ელზა წიკლაური 07.06.2016
გადატვირთულმა მოძრაობამ და ავტომანქანების გამონაბოლქვმა, მშენებლობამ და ამასთან ერთად, მწვანე საფარის განადგურებამ ბოლო წლებში დედაქალაქის გარემო ძალიან დააბინძურა. ამის გამო მნიშვნელოვნადაა მომატებული ისეთი დაავადებების რიცხვი, როგორიცაა სიმსივნე, გულისხლძარღვთა და სასუნთქი გზების ნოზოლოგიები. ბოლო 12 წლის განმავლობაში სხვადასხვა ავადმყოფობის ზრდის მაჩვენებელმა 200%-საც გადააჭარბა. სპეციალისტები განგაშის ზარს სცემენ და მთავრობას სასწრაფო რეაგირებისკენ მოუწოდებენ.
|
მარი ჩიტაია 07.06.2016
ბოლო წლებში რეგიონებში ინტერნეტზე მოთხოვნა საგრძნობლად გაიზარდა. მომხმარებელი ამ მომსახურებაში 5-10%-ით მეტს იხდის იმასთან შედარებით, ვიდრე ინტერნეტის მომხმარებელი თბილისში. ამასთან, საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში ხალხი ჩივის, რომ ინტერნეტი დაბალი სიჩქარით მიეწოდება, რასიც საკმაოდ ძვირს იხდის. ინტერნეტის საფასური რეგიონებში 25 ლარიდან იწყება და ხარისხის შესაბამისად, 100 ლარამდე მატულობს.
|
მარი ჩიტაია 07.06.2016
E60 ჩქაროსნული გზატკეცილის უსაფრთხოება სათანადოდ დაცული არ არის. პრობლემას დიდწლად, როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტში განმარტავენ, მოძრაობის წესების მიმართ განათლების დაბალი დონე ქმნის. გარდა ამისა, ხშირია დაუდევრობა, რომელსაც ავტომაგისტრალით მოსარგებლე მძღოლები და ქვეითად მოსიარულეებიც იჩენენ.
|
ნინო ქეთელაური 06.06.2016
მოზარდთა საზაფხულო ბანაკებისთვის ამ დრომდე არანაირი სტანდარტები არ არსებობს. როგორც სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში ამბობენ, ბანაკების სტანდარტების შესახებ კანონპროეტი უკვე მზადაა და თუ ამ მოწვევის პარლამენტი დაამტკიცეს, 2017 წლისთვის ამოქმედდება. თუმცა, კანონში მხოლოდ ზოგადი ჩანაწერი იქნება, ხოლო კონკრეტულ სტანდარტებს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი მას შემდეგ გამოსცემს, რაც კანონი დამტკიცდება.
|
მამუკა ნაცვალაძე 06.06.2016
თამარის გამეფება დღემდე რჩება საქართველოს ისტორიის ერთ-ერთ სადავო და საჩოთირო თემად. ყ|| ს-ის შუა ხანებისას დაწყებული სამეფო კარის ინტრიგები დასრულდა იმით, რომ გიორგი |||-მ არნახული სისასტიკე ჩაიდინა, საკუთარ ძმისშვილ დემნას, რომელსაც მეფობაზე კანონიერი პრეტენზია გააჩნდა, თვალები დასთხარა და დაასაჭურისა, ერთი წლის შემდეგ კი ტახტზე თავისი 12 წლის ქალიშვილი თამარი აიყვანა თანამესაყდრედ.
|
ნათია ლომიძე 04.06.2016
ტურისტულ უბნებში განთავსებული სუვენირების მაღაზიები მეპატრო-ნეები რეალიზაციით უკმაყოფილონი არიან, ხოლო ტურისტები, თავის მხრივ მაღალ ფასებს უჩივიან. ქალაქში და რეგიონებში დაგეგმილი ექსკურსიების დასრულების შემდეგ ტურისტების მთავარ საზრუნავად სუვენირების, ქართული ღვინის, ჩურჩხელისა და სხვადასხვა ტრადიციული პროდუქტების შეძენა ხდება. თუმცა, როგორც ისინი აცხადებენ, ბოლო დროს საგრძნობლად გაზრდილი ფასის გამო, ხშირად უწევთ უარის თქმა სამახსოვრო ნივთებსა და ეროვნულ პროდუქტზე.
|
მაკა ხარაზიშვილი 04.06.2016
საქართველოში მოსახლეობის ერთი ნაწილი ეკონომიკის წამყვან დარგად სოფლის მეურნეობას მიიჩნევს და მისი სურვილია, ამ დარგში დასაქმდეს. "საერთაშორისო გამჭვირვალობას" კვლევის ეს შედეგები არ უკვირს და მიიჩნევს, რომ თვითდასაქმებულთა დიდი ნაწილი ისედაც სოფლის მეურნეობაშია ჩაბმული და მათი სურვილია, რომ ამ დარგის განვითარების ხარჯზე შემოსავალი გაეზარდოთ.
|
მარი ჩიტაია 04.06.2016
საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ხეები მასობრივად ხმება. საფრთხეშია როგორც ფოთლოვანი, ასევე წიწვოვანი მცენარეები, რამდენიმე ჯიშის ხე კი განადგურების ზღვარზეა. სპეციალისტების შეფასებით, ხეების ხმობა, დიდწილად, კლიმატური პირობებით არის გამოწვეული, ხშირ შემთხვევაში კი, ადამიანის დაუდევრობას უკავშირდება.
|
მამუკა ნაცვალაძე 04.06.2016
კონსტანტინე დიდი, რომის იმპერატორი, რომელმაც ქრისტიანულ სამყაროს არტახები ახსნა და სულ სხვა განზომილებაში გადაიყვანა, რაოდენ პარადოქსულიც უნდა იყოს, საკმაოდ წინააღმდეგობრივი ხასიათის გახლდათ. მარტო ის რად ღირს, რომ მოკლა უფროსი შვილი კრისპა და ძმისშვილი ლიცინიუს უმცროსი, დაახრჩო ფაუსტა - თავისი მეორე ცოლი, რომელთანაც ექვსი შვილი ჰყავდა...
|
ელზა წიკლაური 03.06.2016
საქართველოში ბავშვთა სიღარიბე ისევ ერთ-ერთ მთავარ პრობლემად რჩება. გაეროს ბავშვთა ფონდის მონაცემებით, 2013 წელს იმ ბაშვების რაოდენობა, რომლებიც დღეში 5 ლარზე ნაკლებს მოიხმარენ, დაახლოებით 225 ათასს შეადგენდა. ახალ მონაცემებში, რომელსაც ორგანიზაცია დაახლოებით ერთ თვეში გამოაქვეყნებს, შესაძლოა, ეს ციფრი შემცირებულიც იყოს. "რეზონანსის" გათვლებით, ასეთი ბავშვების რიცხვი 214 ათასის ფარგლებში იქნება.
|
ლიკა ამირაშვილი 02.06.2016
საქართველოში 5 წლამდე ბავშვთა სიღარიბე და სიკვდილიანობა კვლავ მნიშვნელოვან პრობლემად რჩება - ამის შესახებ სახალხო დამცველის ანგარიშშია ნათქვამი, რომლის პრეზენტაციაც გუშინ, ბავშვთა საერთაშორისო დღეს გაიმართა. გაეროს ბავშვთა ფონდის, იუნისეფის მონაცემებით კი ქვეყანაში ყოველი მეოთხე ბავშვი საარსებო მინიმუმის ქვემოთ ცხოვრობს.
|
მამუკა ნაცვალაძე 02.06.2016
დრო ყველაფერს ისტორიის საცერში ატარებს, რჩება ის, რაც ნაღდია, ნაყალბევსა და გამოგონილ ამბავს კი თავისი ადგილი მიეჩინება. ეს სწორედ პროფესიონალ ისტორიკოსთა წყალობით ხდება, რომელნიც ურთიერთსაპირისპირო წყაროებსა და მასალებს ერთმანეთს აჯერებენ და ასე არკვევენ - რა არის ნაყალბევი, ანდა კონიუნქტურის შედეგი და რა არის რეალობა.
|
|