ელზა პაპოშვილი
01.06.2016

 სიღნაღის თეატრის დასის 8 წევრი, რომლებიც გასტროლებზე კანადაში იმყოფებოდნენ, იქ სამუშაოდ დარჩა. თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის, მურად ვაშაკიძის ინფორმაციით, დასმა საერთაშორისო ფესტივალზე მიიღო მონაწილეობა, სადაც ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით გაემგზავრნენ.

მარიამ აფციაური
01.06.2016

 თბილისის ზღვაზე, ლისისა და კუს ტბაზე დამსვენებელთა რაოდენობა უკვე მატულობს. რესპონდენტების ნაწილი ამის მიზეზად ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას ასახელებს. გამოკითხულთა უმეტესობა კი წყლისა და ამასთანავე ზოგიერთ ადგილას სანაპირო ზოლის სიბინძურეზე ამახვილებს ყურადღებას. ზოგიერთმა ისიც არ იცის, რომ ყოველთვე, განსაკუთრებით სეზონის დადგომასთან ერთად უსაფრთხოებისთვის წყლის სინჯების აღება ხორციელდება.

ელზა წიკლაური
31.05.2016

 საქართველოში ღარიბი ფენის ხარჯი შემოსავალს 60%-ით აღემატება, საშუალო ფენისა კი - 10-20%-ის ფარგლებში მერყეობს, რაც იმას ნიშნავს რომ ორივე ამ კატეგორიას ყოველთვიურად ოჯახის სარჩენად ფული აკლდება და ვალი ეზრდება. ეს 2014 წლის კვლევის შედეგია, 2015 წელს კი, როგორც ეკონომისტები ამბობენ, ლარის დევალვაციამ სიტუაცია კიდევ უფრო დაამძიმა და გამორიცხული არ არის, რომ ეს მაჩვენებელი უფრო მაღალი იყოს.

მარიამ აფციაური
31.05.2016

 კერძო სკოლების ნაწილმა, შესაძლოა, სწავლის საფასური კიდევ გაზარდოს. სასწავლებელში ფასთა მატების მიზეზს არ განმარტავენ, თუმცა არ მალავენ იმას, რომ ბოლო დროს გადასახადი 10%-ით გააძვირეს. სწავლის ღირებულების მზარდ ტენდენციაზე საუბრობენ არასამთავრობო ორგანიზაციაშიც. მათი თქმით, შარშანდელის მსგავსად მომავალ სასწავლო წელსაც გადასახადი ისევ გაიზრდება.

მამუკა ნაცვალაძე
30.05.2016

 აქემენიდთა იმპერიამ გამორჩეული კვალი დააჩნია ძველი მსოფლიოს ისტორიის მსვლელობას. ძვ. წ-აღ.-ის ქ| საუკუნის შუახანებიდან ყალიბდება იმდროინდელი სამყაროსათვის მეტად უჩვეულო სახელმწიფო, რომელმაც სამი საუკუნე გაძლო და რომ არა ბერძენ-სპარსელთა ომში დასავლეთის წარმატება, შეეძლო რადიკალურად შეეცვალა დღევანდელი მსოფლიო.

ვახტანგ შამუგია
30.05.2016

 მეორე მსოფლიო ომის დროს გერმანული არმიის ნაწილებმა საქართველოში შემოსვლა ვერ შეძლეს. თუმცა ალბათ ცოტამ თუ იცის, რომ შავი ზღვის, პირა ქართული ქალაქები, სოხუმი, ფოთი, ბათუმი და გუდაუთა ნაცისტური ავიაციისა და წყალქვეშა ნავების სამიზნეში იყო და რამდენიმეჯერ სასტიკად დაიბომბა.

ელზა წიკლაური
28.05.2016

უიმედო მსესხებლებს, შესაძლოა, საფინანსო სექტორის მიმართ არსებული დავალიანება ჩამოეწეროთ, "იღბლიანის" ბედს თავად კომერციული ბანკი გადაწყვეტს. სწორედ ამას ითვალისწინებს უიმედო ვალების პატიებასთან დაკავშირებული კანონპროექტი, რომელიც პარლამენტმა უკვე მეორე მოსმენით მიიღო.

ელზა წიკლაური
28.05.2016

 საქართველოში უმუშევრობის დონე ბოლო 12 წლის მინიმუმზეა. სტატისტიკური მონაცემებით, დღეს დაუსაქმებელი შრომისუნარიანი მოსახლეობის მხოლოდ 12%-ია, უმუშევრობის მაჩვენებელი ამაზე დაბალი მხოლოდ 2003 წელს იყო, მაშინ ეს რიცხვი 11,5%-ს შეადგენდა. მიუხედავად ამისა, დღემდე პრობლემად რჩება თვითდასაქმებულთა და დაქირავებით დასაქმებულთა თანაფარდობა. თუ ევროპაში 85 დაქირავებით დასაქმებულზე 15 თვითდასაქმებული მოდის, საქართველოში ეს თანაფარდობა დაახლოებით 30/70-ზეა.

მამუკა ნაცვალაძე
28.05.2016

 1453 წლის 29 მაისი გარდამტეხი აღმოჩნდა ცივილიზებული კაცობრიობის ისტორიაში. ბიზანტიის იმპერიის დაცემამ მთლიანად შეცვალა მსოფლიო ისტორია. ეს არ იყო ერთი ჩვეულებრივი ქალაქის დაცემა. მაჰმადიანურმა გარემოცვამ მთლიანად გადაკეტა უმნიშვნელოვანესი სავაჭრო მაგისტრალი, რომელიც დასავლეთსა და აღმოსავლეთს აკავშირებდა ერთმანეთს. სწორედ ამ მოვლენის შემდეგ დაიწყო ალტერნატიული საზღვაო გზის ძებნა, რაც, თავის მხრივ, ახალი გეოგრაფიული აღმოჩენებით დაგვირგვინდა.

ლიკა გურაბანიძე
27.05.2016

 მსოფლიოს მასშტაბით წელიწადში დაახლოებით 25 მილიარდი დოლარის თამაშები იყიდება - ამ მასშტაბების მიღწევას 41 წელი დასჭირდა, მას შემდეგ, რაც პირველი კომერციული ვიდეოთამაში გამოჩნდა. კვლევებით დადგენილია, რომ ბავშვები ყველაზე ხშირად თამაშობენ: სპორტულ, სტრატეგიულ და ბრძოლების ამსახველ კომპიუტერულ თამაშებს და საკმაოდ იშვიათად-შემეცნებითს, რომლებიც სპეციალურად მათთვისაა შექმნილი.

ნინო ქეთელაური
27.05.2016

 საქართველოს დამოუკიდებლობის 25-ე წლისთავი წვევამდელების ფიცის დადებით გაიხსნა და საზეიმო ღონისძიებებით გაგრძელდა. თავისუფლების მოედანზე წარმოდგენილი იყო სამხედრო ტექნიკა, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების მთავარი საბრძოლო ტანკი "აბრამსი" და საბრძოლო მანქანა "ბრედლი".

ლიკა ამირაშვილი
27.05.2016

 ჰაერის ტემპერატურა საშიშ ზღვარს უახლოვდება - 2016 წელი გაერომ ყველაზე ცხელ წლად გამოაცხადა. მომავალი 12 თვის განმავლობაში ტემპერატურა ახალ რეკორდს დაამყარებს და აქამდე არსებულ ყველა მონაცემს გადააჭარბებს. ქართველი მეტეოროლოგები მაღალ, თუმცა ევროპასთან შედარებით რბილ ტემპერატურას საქართველოშიც პროგნოზირებენ.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×