ლიკა გურაბანიძე 03.03.2016
მზის სხივებს სარგებელთან ერთად, ზიანის მოტანა რომ შეუძლია, ამის შესახებ ბევრმა არ იცის. კერძოდ ის, თუ რამდენად მავნებელია მზის ულტრაიისფერი სხივები თვალებისთვის და მხედველობისთვის. მზის სხივებს შეუძლია გამოიწვიოს თვალის როგორც გარე, ზედაპირული, ასევე ღრმა დაზიანება და პრობლემები.
|
რეზონანსი 03.03.2016
სსიპ "ტექნოლოგიური განვითარების ფონდში" პროექტის "თბილისის საუნივერსიტეტო კლასტერი" ფარგლებში, ჰოლანდიის ქალაქ როტერდამის ერასმუსის უნივერსიტეტის წარმომადგენლები ტგფ-ის უფროსის მოადგილემ შოთა საღრიშვილმა და ინოვაციების ტექნოლოგიური განვითარების სამსახურის მთავარმა სპეციალისტმა ნინა სამარგულიანმა მიიღეს.
|
მარიამ აფციაური 02.03.2016
ბოლო პერიოდში სახელმწიფოსგან ერთჯერადი დახმარების მიღების მსურველთა რაოდენობა მატულობს. რესპონდენტებმა ჩვენთან საუბრისას მიმართვის მატების მიზეზად უმუშევრობის მატება, შემოსავლების შემცირება და დანახარჯების ზრდა დაასახელეს. განსაკუთრებით დიდია იმ განცხადებების რაოდენობა, რომლებსაც სოციალურად დაუცველის სტატუსს მიღმა დარჩენილები სხვადასხვა უწყების მისამართით წერენ.
|
მაკა ხარაზიშვილი 02.03.2016
მთავრობამ უკან დაიხია, გლეხებისთვის მიწების რეგისტრაცია გამარტივდება. ცვლილებები შევა მთავრობის მიერ შემუშავებულ კანონპროექტში, შემუშავდება მიწების აზომვის ერთიანი სტანდარტი.
|
მარი ჩიტაია 02.03.2016
თბილისის მეტროს თანამშრომლებმა სამუშაო პირობების გაუმჯობესებისა და შრომის ანაზღაურების გაზრდის მოთხოვნით აქცია გამართეს. ტყიბულელი მეშახტეების გაფიცვა და ხმაურიანი პროტესტი მეტროს თანამშრომელთათვის მაგალითი აღმოჩნდა. "თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში" აცხადებენ, რომ განიხილავენ მეტროპოლიტენის მემანქანეებისა და დასაქმებულთა მოთხოვნებს და პოზიციას დროულად დააფიქსირებენ.
|
ელზა წიკლაური 01.03.2016
საწვავის გაიაფების მიუხედავად, საქართველოში მგზავრობის ტარიფი არ შემცირებულა. მოსახლეობა როგორც დედაქალაქში, ისევე რეგიონებში გადაადგილებისას ისევ იმდენს იხდის, რასაც თუნდაც 2 წლის წინ, როდესაც ბენზინის და დიზელის ღირებულება 2 ლარს აჭარბებდა. დღეს კი ერთი ლიტრი საწვავის ღირებულება 1,10-1,30 ლარის ფარგლებში მერყეობს. კომპანიებში ამბობენ, რომ დღეს არსებული ტარიფის შემცირებაც უჭირთ, გაიაფებაზე კი საუბარი საერთოდ ზედმეტია.
|
მარი ჩიტაია 01.03.2016
საგაზაფხულო სამუშაოების მოახლოებასთან ერთად, სეზონურ მუშახელზე მოთხოვნამ მოიმატა. რეგიონებში ამბობენ, რომ თადარიგს უკვე იჭერენ, რადგან სეზონზე მუშის დაქირავება გაუჭირდება. ფასში სხვაობა დიდად არ შეიმჩნევა, თუმცა მძიმე სამუშაოების შესრულება წელს გაცილებით ძვირია და ზოგიერთ რეგიონში 1 დღის გასამრჯელომ 50 ლარს გადააჭარბა. შარშან ხალხი ფულს იხდიდა და მუშას ვერ შოულობდა, რადგან მოთხოვნა დიდი იყო.
|
მარიკა გოგოხია 01.03.2016
საჯარო სკოლების უმეტეს ნაწილში მახინჯ ტრადიციას არ ღალატობენ და ფულის შეგროვებას აგრძელებენ. რამდენიმე წლის წინ მას "ფონდის ფული" ერქვა. ამჯერად შეგროვების ფორმა აბსოლუტურად უცვლელი დარჩა, თანხა გროვდება ყველაფერზე: ჰიგიენური საშუალებების შესაძენად, დამლაგებლისთვის, ფარდისთვის (უმეტესწილად, სასწავლო წლის დასაწყისში), დღესასწაულებზე პედაგოგის საჩუქრისთვის, დაბადების დღეებზე და სხვა.
|
მაკა ხარაზიშვილი 01.03.2016
მოსახლეობა დაუბეგრავი მინიმუმის მიღებას წელსაც ელოდება. მთავრობამ კი 2013 წელს მიღებული გადაწყვეტილება 2014 წლის ბოლოს უცერემონიოდ გააუქმა. ეს არ ნიშნავს, რომ მოსახლეობის კეთილდღეობის დონე შეიცვალა ან საშემოსავლო გადასახადის განაკვეთი დაპირებისამებრ შემცირდა. უბრალოდ, ხელისუფლება მიხვდა, რომ 2 წელიწადში, ამ პოპულისტური გადაწყვეტილების გამო, ბიუჯეტიდან ასეულობით მილიონი ლარი წყალში ტყუილად გადაყარა. მძიმე სოციალურ ყოფაში ჩარჩენილი მოსახლეობისთვის კი ეს დახმარებაც შვება იყო.
|
გვანცა ღვედაშვილი 29.02.2016
თბილისში ცხოვრების ხარისხის მაჩვენებელი მსოფლიოს ქალაქებს შორის საკმაოდ დაბალია. ამერიკული სააგენტო "მერსერის" 2016 წლის კვლევამ აჩვენა, რომ მსოფლიოს 230 მსხვილ ქალაქს შორის თბილისი ცხოვრების ხარისხის მიხედვით 188-ე ადგილს იკავებს.
|
ნათია ლომიძე 27.02.2016
საქართველოს ბაზარზე არსებული ბრენდული მაღაზიების უმრავლესობას ახალი შეთავაზება აქვს თავიანთი კლიენტიებისათვის, ბოლო რამდენიმე თვეა, მომხმარებელოს შეუძლია სუსურველი ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის განვადებით შეძენა. ბევრი აღნიშნული შეთავაზებით კმაყოფილია, რადგან მათთვის მაღაზიებში არსებული ძვირადღირებული ნივთები უკვე ხელმისაწვდომია.
|
ლიკა გურაბანიძე 27.02.2016
მეცნიერული კვლევები ამტკიცებენ, რომ გარეთ ნაცვამი ფეხსაცმლით სახლში შესვლა მავნებელია, რადგან ფეხსაცმელს ქუჩიდან უამრავი ბაქტერია შეაქვს.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|