ლიკა ამირაშვილი
28.11.2015

 გორის რაიონში, სოფელ ვარიანში მცხოვრები გიორგი ნიბლაძე, შესაძლოა, არასრულწლოვან მეუღლესთან სქესობრივი ურთიერთობის გამო დასაჯონ. საქმე ისაა, რომ წყვილის საეკლესიო ქორწინების დროს გოგონა არასრულწლოვანი იყო, რაც კანონით დასჯადია. აღნიშნული ფაქტი პროკურატურისთვის მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც მათ შვილი შეეძინათ.

ნინო ქეთელაური
28.11.2015

ვარკეთილის მოსახლეობა ხელით გაშენებული ხე-ნარგავების შესაძლო გაჩეხვასა და ამ ტერიტორიაზე სამშენებლო ნებართვის გაცემას აპროტესტებს. მათი თქმით, მე-2 რიგის, მე-4 მიკრო-რაიონის მე-4 კორპუსის გამწვანებული ეზოს ტერიტორიაზე სამშენებლო ნებართვის გაცემა იგეგმება და მოუწოდებენ მერიას, რომ სამშენებლო და ხე-ნარგავების ჭრის ნებართვა არ გასცეს.

ნათია ლომიძე
28.11.2015

 ლარის გაუფასურებამ დიდი ფინანსური ზარალი მიაყენა მათ, ვისაც კრედიტები უცხოურ ვალუტაში აქვს აღებული. ვალუტის დევალვაცია მათთვის ძალიან ძნელი გადასატანი შეიქნა. საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, ბანკებს სესხების 67%-ს სწორედ უცხოურ ვალუტაში გასცემენ. ხალხის რაოდენობა, რომელსაც კრედიტი დოლარში აქვს აღებული, 530 ათასს შეადგენს.

ლიკა გურაბანიძე
28.11.2015

 ყინულიან წყალში ბანაობის ტრადიცია მრავალ საუკუნეს ითვლის. ჯერ კიდევ ძველი რომაელი ექიმი კორნელიუს ცელსიუსი ცივ წყალს უნივერსალურ თვისებებს მიაწერდა და სხვადასხვა დაავადებათა პროფილაქტიკისათვის საუკეთესო საშუალებად თვლიდა.

ლიკა ამირაშვილი
27.11.2015

 მოსახლეობა ქუჩის ძაღლების გაზრდილ რაოდენობას უჩივის, მიუხედავად იმისა, რომ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო მიუსაფარი ძაღლების შემოწმებასა და აღწერას ახორციელებს.

მარი ჩიტაია
27.11.2015

 მოსალოდნელი გაიაფების ნაცვლად, მომხმარებელს წამლები გაუძვირდა. ეროვნული ვალუტა მეტ-ნაკლებად სტაბილურია და, წესით, ფასის ზრდა არ უნდა გამოეწვია. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ჯანდაცვის მინისტრი მუდმივად აცხადებს, რომ საქართველოში წამალი გაიაფდება, მაგრამ რეალურად პირიქით ხდება.

ნინო ქეთელაური
27.11.2015

საქართველოში ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანთა რიცხვი დაახლოებით 100 000-ია. როგორც ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის სოციალური რეაბილიტაციის განყოფილების უფროსი ლალი წულეისკირი "რეზონანსთან" საუბრისას ამბობს, ამის მიზეზი არასტაბილური სოციალურ-ეკონომიური და პოლიტიკური მდგომარეობა, ასევე, კატაკლიზმები, ომი, ძალადობა და სტრესული სამუშაო გარემოა.

მარი ჩიტაია
26.11.2015

ტერაქტებისა და პოლიტიკური დაძაბულობის გამო, ევროპისა და ეგვიპტის მიმართულებით ტურისტული საგზურების დაჯავშნის ოდენობა 50%-ით შემცირდა. კლება კიდევ გაგრძელდება და დამსვენებლების დიდი უმეტესობა მგზაურობისგან თავს შეიკავებს. ასეთ შემთხვევაში ტურისტული კომპანიებისთვის ერთ-ერთი გამოსავალი ძვირადღირებულ კურორტებზე აქცენტირებაა. საქართველოს კი შიდა ტურიზმზე გადართვა მოუწევს.

მარიამ აფციაური
25.11.2015

 თბილისის მერიის ინიციატივას უკანონო შენობა-ნაგებობების დემონტაჟთან დაკავშირებით რესპონდენტების უმეტესობა დადებითად აფასებს. მათი აზრით, ასეთი გადაწყვეტილება დედაქალაქის იერსახეზე დადებითად იმოქმედებს, თუმცა მხოლოდ მსგავსი მეთოდები მდგომარეობას ვერ გამოასწორებს. საქმე ისაა, რომ ქალაქის დამახინჯება ხშირად "კანონიერად" არის მომხდარი. თბილისელების დიდი ნაწილი ფიქრობს, რომ აუცილებელია მშენებლობის დაწყებამდე ლიცენზიის, ნებართვის გაცემის წესის ცვლილება და გამკაცრება.

მარი ჩიტაია
25.11.2015

ოფიციალურ სტატისტიკას, რომელიც მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სულადობას ასახავს, ვეტერინარების ნაწილი პრინციპულად ემიჯნება. სპეციალისტები ფიქრობენ, რომ ოფიციალურ მონაცემებში ცდომილებაა.

მარი ჩიტაია
24.11.2015

 სამომხმარებლო ბაზრებში სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების დეფიციტი შეიმჩნევა. ახალი წლის შემდეგ ადგილობრივ პროდუქტს იმპორტირებული მასობრივად ჩაანაცვლებს. მოვაჭრეები ამბობენ, რომ გარკვეული მარაგი საახალწლოდ შემოინახეს და იანვრის მეორე ნახევრიდან უცხორი ნაწარმის გაყიდვაზე გადავლენ.

ელზა წიკლაური
24.11.2015

 თბილისის მერია ავტოპარკის განახლებას აპირებს. უკვე ცნობილია, რომ 2016 წლის ზაფხულიდან თბილისში გაზზე მომუშავე ახალი ავტობუსები გამოჩნდება. ასეთივე პროექტის განხორციელებას გეგმავენ ბათუმშიც. შავი ზღვისპირა ქალაქში ბელარუსში წარმოებული ავტობუსები იმოძრავებენ, რომლებიც ბუნებრივი აირის მოხმარებაზე იქნება გათვლილი.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×