ნინო ქეთელაური
26.10.2015

 სოციალურ ქსელში მიმართვა გავრცელდა, რომლის ადრესატები არიან პრეზიდენტი, პარლამენტი, კულტურის სამინისტრო, საპატრიარქო და საპარლამენტო პარტიები. მიმართვის ავტორები ითხოვენ, რომ საქართველოში, ისევე როგორც მსოფლიოს უამრავ ქვეყანაში, აღინიშნებოდეს ეროვნული სამოსის დღე.

ნათია ლომიძე
24.10.2015

 ბოლო რამდენიმე წელია თბილისელები ცხოვრების ჯანსაღ წესს მისდევენ და სპორტული დარბაზები დიდი სისწრაფით ივსება. რთული სათქმელია ვარჯიშით დაინტერესებული ადამიანები მართლაც სპორტული აზარტით არიან შეპყრობილნი თუ ფიტნეს დარბაზებში სიარული, უბრალოდ, ბოლო პერიოდის მოდაა.

მარი ჩიტაია
24.10.2015

დასაქმების სააგენტოებში ვაკანსიების რაოდენობა და შრომის ანაზღაურება შემცირებულია. არსებული მონაცემით, ერთ გამოცხადებულ ვაკანსიაზე დამსაქმებლის მიერ მითითებული სახელფასო თანხა 600-700 ლარს არ აღემატება, როცა ორიოდე თვის წინ ეს მაჩვენებელი 1000 ლარს აღწევდა.

მარიკა გოგოხია
24.10.2015

 სურსათის უვნებლობაზე საკვების კონტროლი ადეკვატური ჯერაც ვერ გახდა. ქვეყნის მასშტაბით ხარისხის პრობლემაა ყველგან - დაწყებული ბაზრებით და ჰიპერმარკეტებით დამთავრებული. დარღვევა ამჯერად "კარფურში" ბავშვთა კვების პროდუქტში აღმოაჩინეს, რითაც კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ კვების უსაფრთხოება ბაზრებისა და მცირე სუპერმარკეტების მასშტაბს სცილდება.

ნინო ქეთელაური
23.10.2015

თბილისის მიწისქვეშა გადასასვლელების მოსაწესრიგებლად მერიამ ერთ მილიონ ლარზე მეტი გამოყო - სულ 24 მიწისქვეშა გადასასვლელი განახლდება. სამუშაოებს მერიის დაქვემდებარებაში მყოფი კომპანია "უძრავი ქონება-თბილისი" ასრულებს, რომელმაც მუშაობა 2015 წლის 24 აგვისტოს დაიწყო.

მარი ჩიტაია
23.10.2015

 რეგიონებში შეშა არ გაძვირებულა, მაგრამ მიუვალი ტყეკაფების გამო, ხალხს შეშის დამზადება წელსაც უჭირს. დღესდღეობით ძნელად მოიძებნება სოფელი, სადაც შეიძლება შეშის საკმარისი მარაგი ჰქონდეთ.

მარიამ აფციაური
22.10.2015

 დასაქმებულთა დიდი ნაწილი ჩივის, რომ ბოლო პერიოდში მათი სამუშაო პირობები გაუარესდა. გაიზარდა დატვირთვა და სამუშაო დრო. ისინი ამ ფაქტს ფინანსური კრიზისით ხსნიან, რომელიც ეროვნული ვალუტის გაუფასურებამ გამოიწვია. ხალხი და მათთან ერთად საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება შრომის პირობების გაუმჯობესებას ითხოვს.

მარიამ აფციაური
21.10.2015

 ბოლო დროს, ცხოველთა დამცველების აქტიური კამპანიის შედეგად, შინაური ცხოველების მიმართ დამოკიდებულება შეიცვალა. "რეზონანსის" მიერ ჩატარებულმა მცირე კვლევამ აჩვენა, რომ გაიზარდა იმ ოჯახების რაოდენობა, სადაც ოთხფეხა მეგობრები ჰყავთ. ჩვენ თბილისის მასშტაბით სულ 100 ადამიანი გამოვკითხეთ. აქედან უმეტესობამ განაცხადა, რომ სახლში (ქალაქის პირობებში) შინაური ცხოველი ჰყავთ. ნაწილს აქვს სურვილი ყოლის, თუმცა მოვლის დრო და სახსრები არ გააჩნია.

ელზა წიკლაური
20.10.2015

 ზამთრის სეზონზე მოსახლეობის უმრავლესობა ხელფასის 45%-ს კომუნალურ გადასახადებში ხარჯავს, დარჩენილი 55% კი კვებაში, მედიკამენტებში, ჩაცმასა თუ სხვა მოთხოვნილებისთვის უნდა იკმაროს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ზამთარში ერთმა ჩვეულებრივმა ოჯახმა ან დენისა და ბუნებრივი აირის მოხმარება უნდა შეამციროს, ან კიდევ საკვებისა და წამლების ხარჯი მკვეთრად შეზღუდოს.

ელზა წიკლაური
20.10.2015

 "გარდაცვლილი პაციენტის ოჯახის წევრები ექიმებს გულგრილობაში ადანაშაულებენ და მათ წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას ითხოვენ", "პაციენტს შეცდომით უმკურნალეს, რის შემდგომაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა" - ასეთი ფაქტები არა მარტო ქართულ, არამედ მსოფლიო მედიცინის ისტორიაში მუდმივადაა. საბოლოო ჯამში კი ექიმების დაუდევრობას პაციენტები ეწირებიან, არასწორი მკურნალობა კი ზოგჯერ ლეტალური შედეგითაც სრულდება. ეს კი ხშირად მათ დაბალ პროფესიულ დონეზე მიუთითებს.

მარიკა გოგოხია
20.10.2015

 ბოლო დროს ქვეყანაში წარმოქმნილი სოციალური და ფინანსური პრობლემები სკოლის მოსწავლეების ყოფაზეც აისახა. მშობლების უმეტესობა არ მალავს, რომ მათ სკოლისთვის საჭირო ნივთების სრულად შეძენა ვერ შეძლეს. მათი თქმით, უფასო სახელმძღვანლოები რომ არ ჰქონოდათ, კატასტროფულად მძიმე სიტუაციაში აღმოჩნდებოდნენ.

ლიკა ამირაშვილი
19.10.2015

  კონცერტი, ბაზრობები და ხალხური რეწვის ნაწარმის გამოფენა-გაყიდვა, ტრადიციულ სამოსში ჩაცმული მსახიობები, კულინარიის ფესტივალი, სპორტული მარათონები და სოფლის ნობათი - ასე აღნიშნა დედაქალაქმა ტრადიციული თბილისობა.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×