ნინო ქეთელაური
13.06.2016

 მღვიმეები, კანიონები, ჩანჩქერები, ტბები, კლდოვანი მასივები - ეს იმ ბუნებრივი ძეგლების მცირე ჩამონათვალია, რომელიც ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. აღმოჩნდა, რომ ხარაგაული ბუნებრივი ძეგლების სიუხვითა და მრავალფეროვნებით გამოირჩევა, ადგილობრივმა თუ უცხოელმა ტურისტებმა კი ამის შესახებ ბევრი არაფერი იციან.

სალომე სარიშვილი
11.06.2016

 შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტსა (IBSU) და გაზეთ "რეზონანსს" შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმი მიზნად ისახავს IBSU-ს ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტების გამოცემასთან ურთიერთობის გაღრმავებას, გაზეთში სტაჟირების გავლასა და მათ პრაქტიკულ საქმიანობაში ჩართვას.

მამუკა ნაცვალაძე
11.06.2016

 აქემენიდურმა ირანმა გამორჩეული კვალი დაამჩნია მსოფლიო ისტორიის განვითარებას. ძვ. წ-აღ-ის VI-IV საუკუნეებში მსოფლიო მოდის კანონმდებელი ქვეყანა მანამადე უპრეცედენტო სიდიდის მსოფლიო იმპერიად ჩამოყალიბდა. აქ პოლიტიკური პროცესები დუღდა, რაც ადამიანურ ვნებებზე იყო გადახლართული.

ნათია ლომიძე
11.06.2016

 რამდენად ზრუნავენ ადამიანები ჯანსაღ გარემოში ცხოვრებაზე? აღმოჩნდა, რომ მათი ნაწილი გარკვეულ დროს უთმობს ამ საკითხს, ნაწილს კი მიაჩნია, რომ ჯანსაღი გარემო თავისთავად იქმნება და ხელშეწყობა არ სჭირდება. ვისთვისაც გარემოს მოვლა მნიშვნელოვანია, ისინი ცდილობენ გარშემომყოფებიც ჩართონ თავიანთ წამოწყებულ საქმეში და უფრო ფართო მასშტაბი შესძინონ მას. ასეთი პირობების მისაღებად საჭიროა ხალხი გაუფრთხილდეს უკვე არსებულს და იზრუნონ მის გიძლიერებაზე, მაგალითად, დარგონ ხეები და არ გაჩეხონ ტყე, შეამცირონ გამონაბოლქვი, მოერიდონ ელექტროენერგიის ზედმეტ ხარჯვას და იზრუნონ სისუფთავეზე.

მარი ჩიტაია
09.06.2016

 საქართველოში ავტომობილების რაოდენობა საოცარი სისწრაფით მატულობს. ბოლო მონაცემებით, მანქანების რაოდენობა ქვეყანაში 1,2 მლნ-ს აღწევს. წლის დასაწყისში ეს მაჩვენებელი 1,1 მლნ-ს არ აღემატებოდა. ბუნებრივია, ამ სტატისტიკაში იგულისხმება გაჩერებული და ამორტიზებული მანქანებიც, რომლებიც საერთო ავტოპარკის დაახლოებით 10%-ს შეადგენს.

მარიამ აფციაური
09.06.2016

 სასწავლო პროგრამა, გადაჭედილი კლასები, გაუმართავი ინფრასტრუქტურა - მშობლების აზრით, უამრავი მიზეზია, რის გამოც ბავშვები სათანადო განათლებას ვერ იღებენ. კრიტიკულია ყველა რესპონდენტის შეფასება. მათი აზრით, საქართველოში განათლების დონე სულ უფრო უარესდება. გამოკითხულთა დიდი ნაწილი ეფექტური სისტემის შემუშავებისა და ამოქმედების აუცილებლობაზე საუბრობს.

მამუკა ნაცვალაძე
09.06.2016

 1453 წლის 29 მაისმა კარდინალურად შეცვალა მსოფლიო ისტორია. კონსტანტინოპოლის დაცემით ახალი ერა დაიწყო. ამ მოვლენამ სულ სხვა რელსებზე გადააწყო ის ტენდენციები, რითაც იმ პერიოდის ევროპის კულტურული, ეკონომიკური და პოლიტიკური ცხოვრება იღებდა საზრდოს. კარგად ჩანდა ოსმალეთი ბიზანტიაზე არ შეჩერდებოდა, უახლოეს ხანში მისი სამიზნე თავად ევროპა გახდებოდა.

ია აბულაშვილი
08.06.2016

მსოფლიოში ერთ-ერთ უძველეს თბილისის ბოტანიკურ ბაღს 375 წლის ისტორია აქვს, რომელიც მე-17 საუკუნის პირველი ნახევრიდან იღებს სათავეს.

სალომე სარიშვილი
08.06.2016

 სპეციალურად "რეზონანსისთვის" ბათუმიდან

სავსე სასტუმროები და კაფე-ბარები, ტურისტთა განსაკუთრებული სიმრავლე ბათუმის ქუჩებში და გრანდიოზული მუსიკალური სანახაობა საოცრებათა მოედანზე - ასე გაიხსნა წლევანდელი სეზონი აჭარაში. ამ ყველაფერს კი ხიბლს ამერიკულ პოპ-ბენდი Maroon 5 მატებდა, რომელიც ბათუმს 7 ივნისს, პროექტ "ჩექინჯორჯიას" ფარგლებში სტუმრობდა.

თიკო ოსმანოვა
08.06.2016

  მომღერალ სოფო ნიჟარაძეს დიდ საკონცერტო დარბაზში ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის პროექტ "იქს-ფაქტორის" დასრულებისთანავე თავს დაესხნენ. მოულოდნელად სცენაზე უცნობი მამაკაცი აიჭრა და მომღერალს სახეში მუშტი დაარტყა. შსს-მ ეჭვმიტანილი უკვე დაჰკი-თხა, თუმცა გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, დეტალებს არ ახმაურებს.

ელზა წიკლაური
08.06.2016

 საქართველოში რომ მომხმარებლების უფლებები დაცული არ არის, ეს ძველი ამბავია, თუმცა ის, რომ მსოფლიოში ცნობილი ბრენდული მაღაზიები კლიენტებს, ახლის ნაცვლად, მეორად ტექნიკას მიჰყიდიდნენ, ამ დრომდე ძნელად დასაჯერებელი იყო. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ასეთი ფაქტი "აიფონ პლუსში" უკვე გამოავლინა და კომპანიაში დოკუმენტაციის შესწავლას შეუდგა. "აიფონ პლუსი" კი ბრალდებას უარყოფს და საგამოძიებო სამსახურს არასწორი ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს.

მარიამ აფციაური
08.06.2016

 ლარი მყარდება და მყარდება ხალხის ფინანსური მდგომარეობა - ასეთი შეფასება გააკეთეს რესპონდენტებმა ბოლო დროს სავალუტო ცვლილებასთან დაკავშირებით. "რეზონანსის" მიერ ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი თავს შედარებით სტაბილურად გრძნობს. სწორედ ეს გახდა ზოგიერთისთვის მეტი ხელგაშლილობის მიზეზი. ნაწილმა მიმდინარე პროცესი სხვაგვარად შეაფასა და აღნიშნა, რომ ეროვნული ვალუტის გამყარებას მათ შემოსავალსა და ხარჯზე გავლენა არ მოუხდენია.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×