ლიკა გურაბანიძე
26.03.2016

 მეცნიერების მიერ ჩატარებულმა კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ ადამიანების 90%-მა შესანიშნავად იცის, როგორ შეინარჩუნოს სიმშვიდე და აკონტროლოს საკუთარი ემოციები. მეცნიერების თქმით, მცირე დოზით გადატანილი სტრესი აუცილებელი და უვნებელი ემოციაა. აღმოჩნდა, რომ ტვინი რთულად მუშაობს მანამ, სანამ ამ მდგომარეობაში არ ჩავარდებით. ფსიქოლოგების აზრით, მთავარია, სტრესი ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში არ გაგრძელდეს. ამიტომ მნიშნელოვანია მისი კონტროლი.

ლიკა გურაბანიძე
25.03.2016

"რეზონანსი" შეეცადა გაერკვია, როგორი ჟანრის წიგნებს ანიჭებენ უპირატესობას ქართველი მკითხველები და რა ჟანრის წიგნები იყიდება ყველაზე დიდი რაოდენობით. გამოკითხვის შედეგად აღმოჩნდა, რომ ქართველი მომხმარებლები უპირატესობას ანიჭებენ როგორიც: მხატვრული ლიტერატურა, დეტექტივს და სათავგადასავლო წიგნებს.

მარიამ აფციაური
24.03.2016

 რესპონდენტები სამომხმარებლო პროდუქტზე ფასის კლებას ითხოვენ. თავის დროზე სავალუტო კრიზისს სწრაფი გაძვირება მოჰყვა. შესაბამისად, ისინი ეროვნული ვალუტის გამყარების შემდეგ სავაჭრო ობიექტებისგან ასეთივე სწრაფ რეაგირებას ითხოვენ. "რეზონანსის" გამოკითხვამ აჩვენა ისიც, რომ ხალხი დიდი სავალუტო რყევის შემდეგ დაბნეულია და არც კი აქვთ წარმოდგენა, ლარის გამყარება რა ნიშნულამდე არის შესაძლებელი.

მარი ჩიტაია
23.03.2016

 სავალუტო ჯიხურებში ლარზე მოთხოვნა გაიზარდა. ეროვნული ვალუტის გამყარების გამო ხალხი, ვისაც დანაზოგი აქვს, მასობრივად ცდილობს დოლარის გადახურდავებას. ვალუტის გადამცვლელ პუნქტებში ამბობენ, რომ ბაზარზე პანიკამ რამდენიმე დღე გასტანა, მაგრამ მოსახლეობა ახლაც გაურკვევლობაშია.

მარიამ აფციაური
23.03.2016

 ახალმა საპენსიო რეფორმამ და დაგროვებითი საპენსიო სისტემის შესაძლო ამოქმედებამ ხალხში გაუგებრობა გამოიწვია. რესპონდენტების ნაწილი ცვლილებას სკეპტიკურად უყურებს და ფიქრობს, რომ ახალი მოდელი მათ ფინანსურად დააზარალებს. ბევრს ისიც ვერ გაუგია, თუ რას ნიშნავს დაგროვებითი საპენსიო სისტემა და როგორ მოხდება მისი დანერგვა.

მარი ჩიტაია
22.03.2016

სკოლის მოსწავლეების უმრავლესობა სპორტულ-გამაჯანსაღებელ კომპლექსებში ვერ დადის. დღესდღეობით იშვათად მოიძებნება საჯარო სკოლა, სადაც ბავშვი, შესაძლოა, სპორტით ან სხვა შემოქმედებითი აქტივობით დაკავდეს. შესაბამისი ინფრასტრუქტურა სკოლებში მეტ-ნაკლებად არის, მაგრამ დიდი გადასახადის გამო, მოსწავლეები ვერ სარგებლობენ.

თიკო ოსმანოვა
21.03.2016

გვანცა ღვედაშვილი

საქართველო მომხმარებელთა უფლებების დაცვის თვალსაზრისით კვლავ სავალალო მდგომარეობაშია. სპეციალისტების განცხადებით, არსებული კანონმდებლობა ევროკავშირის მოთხოვნების შესაბამისი არ არის. ამასთან, სახელმწიფო აუდიტის დასკვნის მიხედვით, ქვეყანაში იმპორტირებული საკვები პრუდუქციის სრულყოფილი გამოკვლევა არ ხორციელდება. ეს კი ფალსიფიცირებული საკვები პროდუქტების შემოტანის რისკებს ზრდის, რაც მოსახლეობის ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველია.

ნათია ლომიძე
19.03.2016

 ეროვნული ვალუტის გაუფასურებამ თითქმის ყველა სახის საქონელი გააძვირა, მათ შორის წიგნების ღირებულებაც. ქვეყანაში როგორც მხატვრული ლიტერატურის, ასევე სასკოლო წიგნის ფასი იმდენად მაღალია, რომ მკითხველთა დიდ უკმაყოფილებას იწვევს. მის შეძენაზე უმრავლესობას უარის თქმა უწევს.

მარი ჩიტაია
19.03.2016

 დაახლოებით 30 წელიწადში ყოველ მეორე ადამიანს მსოფლიოში შიმშილი ემუქრება. გაეროს პროგნოზით, მოსალოდნელია საკვების მწვავე დეფიციტი, რაც მოსახლეობის რაოდენობის ზრდის სწრაფ ტემპს უკავშირდება. როგორც ქართველი სპეციალისტები ვარაუდობენ, ეს საფრთხე ჩვენს ქვეყანას ნაკლებად ან თითქმის არ ემუქრება. ოღონდ ამის თავიდან ასაცილებლად აგრარული სექტორი სწრაფად უნდა განვითარდეს.

ლიკა გურაბანიძე
19.03.2016

 "მუსიკა ფლობს მაგიურ ძალას, წამიერად ახდენს გაფანტული გონების კონცენტრაციას და ამშვიდებს აფორიაქებულ სულს" - ეს სიტყვები ||| საუკუნის წინ ინგლისელმა დრამატურგმა უილიამ კონგრივმა დაწერა. უფრო ადრე კი, საუკუნეების წინ დაწერილი ხელნაწერები გვამცნობდნენ: "მუსიკალური აღზრდა - ყველაზე ძლიერი იარაღია, რამეთუ რითმი და ჰარმონია აღწევს ყველაზე დაცულ, სიღრმისეულ და იდუმალ ადგილებს, ადამიანის სულში". მეცნიერების თქმით, მუსიკა დადებითად მოქმედებს არა მხოლოდ სულზე, არამედ გულსა და გონებაზეც.

ნინო ქეთელაური
17.03.2016

 2016-2017 სასწავლო წლებში მოსწავლეები ახალ გრიფირებულ სახელმძღვანელოებს ვერ მიიღებენ. როგორც განათლების სამინისტროში ამბობენ, საწყის ეტაპზე, დაწყებითი საფეხურის სახელმძღვანელოების გრიფირება მოხდება და ისიც, 2017-2018 სასწავლო წლისათვის იქნება მზად. ამის მიზეზად სახელდება ის, რომ სამინისტროს არ სურს დაჩქარებული წესით სახელმძღვანელოების მიღება.

ია აბულაშვილი
17.03.2016

 "კარასინის განცხადება შეიძლება ისე გავიგოთ, რომ თუ შემოდგომაზე საპარლამენტო არჩევნებში საქართველოს პარლამენტსა და მთავრობაში წამყვან ადგილებს დაიკავებენ ანტირუსული რიტორიკით გამორჩეული ძალები, რუსეთის ხელისუფლების დამოკიდებულება საქართველოსადმი კიდევ უფრო ხისტი იქნება," - აცხადებს პეტრე მამრაძე, რომელსაც "რეზონანსი" ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე ესაუბრა.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×