ლიკა გურაბანიძე
02.04.2016

საქართველოში ბოლო წლებში ფსიქიკური და ქცევითი აშლილობის მაჩვენებელი მკვეთრად გაიზარდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ოფიციალური მონაცემებით, 2010 წელს ფსიქიკური აშლილობის მქონე 4 ათასი ადამიანი იყო რეგისტრირებული, 2011 წელს - 5.6 ათასი, 2012 წელს - 8 ათასი, 2013 წელს - 7.5 ათასი, 2014 წელს კი - 9.7 ათასი.

ნათია ლომიძე
02.04.2016

დედაქალაქის მცხოვრებთა ნაწილი საკუთარ სახლებს ტოვებს და საცხოვრებლად თბილისიდან ახლომახლო მდებარე შედარებით პატარა ქალაქში გადადის საცხოვრებლად ან სოფლებში. ამის მთავარი მიზეზი ფინანსური მდგომარეობაა, რომელიც უმრავლესობისთვის საკმაოდ არასახარბიელოა. თბილისიდან "გაქცეულებს" იმედი აქვთ, რომ სოფლად შედარებით გაუადვილდებათ საარსებო სარჩოს შოვნა, ვიდრე დედაქალაქში.

ლიკა გურაბანიძე
02.04.2016

 ცეკვა სხეულის ჯანმრთელობისა და მოხდენილობის საუკეთესო საშუალებაა. თუკი ადამიანი ხშირად ცეკვავს, ეცვლება სიარულის მანერა. იგი ეჩვევა გამართულ სიარულს. სისხლის მიმოქცევა კი უმჯობესდება.

გვანცა ღვედაშვილი
01.04.2016

 შრომით ბაზარის კვლევამ, რომელიც 2015 წელს ჩატარდა, აჩვენა, რომ დასაქმების მიხედვით პირველ ადგილს განათლების სფერო იკავებს, მეორე ადგილს - ვაჭრობა.

მარიამ აფციაური
30.03.2016

 ჯანდაცვის სამინისტრომ სასწრაფოს გამოძახების სისტემის სრულყოფილად ამოქმედება ვერ მოახერხა. ამაზე მეტყველებს უკმაყოფილო ხალხის კომენტარები, აუდიტის რეკომენდაცია და 112-ში გაკეთებული განცხადება, სადაც განგვიმარტეს, რომ პრიორიტეტები ბრიგადის გასვლისას განსაზღვრულია, თუმცა რამდენ ხანში მივა სასწრაფო დანიშნულების ადგილზე, ეს სხვადასხვა ფაქტორზეა დამოკიდებული.

მაკა ხარაზიშვილი
29.03.2016

 ხალხს პარლამენტის ყოფილი დეპუტატების შენახვა წელიწადში 4,5 მილიონ ლარზე მეტი უჯდება. "ბიზნეს-რეზონანსის" ინფორმაციით, 560-ლარიან პენსიას 677 დეპუტატის იღებს, მათი რაოდენობა 4 წელიწადში ერთხელ მუდმივად იზრდება. საზოგადოებაში, ხშირად ჩნდება კითხვა და პროტესტი, რატომ უნდა არჩენდეს ხალხი პარლამენტის წევრების დაახლოებით 70%-ს, როდესაც მათ პარლამენტი დასასვენებელი, ხოლო საერთაშორისო ორგანიზაციები "უწესო" ადგილები ჰგონიათ? დეპუტატთა დიდი ნაწილი საპარლამენტო ვადას ისე ასრულებს, რომ საკუთარი ფუნქციაზე საუბარიც კი არ შეუძლია.

ნინო ქეთელაური
29.03.2016

 ივნისის წყალდიდობის შემდეგ თბილისის ზოოპარკმა საჩუქრად ცხოველების და ფრინველების პირველი ნაკადი მიიღო - 2 თუთიყუში არარაუნა, 3 ალპაკა, 1 აქლემი და 1 აზავერი - ეს ის ჩამონათვალია, რომელიც საჩუქრად რიგის ზოოპარკმა გამოგზავნა.

მარი ჩიტაია
29.03.2016

საქართველოში ხალხურ მედიცინაზე მოთხოვნამ, წინა წელთან შედარებით, 10-15%-ით მოიმატა. სახალხო მკურნალების ინფორმაციით, მცენარეული წამლების მომხმარებელი, ძირითადად, ის სეგმენტია, რომელიც მკურნალობის ალტერნატიულ საშუალებებს მიმართავს და ქიმიური მედიკამენეტების აქტიური მოხმარებისგან თავს იკავებს.

ნინო ქეთელაური
28.03.2016

 თბილისში ტრამვაის აღდგენაზე მსჯელობა მიმდინარეობს - ამ თემაზე საკრებულოს დეპუტატ ალეკო ელისაშვილსა და საინიციატივო ჯგუფ "თბილისი ტრამვაის" შორის შეხვედრაც შედგა.

ლიკა ამირაშვილი
28.03.2016

 საქველმოქმედო ღონისძიება ძმები ღეჩუაშვილების დასახმარებლად 2 აპრილს სამედიცინო უნივერსიტეტში გაიმართება. ლიტერატურულ-მუსიკალური საღამო "ნეტაი ძმათა მრავალთა" ექიმის და ავტორ-შემსრულებლის ნატა ღეჩუაშვილის ინიციატივით ეწყობა. ღონისძიების მიზანი 6 ძმის დახმარებაა, რომლებიც დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ ქვემო ქედში ცხოვრობენ.

ნათია ლომიძე
26.03.2016

ბაიდოშვილების მრავალშვილიანი ოჯახი, რომელსაც სოციალური დახმარებაც კი არ აქვს, ოჯახის ერთი წევრის მიზერული შემოსავლის იმედადაა. სრულიად უსასხსროდ დარჩენილები საზოგადოებისგან ითხოვენ სამსახურის შოვნაში დაეხმარონ, ვინაიდან მათი ყოველი ცდა, სხვადასხვა დაწესებულებებში ანაზღაურებად სამუშაოზე მოხვედრილიყო, უშედეგოდ დასრულდა. მათი ერთადერთი თხოვნა, არა ფინანსური დახმარება, არამედ სამსახურია.

მარი ჩიტაია
26.03.2016

 სატრანსპორტო საშუალებებთან დაკავშირებით ახალი შეზღუდვების შემოღება მძღოლების უკმაყოფილებას გამოიწვევს. როგორც ჩანს, სწორედ ეს გაითვალისწინეს მთავრობაშიც და მთელი რიგი ვალდებულებების დასაწესებლად ვადა 2017 წლამდე გადასწიეს. ამ პერიოდში არჩევნები ჩავლილი იქნება და მძღოლების პროტესტი მმართველ პარტიას საფრთხეს ვერ შეუქმნის. სპეციალისტები მაინც ფრთხილობენ. ისინი მთავრობას ურჩევენ, ავტომფლობელებს ყველა ვალდებულება ერთბაშად თავს არ მოახვიონ.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×