მარი ჩიტაია
11.03.2016

 კლინიკებში დაწესებული მაღალი ტარიფის გამო, პაციენტები ექიმთან მისვლას ვერ ახერხებენ. კონსულტაციიდან დაწყებული, მკურნალობის კურსით დასრულებული, სამედიცინო დაწესებულებებმა თითქმის ყველა სერვისი გააძვირეს. ლარის გაუფასურება ამისთვის საკმარისი მიზეზი აღმოჩნდა. საბოლოოდ კი მოსახლეობა დაზარალდა. ჯანდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმის მიუხედავად, საქმე იქითკენ მიდის, რომ ხალხი კლინიკების მომსახურებით ვერ სარგებლობს.

მარიამ აფციაური
11.03.2016

 სამედიცინოს, თსუ-ს და საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტები თვითმმართველობას თანხების გაფლანგვაში ადანაშაულებენ. მათი განმარტებით, მრავალი წელია თვითმმართველობა თანხების მიღების კუთხით უპირობო მონოპოლისტია. სტუდენტებმა "რეზონანსთან" საუბრისას დეტალურად იმ დარღვევებზეც გაამახვილეს ყურადღება, რასაც თვითმმართველობასთან ურთიერთობისას აწყდებიან.

ლიკა გურაბანიძე
10.03.2016

 ენდორფინები არის ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები, რომლებიც გამომუშავდება თავის ტვინსა და ჰიპოფიზში. მათ შეუძლიათ, ტკივილის გრძნობის ბლოკირება და ადამიანის ემოციურ მდგომარეობაზე ახდენენ ზეგავლენას.

მარიამ აფციაური
09.03.2016

 უვიზო მიმოსვლის ამოქმედებას ევროპის ქვეყნებში გადაადგილების მოყვარული ქართველების გააქტიურება მოჰყვება. "რეზონანსის" მიერ ჩატარებულმა მცირე გამოკითხვამ აჩვენა, რომ ამ შანსის გამოყენებას ყველა სხვადასხვაგვარად გეგმავს. მოგზაურობა, სწავლა, ნათესავების მონახულება - ეს სამი ძირითადი მიზეზია, რომელთა მოშველიებასაც რესპონდენტების უმეტესობა უვიზო მიმოსვლის შემოღების შემდგომ აპირებს.

მაკა ხარაზიშვილი
08.03.2016

 საქართველოში სეისმომედეგობაზე არც ერთი სამშენებლო ობიექტი არ მოწმდება. მოსახლეობას არ აქვს ინფორმაცია რა სიძლიერის მიწისძვრას გაუძლებს მისი სახლი და რამდენია ექსპლოატაციის ვადა. არ არსებობს არც ერთი სამსახური, რომელიც საცხოვრებელი კორპუსების ხარისხზეა პასუხისმგებელია. ჩვენთან ყველაფერი მშენებლის კეთილსინდისიერებაზეა დამოკიდებული, ხოლო რამდენად სუფთაა ეს სინდისი, 2004 წელს რამდენიმე კორპუსის შემოწმებამ აჩვენა.

ელზა წიკლაური
08.03.2016

კომერციული ბანკების და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ დასაკუთრებული უძრავ-მოძრავი ქონების საერთო ოდენობა 164 მლნ ლარს აჭარბებს. ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ანგარიშგების მიხედვით, 2015 წლისთვის ბანკებმა 154,8 მლნ ლარის ქონება დაისაკუთრეს, მიკროსაფინანსოებმა კი 9,4 მლნ ლარის ქონება მიითვისებს. სპეციალისტების ამბობენ, რომ ეს რიცხვი არარეალურია და სინამდვილეში კომერციული სტრუქტურების მიერ დასაკუთრებული უძრავ-მოძრავი ქონების მოცულობა, შესაძლოა, ერთ მილიარდსაც კი აჭარბებდეს.

მარი ჩიტაია
08.03.2016

 სანერგე მეურნეობებს გამოცოცხლება დაეტყო. რეალიზაციამ, წინა წლებთან შედარებით, 10-15%-ით მოიმატა. ხალხმრავალ ადგილებში, ღია ცის ქვეშ გამოტანილი ნერგებისა და მცენარეების მიმართ მოთხოვნა 30%-ითაა გაზრდილი.

გვანცა ღვედაშვილი
07.03.2016

კასპის მუნიციპალიტეტში 14 წლის გოგონამ და 17 წლის ვაჟმა მშობლების ინიციატივით ოჯახი შექმნეს. როგორც "მთელი კვირისთვის" გახდა ცნობილი, გოგონამ სკოლაში სწავლა 2015 წელს მიატოვა. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს კანონმდებლობით 16 წლამდე ასაკის პირზე ქორწინება სისხლის სამართლის კოდექსით ისჯება, ამ შემთხვევაში, რადგან ორივე მხარე არასრულწლოვანია, საქმე არ აღძრულა.

ლიკა გურაბანიძე
07.03.2016

 აფრიკის ქვეყნებში მოსახლეობის დიდი ნაწილი ევროპიდან და აშშ-დან შეტანილ მეორად ტანსაცმელს ყიდულობს. თუმცა, აღმოსავლეთ აფრიკის ქვეყნები მსგავსი ტანსაცმლის იმპორტის აკრძალვას გეგმავენ. კერძოდ, ამ გადაწყვეტილების მიღებას მომდევნო სამი წლის განმავლობაში ბურუნდი, კენია, რუანდა, ტანზანია და უგანდა აპირებს. ისინი აღმოსავლეთ აფრიკის თანამეგობრობაში შედიან. სწორედ აღნიშნული ორგანიზაციის ინიციატივაა მეორადი ტანსაცმლის იმპორტის აკრძალვა. ამის შესახებ "ბი-ბი-სი" იტყობინება.

ნათია ლომიძე
05.03.2016

 საქართველოში კარგა ხანია არსებობს ისეთი პროფესიული კოლეჯები, რომლებიც არა მარტო აბიტურიენტებს, არამედ მე-9 კლასიდან მე-12 კლასამდე სკოლადამთავრებულებსაც იღებენ სასწავლებლად. კოლეჯებში მათ ეძლევათ საშუალება, დაეუფლონ სხვადასხვა სახის პროფესიას. არის ისეთი სასწავლებლებიც, რომლებიც მსურველებს სრულიად უფასოდ სწავლის საშუალებას აძლევს. ბოლო დროს ასეთი კოლეჯების პოპულარობა თვალსა და ხელს შუა გაიზარდა.

ლიკა გურაბანიძე
05.03.2016

 ექიმების თქმით, სრულყოფილი ფუნქციონირებისათვის კანი კარგად უნდა იყოს დატენიანებული. წყალი შეადგენს კანის 70 პროცენტს, ხოლო კანის ზედაპირული რქოვანა შრის 10-20 პროცენტს. რქოვანაშრის ფუნქცია მისი ქვემდებარე ქსოვილების დაცვაა.

ნინო ქეთელაური
04.03.2016

 იყო შემთხვევა, როდესაც ამოუცნობი საფრენი ობიექტი სვეტიცხოვლის თავზე გაჩერდა, ის ასევე აეროპორტის თავზეც გამოჩენილა და მწყობრიდან გამოუყვანია ყველა ელექტროობა, მისი გამოჩენის შემდეგ, ადამიანიც გამქრალა და უკან დაბრუნებულს მხარზე ოპერაციის კვალი აღმოჩენია - ამ ფაქტების შესახებ "რეზონანსს" პროფესორი გიგლა გობეჩია უყვება.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×