ნინო ქეთელაური
29.04.2016

სააღდგომოდ აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ე.წ მესაზღვრეები ახალ საშვებს აღარ გასცემენ - "ვისაც საშვი არ აქვს, ახალ საშვებს აღარ გასცემენ. შესაბამისად, ვერც ტერიტორიაზე გადახვალ. ალბათ, მიზნად ის აქვთ, რომ ადგილობრივმა საქართველოს მოქალაქეებმა აღდგომას ვეღარ შეძლონ ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასვლა," - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას გალის მცხოვრები.

ელზა წიკლაური
29.04.2016

ბოლო 4 წლის განმავლობაში საბიუჯეტო სექტორში დასაქმებულთა რიცხვი 13 ათასით გაიზარდა, მოიმატა დასაქმებულთა რაოდენობამ ყველა საჯარო დაწესებულებაში, მათ შორის, მუნიციპალურ სტრუქტურებში, სახელმწიფო შპს-ებსა და სსიპ-ებში, სხვადასხვა გათვლით, დაახლოებით 2000-მდე ადამიანით. როგორც მთავრობაში ირწმუნებიან, კერძო სექტორში ზრდამ 57 ათასს გადააჭარბა. აქედან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ "ოცნების" ხელისუფლებაში ყოფნისას სამსახური დამატებით 72 ათასზე მეტმა ადამიანმა იშოვა, რაც მთლიანი მოსახლეობის 2%-ს შეადგენს.

ელზა წიკლაური
27.04.2016

 დედაქალაქის მასშტაბით ავტომობილის გაჩერება, განსაკუთრებით დღის საათებში, პრაქტიკულად, შეუძლებელია. ქუჩები გადატვირთულია არა მარტო სახელმწიფო უწყებების შენობების მიმდებარედ, არამედ ყველგან, სადაც რაიმე დაწესებულება ან საცხოვრებელი კორპუსია. გაუვალი გზების მთავარი პრობლემა ავტომობილების რაოდენობაა. დედაქალაქში დღეს 450 ათასამდე მანქანა მოძრაობს, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველა მეორე ზრდასრული თბილისელი სატრანსპორტო საშუალების მფლობელია.

ლიკა ამირაშვილი
27.04.2016

 როგორც ნორჩ მეცნიერთა და გამომგონებელთა ოლიმპიადის პიარ-კონსულტანტმა მაიკო ჩიტაშვილმა "რეზონანსთან" საუბრისას აღნიშნა, ოლიმპიადაში 30 სხვადასხვა ქვეყნიდან 400-მდე ნორჩი გამომგონებელი მონაწილეობდა, საიდანაც ოქროს მედალი საქართველოს 20-ზე მეტმა წარმომადგენელმა აიღო.

ელზა წიკლაური
26.04.2016

 დედამიწაზე გავრცელებული დაავადებების 55% არასრულფასოვანი კვების შედეგია. ამ მხრივ საგანგაშო მდგომარეობაა საქართველოში, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის კვლევის მიხედვით, ჩვენთან მოსახლოების 80% ღარიბია, საიდანაც 45% არასრულფასოვნად იკვებება, 35% კი შიმშილობს.

ნათია ლომიძე
23.04.2016

 ტურისტული სეზონის მოახლოებასთან ერთად, სუვენირების მაღაზიებისა და მსგავსი სავაჭრო ობიეტებისადმი ინტერესი ერთბაშად მატულობს. ქალაქში სხვადასხვა ადგილების მონახულებისა და რეგიონებში გასული ტურისტების დაბრუნების შემდეგ, მათთვის მთავარი საზრუნავი ისეთი ნივთის შეძენა ხდება, რაც ჩვენს ქვეყანასთან და მის ტრადიციებთან ასოცირდება. მოთხოვნა, ძირითადად, ეროვნულ ნაკეთობაზე და სასმელზეა. მათი გაყიდვის მაჩვენებელი თითქმის თანაბარია.

ლიკა გურაბანიძე
23.04.2016

 მცენარეები ნებისმიერ ბინასა და ეზოს ალამაზებენ, მაგრამ სანამ მათ შინ მიიტანდეთ, დარწმუნდით, რომ შხამიან მცენარეს არ ყიდულობთ. ზოგიერთი სახლის მცენარე ძლიერმოქმედ ტოქსინებს შეიცავს რომლებმაც, შესაძლოა, ადამიანის პარალიზება, გულის გაჩერება, კომა, სისხლდენა კუჭში და სიკვდილიც კი გამოიწვიონ. ხოლო თუ გაქვთ უკვე ასეთი მცენარეები შინ, მათ დიდი სიფრთხილით უნდა მოექცეთ და სასურველია, მათი მოვლისას რეზინის ხელთათმანები გაიკეთოთ.

სალომე სარიშვილი
21.04.2016

 გასულ კვირას ქართულ ინტერნეტში რამდენიმე ვებ-გვერდზე ასობით პოპულარული ფილმი და სერიალი დაიბლოკა. მანამდე საქართველოს ტერიტორიაზე ნებისმიერ ინტერნეტმომხმარებელს მათი ყურება და/ან გადმოტვირთვა უფასოდ შეეძლო.

მარიამ აფციაური
21.04.2016

 საგანმანათლებლო პროგრამებში მნიშვნელოვანი ხარვეზებია - ასეთია აუდიტის სამსახურის დასკვნა. მას თან ერთვის უკმაყოფილო სტუდენტების, კურსდამთავრებულების პოზიციაც. მათი შენიშვნები აუდიტის დასკვნის იდენტური აღმოჩნდა.

სალომე სარიშვილი
21.04.2016

 მიუხედავად იმისა, რომ უკანასკელი სამი წლის მანძილზე სახელმწიფომ ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების დასახმარებლად გარკვეული ნაბიჯები გადადგა, პრობლემა ისევ მწვავეა, რასაც პრინციპში, დედაქალაქის ქუჩებში მყოფი ბავშვების სიმრავლეც მოწმობს. ხშირად ისინი ძალადობის მსხვერპლნი არა მხოლოდ საკუთარი მშობლისგან, არამედ თავისი დამოკიდებულებით საზოგადოებისგანაც კი არიან.

მარი ჩიტაია
20.04.2016

ვაკანსიების რაოდენობა იზრდება, მაგრამ რეალურად დასაქმების შესაძლებლობა უფრო და უფრო მცირდება. დასაქმების სააგენტოების ინფორმაციით, გამოცხადებული ვაკანსიების ნახევარზე მეტი ისე იხურება, რომ ადამიანები სამსახურის პოვნას ვერ ახერხებენ. სააგენტოების წარმომადგენლები ამის მიზეზად კვალიფიციური კადრების დეფიციტს, ხოლო სპეციალისტები კანონმდებლობის ხარვეზს მიიჩნევენ.

მარიამ აფციაური
20.04.2016

 წლევანდელ აღდგომას მოსახლეობის დიდი უმრავლესობა მოკრძალებულად ხვდება. ამის მიზეზი ისევ და ისევ მძიმე სოციალური ფონია. "რეზონანსი", რესპონდენტებთან საუბრის შემდეგ, ვითარებას ბაზრებშიც გაეცნო. რეალიზატორებთან, მოვაჭრეებთან საუბარმა აჩვენა, რომ წლევანდელ აღდგომას ხალხის მიერ გაწეული ხარჯი მინიმალურია. ჯერჯერობით ყველა ვაჭრობის გააქტიურების იმედად არის.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×