებს. შემდეგ მოდის ევროპული და რუსული. "რეზონანსის" მიერ ჩატარებულმა მცირე გამოკითხვამაც დაადასტურა, რომ ეროვნული პროდუქტის მიმართ დიდი ინტერესი მისდამი მეტი სანდოობით არის გამოწვეული. როგორც აღმოჩნდა, მომხმარებლის აზრს იზიარებს კერძო სექტორის ნაწილიც და იმპორტირებულ ნაწარმს თანდათან ქართულით ანაცვლებს.

მაკა ხარაზიშვილი
17.11.2015

 74 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, 18 საკრედიტო კავშირი, 1000-ზე მეტი ლომბარდი და ასეულობით მცირე სესხის გამცემი დაწესებულება - ეს არის უკონტროლო ფინანსური ბაზრის ნაწილი, რომლის მონაწილეები დღეში რამდენჯერმე ურეკავენ, "ესემესებს" უგზავნიან ადამიანებს და სესხს სთავაზობენ. არ არსებობს უახლესი კვლევა, რომელიც დაადგენდა, რამდენად რისკის შემცველია ამდენი უკონტროლო საფინანსო ორგანიზაცია ქვეყანაში, რა ზღვარს უახლოვდება ე.წ. ჭარბვალიანობის კოეფიციენტი. ეს არის პრობლემა, რომელიც შეიძლება ერთ დღეს ბუმერანგივით დაატყდეს ისედაც გაღატაკებულ ქვეყანას.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×