მარი ჩიტაია 20.05.2016
უამინდობის გამო რეგიონებში საგაზაფხულო სამუშაოების დაწყება გვიანდება. გლეხების ვარაუდით, მიწის დამუშავების პროცესი მაისის ბოლომდე, ხოლო თესვა შუა ივნისამდე გადაიწევს.
|
ლიკა ამირაშვილი 19.05.2016
საჯარო სკოლების სავალდებულო ავტორიზაცია ხუთი წლით გადავადდა. მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოს 2048 საჯარო სკოლამ ავტორიზაცია 2020-2021 სასწავლო წლისთვის უნდა გაიაროს. ავტორიზაციის ვადად კი 6 წელია განსაზღვრული.
|
მარიამ აფციაური 19.05.2016
ქობულეთის 115 სასტუმროდან 95-ში დასვენებას ადამიანი ფრთხილად უნდა მოეკიდოს. ადგილობრივი გამგეობის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ხანძარსაწინააღმდეგო სისტემა მხოლოდ 20 სასტუმროშია დამონტაჟებული. ზაფხულის სეზონის გახსნამდე, მაისის ბოლოს ქობულეთის გამგეობა სასტუმროების შემოწმებას და რეკომენდაციის გაცემას კვლავ გეგმავს.
|
ლიკა ამირაშვილი 18.05.2016
არასაკმარისი სანქციები თუ მოსახლეობის დაბალი თვითშეგნება - ქუჩაში ნარჩენების დაყრის შემთხვევაში, როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირისთვის არსებობს სპეციალური რეგულაციები, თუმცა მდგომარეობას ეს ვერ შველის და დედაქალაქის ქუჩები კვლავ დანაგვიანებულია.
|
მარი ჩიტაია 18.05.2016
თბილისის გარშემო, მთელ პერიმეტრზე ფიჭვი მასობრივად ხმება. ქალაქის ზედაპირული დათვალიერებითაც აშკარად ჩანს, რომ ფერდობებზე მწვანე საფარი თითქმის აღარ არის და ხეების დიდი ნაწილი გამხმარია. პრობლემა არ ეხება მხოლოდ ფიჭვს. ზოგიერთი სპეციალისტი ფიქრობს, რომ საქართველოში ხეები სიძველისგანაც ხმება, რადგან დაავადებასთან საბრძოლველად იმუნიტეტი არ ყოფნის. ერთ-ერთი ვერსიით, პრობლემა კლიმატური ცვლილებების გამოა.
|
მარიამ აფციაური 18.05.2016
ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების სტუდენტებისთვის მუშაობის და ევროპაში დარჩენის წესების გამარტივებას რესპონდენტების უმეტესობა ახალ გამოწვევად მიიჩნევს. მათი აზრით, ჩნდება გონიერი ახალგაზრდა თაობის ქვეყნიდან გადინების საფრთხე, რასაც სახელმწიფომ სწორი პოლიტიკით უნდა შეუშალოს ხელი. პირველ რიგში, აუცილებელია შრომის ბაზრის დარეგულირება, ახალგაზრდების სტიმულირება და ძლიერი განათლების სისტემის შექმნა.
|
ელზა წიკლაური 17.05.2016
თბილისის მერიაში წინა ხელისუფლების მმართველობის პერიოდისგან განსხვავებით, პრემია-დანამატების მოცულობა შემცირებულია და თანაც არცთუ უმნიშვნელოდ, თუმცა სისტემა ჯერ კიდევ მოსაწესრიგებელია. ბოლო პერიოდში ხშირად ისმის ბრალდება გაზრდილ ხელფასებსა და პრემიებზე. "ბიზნეს-რეზონანსი" შეეცადა შეედარებინა რომელი ხელისუფლების პირობებში უფრო მეტ ანაზღაურებას იღებდნენ ჩინოვნიკები.
|
მაკა ხარაზიშვილი 17.05.2016
საქართველოში წვრილი აქციონერების აქციები უგზო-უკვლოდ იკარგება. საკუთრების უფლება ისევ ყოველი ფეხის ნაბიჯზე ირღვევა. ხელისუფლებას კი უკვირს, საქართველოში ფასიანი ქაღალდების ბაზარი რატომ არ ვითარდება.
|
ელზა პაპოშვილი 16.05.2016
ქალთა მიმართ ძალადობა და მკვლელობა საქართველოში კვლავ დიდ და გადაუჭრელ პრობლემას წარმოადგენს. სახალხო დამცველის უჩა ნანუაშვილის ინფორმაციით, არსებული რეალობა საკამოდ შემაშფოთებელია და ამ პრობლემის მოსაგვარებლად ქვეყანაში ყველამ ერთად უნდა იზრუნოს. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფოს მხრიდან არაერთი პრევენციული ზომა გატარდა, საკითხი კვლავ მოუგვარებელი რჩება.
|
ლიკა გურაბანიძე 16.05.2016
ფსიქოლოგების თქმით, ბავშვსა და მშობელს შორის კომუნიკაცია ჯერ კიდევ მაშინ იწყება, როდესაც ახალშობილთან საუბარს იწყებთ. თავდაპირველად ის ყურადღებით უსმენს თქვენ მიერ წარმოთქმულ სიტყვებს. მოგვიანებით კი გპასუხობთ კიდეც ღიმილითა და ბგერებით. ამგვარად ბავშვი სწავლობს ურთიერთობას ჯერ მშობლებთან.
|
მარი ჩიტაია 14.05.2016
არასასურსათო სექტორში მომხმარებელთა უფლებების დარღვევის ფაქტმა იმატა. კვების დარგში რეგულაციის შემოღებამ მდგომარეობა საგრძნობლად გამოასწორა, თუმცა დარღვევები გახშირდა ისეთ სეგმენტში, როგორიცაა პარფიუმერული და ტანსაცმლის მაღაზიები, სადაზღვევო კომპანიები, სავალუტო ჯიხურები და სხვა. იქ მომხმარებლების მოტყუების საოცარ ფაქტებს ვაწყდებით.
|
მარი ჩიტაია 14.05.2016
საქართველოში ავტოგასამართ სადგურებზე საწვავის მარკირება იგეგმება. მისი მეშვეობით მომხმარებელი ინფორმაციას მიიღებს საწვავის ტიპისა და ხარისხის შესახებ. ზოგიერთი სინჯი შეიძლება საზღვარგარეთაც კი გაიგზავნოს შესამოწმებლად.
|