ნათია ლომიძე 09.04.2016
სამსახურის მაძიებელი სტუდენტები და არა მარტო სტუდენტები, დამსაქმებელი კომპანიების მიმართ უკმაყოფილებას გამოხატავენ. ამის მთავარი მიზეზი მათ მიერ გამოცხადებული ვაკანსიებია, სადაც სამუშაო გამოცდილება ასაკთან შეუსაბამოა. ამგვარი მოთხოვნები კი მიზეზია იმისა, რომ ქვეყანაში უმუშევრთა რაოდენობა არ იცვლება.
|
ლიკა გურაბანიძე 09.04.2016
მეცნიერთა აზრით, ყოველდღიურად საშუალოდ 11 საათის განმავლობაში მჯდომარე პოზიციაში ყოფნა ადრეული სიკვდილის რისკს 40%-ით ზრდის იმ ადამიანებთან შედარებით, რომლებიც ასეთ მდგომარეობაში დღეში მხოლოდ 6 ან ნაკლებ საათს ატარებენ.
|
ნინო ქეთელაური 08.04.2016
გარდა იმისა, რომ პოლიეთილენის პარკებით დაბინძურებული გარემო ცუდი სანახავია, მას საკმაოდ დიდი ზიანის მიყენება შეუძლია როგორც ბუნებისთვის, ისე ადამიანის ჯანმრთელობისთვის. პოლიეთილენის თვითაალებისას, სიცოცხლისთვის საშიში, მათ შორის კიბოს გამომწვევი მავნე ნივთიერებები გამოიყოფა.
|
ელზა წიკლაური 08.04.2016
საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის 85%-ს საფინანსო სტრუქტურების ვალი აქვს, აქედან უმეტესობას 2 ან 3 კრედიტი გააჩნია. უმრავლესობა სასეხსო მომსახურებაში შემოსავლის 30-60%-ს იხდის, რაც ძალიან დიდი მაჩვენებელია. სპეციალისტები ამ ციფრს საგანგაშოს უწოდებენ და სახელმწიფო რეგულაციების დაწესებისკენ მოუწოდებენ. მათი მტკიცებით, საქართველოში, ისევე როგორც ცივილურ ქვეყნებში ერთი ადამიანის საკრედიტო ტვირთი 25-30%-ს არ უნდა აღემატებოდეს.
|
მარიამ აფციაური 07.04.2016
სამშენებლო კომპანიები 12 და 14-სართულიან შენობებს აღარ სჯერდებიან და მრავალფუნქციური, 35-40-სართულიანი ცათამბჯენების მშენებლობაზე უჭირავთ თვალი. მათი აგება, ძირითადად, ცენტრალურ უბნებში იგეგმება. უზარმაზარი შენობებით გამწვანებული ადგილების ჩანაცვლებას, თბილისელებთან ერთად, პარტიზანული მებაღეობაც აპროტესტებს. ისინი სკვერების დაბრუნებას და უკეთესი ეკოლოგიური გარემოს შექმნას ითხოვენ.
|
მარი ჩიტაია 06.04.2016
სარემონტო სამუშაოებისთვის საგაზაფხულო სეზონი წარუმატებლად დაიწყო. შარშანდელთან შედარებით, წელს მოსახლეობა ძალიან პასიურია. მიუხედავად იმისა, რომ სამშენებლო მასალები არ გაძვირებულა, ხალხს უფულობა არ აძლევს საშუალებას საცხოვრებელი სახლის განახლებაზე იზრუნოს.
|
მარიამ აფციაური 06.04.2016
მოსახლეობა დაბნეულია. ხალხმა არ იცის, რითი იკვებოს. ირგვლივ, ძირითადად, ჯანმრთელობისთვის საზიანო პროდუქტი იყიდება. ადამიანებს ალღომაც უმტყუნა და ისინი სპეციალისტებისგან რჩევას ითხოვენ. "რეზონანსი" სურსათის უვნებლობის საკითხით მას შემდეგ დაინტერესდა, რაც ხალხის პოზიციას გაეცნო. რა ვჭამოთ და რომელია ჯანსაღი პროდუქტი - რაც დრო გადის, ეს კითხვა სულ უფრო აქტუალურია.
|
ვახტანგ შამუგია 06.04.2016
როგორ გავხადოთ საცხოვრებელი გარემო მაქსიმალურად კომფორტული ისე, რომ გარესამყაროსა და ეკოლოგიას ზიანი არ მივაყენოთ? ეს კითხვა ადამიანს დიდი ხანია მოსვენებას არ აძლევს. ეს საკითხი საქართველოშიც მეტად აქტუალურია. აქ ეკოლოგიას ეკონომიკური ფაქტორიც ემატება. სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყანა ენერგორესურსებით ღარიბია. ამ სფეროში ის იმპორტდამოკიდებულია. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, გამოსავალი არის. ის საკმაოდ ეფექტური, მარივი, იაფი და, რაც მთავარია, გარემოსათვის სრულიად უსაფრთხოა.
|
ლიკა ამირაშვილი 06.04.2016
ქუთაისში, ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლაში ჟურნალისტებითვის ორდღიანი მედიატური მოეწყო. სპეციალურად დაგეგმილი ღონისძიებების ფარგლებში მედიის წარმომადგენლები სკოლის საქმიანობას, მიმდინარე სასწავლო პროგრამებსა და უახლოეს გეგმებს გაეცნენ.
|
მაკა ხარაზიშვილი 05.04.2016
საღებავები, მეტალოპლასტმასი, ლამინატი, ბეტონი - სპეციალისტები საქართველოში მომწამვლელი სამშენებლო-სარემონტო მასალების არსებობაზე საუბრობენ. ქვეყანაში არ მოქმედებს არც ერთი უწყება, რომელიც ასეთი მასალების ხარისხსა და უსაფრთხოებაზე იქნება პასუხისმგებელი.
|
ელზა წიკლაური 05.04.2016
2017 წლიდან ყველა "ტაქსისტს" სავალდებულო რეგისტრაციის გავლა მოუწევს. ევროპის ყველა ქვეყანაში ტაქსების ბიზნესი რეგულირებულია და ტარიფიც მოსახლეობის ცხოვრების დონის შესაბამისადაა დადგენილი.
|
ელზა წიკლაური 05.04.2016
საქართველოში ბოლო 4 წლის განმავლობაში ღარიბ-ღატაკთა რაოდენობა მოალოდნელად 22-23%-ით შემცირდა. თუ 2012 წელს საარსებო შემწეობას 501 445 ადამიანი იღებდა, შარშან მათი რაოდენობა 389 ათასამდე შემცირდა. ღარიბთა არმიის კლება, ერთი მხრივ, განპირობებულია "გაბერილი" სიიდან იმ ადამიანების ამოგდებით, ვისაც დახმარება არ ეკუთვნოდა, მეორე მხრივ კი, სოფლის მეურნეობაში დასაქმების მაჩვენებლის ზრდით.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|