ნათია ლომიძე 14.05.2016
16-დან 29 წლამდე ასაკი ის დროა, როდესაც ადამიანის ცხოვრებაში მთავარი სოციალური და დემოგრაფიული მოვლენებია - დაწყებული სწავლით და დასრულებული ოჯახის შექმნით. ამ ასაკის ახალგაზრდების დასაქმების პრობლემა კი დღესდღეობით საქართველოში ძალზე აქტუალურია. მათ უმრავლესობას არ აქვს ნორმალური სამუშაოს მიღების შესაძლებლობა. ამის მიზეზად ისინი ქვეყანაში შექმნილ სოციალურ გარემოს მიიჩნევენ. ხშირ შემთხვევაში მათი აქტივობა დატვირთულ ფიზიკურ შრომასა და დაბალ ანაზღაურებას გულისხმობს.
|
ლიკა გურაბანიძე 14.05.2016
რას აკეთებთ, პირველ რიგში მაშინ, როდესაც ცდილობთ გახდომას? იწყებთ ვარჯიშს ან დიეტას. მაგრამ ხედავთ, რომ თქვენი წონა ზუსტად იგივეა, რაც ვარჯიშამდე იყო. ამის შემდეგ თქვენ ცდილობთ, რომ ვარჯიშით თავი მეტად დაიტვირთოთ.
|
მაკა ხარაზიშვილი 13.05.2016
აღმოსავლეთ საქართველოს სეტყვა უტევს. ჯერჯერობით, სეტყვის საწინააღმდეგო აპარატი საგულდაგულოდ არის "შეფუთული" და განრიგით მისი ამუშავება მაისის ბოლოს არის გაწერილი. ბუნებრივია, იმ დროისთვის ქართლსა და კახეთში მოსავალი თუ კიდევ სადმე დარჩა. სინოპტიკოსები არამდგრად ამინდებს კიდევ ერთი კვირა პროგნოზირებენ. სეტყვის საწინააღმდეგო აპარატის გამოუყენებლობის გარდა, მეორე პრობლემაა ის, რომ გლეხები მოსავლის დაზღვევის სიკეთეს დღემდე ვერ მიხვდნენ. არადა, სადაზღვევო პრემიის ნახევარზე მეტს სახელმწიფო იხდის. მესამე პრობლემა კი არის ის, რომ ყვავილობისას ხეხილის დაზღვევა არ ხდება და ზარალი მხოლოდ იმ დაზღვეულებს აუნაზღაურდებათ, რომლებსაც საადრეო ხეხილის ბაღები, ან ვენახები აქვთ და ნაყოფი უკვე გამოსულია.
|
ლიკა ამირაშვილი 13.05.2016
რა არის სამოქალაქო განათლება და როგორი ასწავლიან მას სკოლებში? ამის შესახებ "რეზონანსი" სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის განათლების სპეციალისტს, თამარ მოსიაშვილს ესაუბრა.
|
ლიკა გურაბანიძე 13.05.2016
კალიფორნიაში, ლოურენს ბერკლის ნაციონალური ლაბორატორიის გადაწყვიტეს, გაერკვიათ, რომელი უფრო სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის: სიარული თუ სირბილი?
|
ელზა წიკლაური 12.05.2016
ქართველებს უცხოეთში ისევ უჭირთ. ემიგრანტების ნაწილი, რომლებიც თურქეთში, საბერძნეთში, რუსეთში, უკრაინაში თუ სხვა ქვეყნებში მუშაობენ, ამბობენ, რომ ამ ქვეყნებში, ვალუტების გამყარების მიუხედავად, მათი შემოსავალი არ გაზრდილა. შესაბამისად, ემიგრანტების ნაწილი სამშობლოში იმ ოდენობით ფულს, რასაც ადრე აგზავნიდა, ვეღარ რიცხავს. მიუხედავად ამისა, ისინი სამშობლოში დაბრუნებას ჯერჯერობით მაინც არ აპირებენ.
|
ნათია ლომიძე 11.05.2016
ქართული ტრადიციული კერძები იმ უიშვიათეს სამზარეულოში შედის, რომელსაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენლები დიდი სიამოვნებით აგემოვნებენ. ზოგიერთი მათგანის საქართველოში სტუმრობის მთავარი მიზეზიც ტრადიციული სამზარეულოა, რომელიც ბოლო რამდენიმე წელია ქართულ ოჯახებში ისეთივე მოთხოვნადი აღარ არის, როგორიც წლების წინ უფროს თაობაში იყო.
|
მაკა ხარაზიშვილი 10.05.2016
სალომბარდო სესხებზე საპროცენტო განაკვეთი 90%-ს აღემატება. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ლომბარდები ნაძარცვი ნივთების თავშესაფარია. ხელისუფლება კი მხოლოდ ონლაინ სესხების რეგულირებას ყაბულდება. სპეციალისტები მთავრობას მოუწოდებენ საფინანსო სფეროში შეიქმნას თამაშის ერთიანი წესები, სადაც მევახშეობის ყველა სახეობა მოექცევა.
|
ელზა წიკლაური 10.05.2016
საქართველოში ყოველი მე-3 ადამიანი საცხოვრებლად თბილისში მოდის, ყოველი - მე-6 იმერეთის დიდ ქალაქებში, ყოველი მე-10 შიდა მიგრანტი კი ზუგდიდსა და ფოთში ცხოვრებას ამჯობინებს. სწორედ ასეთი შედეგი მიიღო სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა მოსახლეობის საყოველთაო აღწერის შედეგად. აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოს მოსახლეობის მესამედი თბილისში ცხოვრობს. ევროპაში კი ისეთი ქვეყნების რაოდენობა, სადაც მოსახლოების 30%-ზე მეტი დედაქალაქშია, მხოლოდ რამდენიმეა, მათ შორის, სომხეთი, ესტონეთი და ლიტვა.
|
ლიკა გურაბანიძე 09.05.2016
ძილის ნაკლებობას მოსდევს მოთენთილობა და დაღლილობის შეგრძნება, მან შეიძლება სერიოზული საფრთხე შეუქმნას ჯანმრთელობას. თანამედროვე მონაცემებით, ძილის დეფიციტი იწვევს ნივთიერებათა ცვლისა და ჰორმონალურ დარღვევებს. ჰარვარდის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლის მეცნიერთა აზრით, ძილის ხანმოკლე დარღვევა იწვევს არტერიული წნევის მომატებასა და სტრესის ჰორმონების დონის ზრდას, ფსიქოლოგიურ პრობლემებს და ნერვულ აშლილობას.
|
გვანცა ღვედაშვილი 09.05.2016
თბილისის მერია აგვისტოში 150 ახალი ავტობუსის შემოყვანას გეგმავს. როგორც "მთელ კვირას" მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, ახალი ავტობუსები ბუნებრივ აირზე იქნებიან და ევროპული სტანდარტებს დააკმაყოფილებენ.
|
გვანცა ღვედაშვილი 07.05.2016
თბილისის ცენტრალურ და შუალედურ ზონებში მრავლბინიანი საცხოვრებელ სახლების მშენებლობა აიკრძალება. როგორც მერიაში აცხადებენ, აღნიშნული გადაწყვეტილებით შესაძლებელი იქნება წლების განმავლობაში დამკვიდრებული მანკიერი პრაქტიკის შეცვლა და ქაოტური განაშენიანების თავიდან აცილება.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|