ია აბულაშვილი
16.06.2016

 ჩვენს მკითხველს, ვფიქრობთ, განსაკუთრებით დააინტერესებს იმ დოკუმენტური მასალის გაცნობა, რომელსაც საბჭოთა იდეოლოგია 70 წლის მანძილზე საგულდაგულოდ მალავდა.

ვახტანგ შამუგია
16.06.2016

ბოლო მონაცემებით, უმუშევრობის დონე საქართველოს ახალგაზრდობაში 30% აღწევს, რაც არასახარბიელო მონაცემია. რა არის ამ პრობლემის მიზეზი და როგორ შეიძლება მისი მოგვარება?

ლიკა ამირაშვილი
15.06.2016

 წელს პირველად აბიტურიენტები ეროვნული გამოცდებს (1-22 ივლისი) ნახევრად ელექტრონულ ფორმატში ჩააბარებენ, რაც იმას ნიშნავს, რომ ტესტებს კომპიუტერში გაეცნობიან, პასუხებს კი ფურცლებზე აღნიშნავენ - აბიტურიენტთა საერთო რაოდენობა 40 ათასამდეა, ხოლო ადგილების რაოდენობა 44 ათასია.

მარიამ აფციაური
15.06.2016

 "ვარგისია მართვის მოწმობის მისაღებად" - ასეთი ცნობის აღება შეუძლია ყველას, ჯანმრთელს, ფსიქიკურად გაუწონასწორებელს, ნარკოტიკზე დამოკიდებულს და სუსტი მხედველობის პატრონსაც კი. "რეზონანსის" მიერ ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ კლინიკები დარღვევით მუშაობენ და მართვის მოწმობისთვის, ე.წ. "ფსიქოს" ყოველგვარი შემოწმების გარეშე გასცემენ. გამოდის, რომ არ ვიცით, ვის ეკუთვნის თვალის ასახვევად გაცემული ფარატინა ქაღალდი და ვინ მართავს მანქანას. ეს არის მთავარი მიზეზი, რის გამოც გამოკითხულთა უმეტესობა ამტკიცებს, რომ ავტომობილები "მოსიარულე ნაღმებს" წარმოადგენს.

ია აბულაშვილი
15.06.2016

 თუ რა ბრძოლა უხდებოდა საქართველოს მოწინავე საზოგადოების წარმომადგენლებს თავისუფლებადაკარგული საქართველოს აღსადგენად და რამდენჯერ გაიტანეს საქართველოს საკითხი მრავალ საერთაშორისო კონფერენციაზე, ამის შესახებ ბევრი დაწერილა და მომავალშიც დაიწერება.

ელზა წიკლაური
14.06.2016

 საქართველოში რძის პროდუქტების წარმოებაში რძის ფხვნილის წილი დაახლოებით 80%-ს შეადგენს. მართალია, მისგან მიღებული ნაწარმი მავნე არ არის, თუმცა არც სასარგებლოა. პრობლემას მცენარეული ცხიმი წარმოადგენს, რომელსაც რძეს, ხაჭოს, არაჟანს თუ სხვა ნაწარმს ცხიმიანობის გასაზრდელად უმატებენ. მცენარეული ცხიმი კი შეიცავს ტრანს-იზომერებს, იგივე ტრანს-ცხიმებს, რაც ადამიანის ჯანმრთელობას დიდ ზიანს აყენებს.

თაკო მათეშვილი
14.06.2016

 თუ თქვენ მწეველი ბრძანდებით, 2018 წლის პირველი იანვრიდან კაფეებში, რესტორნებში, ბარებში, სალონებში, სასტუმროებსა და ზოგადად ყველგან, სადაც დახურული სივრცე და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილია, სიგარეტის მოწევა აგეკრძალებათ. ეს მხოლოდ სპეციალურად გამოყოფილ ადგილებზე იქნება დასაშვები.

ელზა წიკლაური
14.06.2016

 საქართველო საშუალო პენსიის რაოდენობით რეგიონსა და ევროპის ქვეყნებს შორის ერთ-ერთ ბოლო ადგილზეა. ჩვენთან ასაკობრივი პენსია, საშუალოდ, 75 დოლარს შეადგენს, რაც მოლდოვას მაჩვენებელს მხოლოდ 15 დოლარით, უკრაინისას კი 10 დოლარით აღემატება. მართალია, პირველი ივლისიდან ქვეყანაში საშუალო პენსია 180 ლარამდე (დაახლოებით 85 დოლარი) იზრდება, თუმცა ელემენტარული მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად ესეც არ არის საკმარისი. იმისათვის, რომ პენსიონერმა იარსებოს, დღევანდელი ფასების გათვალისწინებით, პენსია 300-320 ლარი უნდა იყოს.

მარი ჩიტაია
14.06.2016

სულ რამდენიმე დღეა, რაც აფხაზეთში ტურისტული სეზონი გაიხსნა. დასვენების საფასური სასტუმროებში 700 რუბლიდან (დაახლოებით 23 ლარი) იწყება. კერძო სექტორში ეს საფასური კიდევ უფრო ნაკლებია. ხშირია ისეთი შემთხვევაც, როცა დამსვენებლები, ძირითადად, რუსეთისა და უკრაინის მოქალაქეები, ქართველთა სახლებს ქირაობენ. ადგილობრივების ინფორმაციით, ამ მომსახურებაში ისინი 500-600 რუბლს იღებენ, თუმცა კეთილმოწყობილ სახლებში ბინები დღეში 700-800 რუბლადაც ქირავდება.

მარი ჩიტაია
14.06.2016

 საცურაო აუზებზე გაზრდილი მოთხოვნის მიუხედავად, დედაქალაქის მოსახლეობის ნახევარზე მეტი ამ მომსახურებით ვერ სარგებლობს. ცურვის შესაძლებლობას მოკლებული არიან ბავშვებიც, არადა, მათი ჯანმრთელობისთვის აუზზე სიარული ხშირად აუცილებელიც კია.

ლიკა გურაბანიძე
13.06.2016

 გარდამავალ ასაკში (13/17 წელი ბიჭებისთვის, 12/16 წელი გოგონებისთვის) მთელი რიგი ცვლილებები ხდება მოზარდების ფიზიკური და ფსიქიკური განვითარების თვალსაზრისით. მოზარდის მიერ მისი ფიზიკური და გონებრივი განვითარების, სქესობრივი მომწიფების გაცნობიერებას მოჰყვება საკუთარი თავის უკვე მოწიფულ ადამიანად წარმოდგენა.

მამუკა ნაცვალაძე
13.06.2016

 მსოფლიო ისტორიაში არცერთ პიროვნებას არ ღირსებია იმდენი პატივი და პოპულარობა, როგორც ალექსანდრე მაკედონელს, კაცს, რომელმაც ძვ. წ-აღ-ის |ქ ს-ის 30-იან წლებში ისე ააფორიაქა მსოფლიო, რომ იმჟამინდელ ამბებსა და მოვლენებს დღესაც საარაკოდ იხსენებს განათლებასთან წილნაყარი ყველა ქვეყნისა და კონტინენტის საზოგადოება.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×