გვანცა ღვედაშვილი
20.04.2016

 მთავრობის მიერ 2013 წელს დამტკიცდა 5-წლიანი სამოქმედო გეგმა, რომლის მიხედვითაც ქვეყანაში თამბაქოს მოხმარება უნდა შემცირდეს, თუმცა შესაბამისი კანონი მიღებული ჯერაც არ არის.

მაკა ხარაზიშვილი
19.04.2016

 წლიდან წლამდე სოფელს 42 ათასზე მეტი ადამიანი ტოვებს. ბოლო 5 წელიწადში სახელმწიფომ სოფლის მოსახლეობის ცხოვრების გასაუმჯობესებლად ათეულობით პროგრამა განახორციელა და ასეულობით მილიონი ლარი დახარჯა. მიუხედავად ამისა, ხალხის ადგილზე დამაგრება ვერ ხერხდება, რადგან ადამიანებს სტაბილური სამუშაო სჭირდებათ.

მარი ჩიტაია
19.04.2016

 საქართველოს ავტოპარკის 11-12% გამოუსადეგარი ავტომობილებია. ეს ის მანქანებია, რომელიც მწყობრიდან გამოსულია და არ მოძრაობს. წესით, ყველა ასეთი მანქანა ჯართში უნდა იყრიდეს თავს ან მათთვის სპეციალური ადგილი არსებობდეს. იმის გამო, რომ ტრანსპორტირება ძვირი ჯდება, ხალხს მათი მიტანა ჯართის პუნქტამდეც უჭირს. ამ მხრივ განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა რეგიონებში, სადაც ტრანსპორტის ევაკუაციის შესაძლებლობაც არ არის.

ელზა წიკლაური
19.04.2016

 პლასტმასისგან დამზადებულმა ჭურჭელმა ადამიანის ჯანმრთელობას, შესაძლოა, სერიოზული საფრთხე შეუქმნას. ეს იმ შემთხვევაში, თუკი ჭურჭელი ისეთი ნივთიერებითაა მიღებული, რომელიც მელამინს შეიცავს. ასევე საშიშია სპეციალური საღებავი, რომელსაც ჭურჭლისთვის ფერის მიცემისთვის გამოიყენებენ. იმ შემთხვევაში, თუ საღებავი საკვებს შეერია, მძიმე მეტალები ორგანიზმში დაილექება და ის დიდი ხნის განმავლობაში არ გამოიდევნება. მძიმე მეტალების დალექვა კი იწვევს ალერგიას და შესაძლოა, სიმსივნის მაპროვოცირებელიც აღმოჩნდეს.

ლიკა გურაბანიძე
16.04.2016

 კალიფორნიის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაადგინეს, რომ სტრესი ორსულობის დროს მომავალი ბავშვის წონაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს. კერძოდ, შესაძლოა ორსული ქალის მუდმივ სტრესულ მდგომარეობაში ყოფნამ 2,5 კგ-ზე ნაკლები წონის ბავშვის დაბადება გამოიწვიოს.

მარი ჩიტაია
15.04.2016

ბზის დაავადებამ დასავლეთ საქართველოს შემდეგ, პირველად იჩინა თავი აღმოსავლეთშიც. დაავადება დადასტურდა თელავსა და სიღნაღში. განსაკუთრებით საგანგაშო ვითარებაა ქვეყნის დასავლეთით, სადაც ასწლოვანი ბზის ხეები მასობრივად განადგურდა.

მარიამ აფციაური
13.04.2016

 სამზარეულოდან სავაჭრო ობიექტებში მზა საკვებით გაწყობილ დახლებამდე, გამარტივებული დიასახლისობა და უკვე გამზადებული კერძებით გაწყობილი სუფრა. ჩვენ მიერ ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ დიასახლისების დიდი ნაწილი ამგვარად ცხოვრობს. კერძოდ, ქალების 70% სახლში საჭმელს ისეთი ინტენსივობით აღარ ამზადებს. აქედან 15%-მა "რეზონანსთან" საუბრისას აღნიშნა, რომ სამზარეულოსთვის მხოლოდ შაბათ-კვირას იცლის. ცვლილების მიზეზად ყველა ერთ რამეს ასახელებს - მოუცლელობას.

მარი ჩიტაია
12.04.2016

 საქართველოს მოქალაქეებს უვიზო რეჟიმის ქვეყნებში მოგზაურობისას პრობლემა ხშირად ექმნებათ. განსაკუთრებით ისრაელში, სადაც ყოველი 10 ქართველი მოგზაურიდან 8-ს უკან აბრუნებენ. კონტროლი გამკაცრებულია ბელორუსსა და უკრაინაში წამსვლელთათვისაც, თუმცა შესაბამისი პროცედურის გავლის შემდეგ მგზავრთა უმეტესობა საზღვრის გადაკვეთას მეტ-ნაკლებად ახერხებს.

მარიამ აფციაური
12.04.2016

ელზა წიკლაური

საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის 85%-ს საფინანსო სტრუქტურების ვალი აქვს, აქედან უმეტესობის საკრედიტო ვალდებულება, საშუალოდ, 2000 ლარს შეადგენს. "ბიზნეს-რეზონანსის" მიერ ჩატარებული გამოკითხვისას გაირკვა იმ ადამიანთა რიცხვი, ვისაც ვალი 500-დან 2000 ლარამდე აქვს, 42,5%-ს შეადგენს. 10 ათას ლარზე მეტი კი გამოკითხულთა მხოლოდ 7,5%-ს აღმოაჩნდა.

გვანცა ღვედაშვილი
11.04.2016

 მამაკაცის ანაზღაურება ქალის საშუალო ანაზღაურებას ყველა სფეროში აღემატება. აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს.

ნინო ქეთელაური
11.04.2016

 დედაქალაქში საცობების პრობლემა კვლავ მოუგვარებელია. როგორც მერიაში აცხადებენ, უკვე არსებობს სქემა, რომელიც გადატვირთულ მოძრაობას განმუხტავს, თუმცა მის შესრულებას გარკვეული პერიოდი სჭირდება.

გვანცა ღვედაშვილი
11.04.2016

 მეთერთმეტე კლასელი მიშო წიკლაური უკვე 3 წელზე მეტია ჩვეულებრივი რიყის ქვებისგან სხვადასხვა ფორმის ნაკეთობებს დამოუკიდებლად, ხელით ქმნის. როგორც "მთელ კვირასთან" საუბრისას აღნიშნავს, ის თვითნასწავლია და ქვის დამუშავების იდეა და სურვილი მას შემდეგ გაუჩნდა, როცა მსგავსი ნაკეთობა პირველად ნახა.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×