მარი ჩიტაია 26.05.2016
დასაქმების სააგენტოებში სეზონური ვაკანსიების რაოდენობა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, გაორმაგდა, ხოლო შრომის ანაზღაურება თითქმის არ შეცვლილა. ყველაზე მეტი მოთხოვნა ტურიზმს უკავშირდება და ამ მხრივ ბათუმი ტრადიციულად ლიდერობს. დასაქმების სააგენტოების წარმომადგენელთა ინფორმაციით, დასაქმების დიდი ნაწილი სასტუმრო-რესტორნებზე მოდის. რაც შეეხება დედაქალაქს, ვაკანსიების უმეტესობა სავაჭრო სექტორს უკავშირდება.
|
მარიამ აფციაური 26.05.2016
ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვა სულ უფრო აქტუალური და ამასთანავე რთული ხდება. ამის მიზეზია გადატვირთული სამუშაო გარემო, ფინანსების, დროისა და ჯანსაღი პროდუქტების სიმცირე, სწრაფი კვების ობიექტების სიმრავლე, მძიმე ეკოლოგიური მდგომარეობა. "რეზონანსის" მიერ ჩატარებულმა მცირე გამოკითხვამ აჩვენა, რომ ბოლო რამდენიმე წელია, ჯანსაღი ცხოვრების წესით სულ უფრო მეტი ადამიანი ინტერესდება. უმეტესობა ამას ფიზიკური დატვირთვით, ნაწილი კი სწორი კვებით ახერხებს. ზოგიერთი ცდილობს, საცხოვრებლად ეკოლოგიურად სუფთა გარემო შეარჩიოს.
|
მამუკა ნაცვალაძე 26.05.2016
1915 წელი იდგა... დღევანდელი დედაუნივერსიტეტის შენობაში, მაშინ რომ ლაზარეთად ქცეულიყო, ვაჟა-ფშაველა თავის უკანასკნელ დღეებს ითვლიდა...
|
მარიამ აფციაური 25.05.2016
ეროვნული ვალუტის გამყარებას რესპონდენტების ნაწილი ვერ გრძნობს და აცხადებს, რომ იმავე ხარჯს ეწევიან, რაც ლარის გაუფასურების პერიოდში ჰქონდათ. ზოგიერთი კი ამტკიცებს, რომ სავალუტო ცვლილებამ მათ ჯიბეზე დადებითი გავლენა უკვე იქონია. ისინი ამას ზოგიერთ საკვებ პროდუქტზე, ჰიგიენურ საშუალებებზე, საწვავზე ფასის კლებით ხსნიან. უმეტესობა კი სარგებელს ბანკთან მიმართებაში ნახულობს. ფასის კლებაზე საუბრობენ მოვაჭრეებიც. ბოლო რამდენიმე დღეა, ზოგიერთ პროდუქტზე ცვლილება შეინიშნება.
|
ელზა წიკლაური 24.05.2016
ადგილობრივ წარმოებაში გაყინული იმპორტირებული ხორცის გამოყენება პიკზეა. რესტორნები, სწრაფი კვების ობიექტები და ნახევარფაბრიკატების მწარმოებელი საწარმოები სწორედ იმპორტირებულ ხორცს იყენებენ. ზუსტი სტატისტიკა იმის შესახებ, თუ რა წილი უჭირავს გაყინულ ხორცს ადგილობრივ წარმოებაში, არ არსებობს, თუმცა ძალიან მაღალი რომ არის, ამაზე იმპორტის მუდმივი ზრდა მეტყველებს. უხეში გათვლებით, ადგილობრივ წარმოებაში გაყინული ხორცპროდუქტების წილი 60%-ს აღემატება.
|
ლიკა ამირაშვილი 23.05.2016
თბილისის აეროპორტიდან ქალაქის მიმართულებით გადაადგილება მოუგვარებელ პრობლემად რჩება. ერთადერთი ავტობუსი, რომელიც აეროპორტიდან ქალაქის ცენტრისკენ მოძრაობს, მოცულობით მცირე ზომისაა და არსებულ მოთხოვნილებას ვერ აკმაყოფილებს.
|
მამუკა ნაცვალაძე 23.05.2016
საით მივყავართ ისტორიის სათავეებს? რა საიდუმლოებებს ინახავს ერთი შეხედვით უტყვი და მდუმარე ძეგლები? ამ თითქოსდა აბსტრაქტულ თემაზე არაერთხელ მიფიქრია, განსაკუთრებით მაშინ, მესხეთში, ახალციხიდან ასპინძისაკენ მიმავალ გზაზე ამაყად მდგარი სალი კლდეებისათვის რომ შემივლია თვალი.
|
ლიკა გურაბანიძე 23.05.2016
უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში, განსაკუთრებით საგანგაშო მდგომარეობაა ეკოლოგიურად სუფთა საკვებთან დაკავშირებით. მედიკოსების თქმით, ადამიანის ჯანმრთელობაზე ყველაზე დიდ ნეგატიურ გავლენას მავნე საკვები ახდენს.
|
ია აბულაშვილი 23.05.2016
დიდი რისკის ფასად, მაგრამ ქართულ ემიგრანტულ ჟურნალ გაზეთებში მაინც ქვეყნდებოდა საკუთარი კორესპონდენტების მიერ ოკუპირებულ საქართველოდან მიღებული ინფორმაციები, რომლებიც ამხელდნენ ბოლშევიკების მიერ საქართველოში ყოველგვარი ეროვნულის წინააღმდეგ მიმართულ აქციებს.
|
ლიკა ამირაშვილი 21.05.2016
ვარდების მოედანს, შესაძლოა, ძველი სახელწოდება - რესპუბლიკის მოედანი - დაუბრუნდეს. ამ ინიციატივით საკრებულოს იურიდიული კომისიის თავმჯდომარე თევდორე კობახიძე სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარეს ლია ჯახველაძეს მიმართავს. თუმცა, როგორც "რეზონანსისთვის" გახდა ცნობილი, საკრებულოში ძველი სახელის დაბრუნების გარდა, სხვა ვარიანტებიც განიხილება, როგორიცაა "დავით აღმაშენებლის მოედანი" და "9 მაისის მოედანი".
|
მარიამ აფციაური 21.05.2016
"ქალაქი - ბიბლიოთეკა", პატრიარქის ინიციატივა შაბათის წიგნის დღედ დაწესების შესახებ - წიგნიერების დონის ასამაღლებლად დაწყებული პროექტების რიცხვი სულ უფრო მატულობს. რესპონდენტთა ნაწილი ფიქრობს, რომ ასეთ წამოწყებას შედეგი მოაქვს. ზოგიერთს კი მიაჩნია, რომ ინიციატივებს, შეგონებებს აზრი არ აქვს, რადგან ქვეყანაში უწიგნურობის პრობლემა კვლავაც მწვავეა.
|
მამუკა ნაცვალაძე 21.05.2016
ისტორიის ფურცლები ბევრ მისტიკურ და შეუცნობელ მოვლენას იტევს. კაცობრიობა ჯერჯერობით უძლურია სიღრმისეულად ჩასწვდეს მათ უმრავლესობას. მიუხედავად ამისა, მტვერმიყრილი წარსული თანდათანობით იწყებს გამომზეურებას და იმკვიდრებს ადგილს ადამიანთა ცნობიერებაში. საგულისხმოა ისიც, რომ ეს პროცესი საკმაო იმპულსურობითა და ამასთანავე, გამორჩეული სპეციფიკურობით ხასიათდება.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|