ელზა წიკლაური
25.09.2015

 საქართველოში ჰიბრიდული ავტომობილების იმპორტზე, შესაძლოა, საგადასახადო შეღავათები დაწესდეს. კანონპროექტი უკვე მზადაა და თუკი დეპუტატები ამ ინიციატივას გაითვალისწინებენ, შეღავათი 2016 წლიდან ამოქმედდება. პარალელურად კი, უმსხვილესი ავტოიმპორტიორები მარჯვენასაჭიანი მანქანების იმპორტზე სპეციალური რეგულაციების დაწესებას ითხოვენ.

მარიამ აფციაური
25.09.2015

ნაგვის დაყრაზე, ღამის საათებში ხმაურზე, ლუდის დალევასა და სხვა მსგავს ქმედებაზე დაწესებულ საკანონმდებლო ცვლილებებს თბილისელთა უმეტესობა ეჭვით უყურებს. მათი აზრით, დაწესებული თუ გამკაცრებული სანქციების ამოქმედება რეალურად არ ხდება. რამდენიმემ ამის დასამტკიცებლად საკუთარი მაგალითი მოიყვანა, როცა საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისას, საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებში ალკოჰოლური სასმელის მიღების შემთხვევაში და ნაგვის დაყრისას საპატრულო პოლიცია არ რეაგირებს.

მარიამ აფციაური
24.09.2015

 თბილისელების ნაწილი ცენტრალურ უბნებში მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების მშენებლობას ეწინააღმდეგება. ისინი ჩაბეტონებული ქალაქის ნაცვლად, გამწვანებულ თბილისს ითხოვენ. ნაკლებად კატეგორიულნი არიან სპეციალისტები. მათი განცხადებით, უნდა მოხდეს სწორედ ადგილის შერჩევა და მშენებლობის შედეგად გამწვანებას, კულტურულ მემკვიდრეობას და ქალაქის იერსახეს საფრთხე არ უნდა ექმნებოდეს.

ელზა წიკლაური
23.09.2015

 საქართველოში, მიუხედავად ეკონომიკური მაჩვენებლის ზრდისა და არაერთი სოციალური პროგრამისა, სიღარიბის დაძლევა ვერაფრით ხერხდება. 2007 წელთან შედარებით, 2014 წელს სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის რაოდენობა 54,7%-ით გაიზარდა. სტატისტიკოსების თქმით, ბოლო ორი წლის განმავლობაში მოსახლეობის გაღარიბება შემცირების ტენდენციით ხასიათდებოდა, თუმცა წლევანდელმა ეკონომიკურმა მოვლენებმა - ლარის გაუფასურებამ, გაძვირებულმა პროდუქციამ და გაზრდილმა კომუნალურმა ტარიფებმა, შესაძლოა, სიტუაცია ისევ საწინააღმდეგოდ შეატრიალოს.

ელზა წიკლაური
22.09.2015

ფინანსურმა კრიზისმა მოსახლეობის საკმაოდ დიდ ჯგუფზე ნეგატიური გავლენა უკვე მოახდინა. ზოგმა ტანსაცმლის შეძენაზე თქვა უარი, ზოგმა საკვების ყიდვაზე, ზოგმაც კომუნალური ხარჯი შეამცირა. მათ, ვისაც ჯერჯერობით დღემდე არც ერთი პროდუქტის შეძენა/მოხმარება არ შეუმცირებია, ხარჯი მნიშვნელოვნად გაეზარდათ.

მარი ჩიტაია
22.09.2015

მოსწავლეებისა და აბიტურიენტებისთვის სხვადასხვა საგანში მომზადების საფასურმა მოიმატა. მოთხოვნამაც შედარებით იკლო და მშობლები პედაგოგებთან შვილების ტარებას დამამთავრებელი კლასიდან არჩევენ, რათა შეძლებისდაგვარად მოამზადონ ეროვნული გამოცდებისთვის.

ნინო ქეთელაური
22.09.2015

რამდენიმე დღეა, ონლაინ სივრცეში გამოჩნდა პეტიცია სახელწოდებით - "აიკრძალოს მათხოვრობა მეტროში". პეტიციის ადრესატი თბილისის საკრებულო, თბილისის მერია და თბილისის სატრანსპორტო კომპანია.

მარი ჩიტაია
22.09.2015

 საოჯახო სასტუმროების მფლობელების ინფორმაციით, ლარის გაუფასურებამ ტურისტულ სეზონზე ძალიან იმოქმედა. დამსვენებლების დიდმა ნაწილმა დაგეგმილი შვებულების ხანგრძლივობა შეამცირა. მიუხედავად იმისა, რომ სტატისტიკამ ტურისტების ზრდა დააფიქსირა, ადგილობრივები წლევანდელი შედეგით უკმაყოფილონი არიან.

გვანცა ღვედაშვილი
21.09.2015

მთავრობა კერძო დაგროვებითი საპენსიო სისტემის ჩამოყალიბებას აპირებს, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში, მომავალი თაობის პენსიონერებს მაღალი საპენსიო შემოსავლით უზრუნველყოფს. როგორც "მთელ კვირასთან" საუბრისას საპენსიო რეფორმის უფროსმა ოთარ ძიძიკაშვილმა განაცხადა, აღნიშნულ რეფორმაზე გადასვლა 2017 წლიდან დაიწყება.

იაგო ნაცვლიშვილი
21.09.2015

 ათენი

ევროპული ცივილიზაციის დედაქალაქში ვარ, ათენში. გეზი ომონიისკენ ავიღე, ქართველ ემიგრანტებთან შესახვედრად ვემზადები. ეს არის ადგილი, სადაც შეგიძლიათ, ნახოთ ემიგრანტები სხვადასხვა ქვეყნიდან.

ნათია ლომიძე
19.09.2015

 წყლის გამაცხელებლებისა და ცენტრალური გათბობის გამწოვი მილებიდან გამოსული გამონაბოლქვი მოსახლეობაში პანიკის საგნად იქცა. მათი აზრი ორად გაიყო. ზამთრის სეზონის მოახლოებასთან ერთად, ეს საკითხი სულ უფრო მეტად აქტუალური ხდება. გათბობის კომპანიები და კერძო მემონტაჟეები კი ამტკიცებენ, რომ პანიკის საფუძველი არ არსებობს, რადგან მსგავსი ტიპის მოწყობილობები სავსებით უსაფრთხოა, შესაბამისად, გამონაბოლქვიც პრობლემას არ წარმოადგენს.

მარი ჩიტაია
19.09.2015

ბინის ქირაზე მოთხოვნა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, განახევრდა. პასიურობენ სტუდენტებიც. სავალუტო კრიზისიდან გამომდინარე, მათ იაფფასიანი ბინის დაქირავებაც უჭირთ. მართალია, ქირის ფასი ცოტათი შემცირდა, თუმცა ამან ვითარება ოდნავადაც ვერ გამოასწორა. ამ მხრივ გარეუბნებში ცოტა უკეთესი მდგომარეობაა, ხოლო ცენტრალურ უბნებში მოთხოვნა თითქმის აღარ არის.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×