მარი ჩიტაია
26.02.2016

გაზზე მომუშავე მანქანების შემოწმების ვალდებულება 2017 წლამდე გადაიდო. როგორც სპეციალისტები ამბობენ, აირბალონიანი მანქანების შემოწმებისთვის ქვეყანა ვერც მომავალი წლიდან იქნება მზად, რადგან ამ პროცესისთვის აბსოლუტურად მოუმზადებელია. ელემენტარულად არ არსებობს სპეციალური დაწესებულება, სადაც ავტომობილების ტექნიკური შემოწმება უნდა მოხდეს. მძღოლებისთვის უცნობია ისიც, სად უნდა გაიარონ შემოწმება და სად უნდა მიიღონ შესაბამისი სერტიფიკატი, რაც სულ მცირე 80-100 ლარი დაუჯდებათ.

ლიკა გურაბანიძე
26.02.2016

 გრიპის ვირუსი იშვიათად იწვევს ავადმყოფის დაღუპვას და ლეტალური შედეგი ძირითადად მისი თანმდევი გართულებების გამო დგება. ყველაზე ხშირია პნევნომია, ანუ ფილტვების ანთება.

მარიამ აფციაური
25.02.2016

 მთავრობის ინიცირებულ კანონპროექტს, მიწის ნაკვეთების დარეგისტრირების საკითხს გლეხების დიდი ნაწილი ეჭვის თვალით უყურებს. "რეზონანსმა" მცირე სახის გამოკითხვის ჩატარების შედეგად გაარკვია, რომ ძალიან ბევრს მიწის ნაკვეთი გაფორმებული არ აქვს. რაიონში მცხოვრებთაგან თითქმის ყველას აქვს შიში, რომ ამ პროცესის შედეგად კუთვნილი ნაკვეთები დაეკარგებათ.

მარიამ აფციაური
24.02.2016

 ჰიბრიდულ ავტომობილებზე მოთხოვნა იზრდება. რესპონდენტები ამის მიზეზად ეკონომიურობასა და ეკოლოგიურობას ასახელებენ. მძღოლებმა, მათ შორის "ტაქსისტებმა", "რეზონანსთან" საუბრისას მთავრობის ინიციატივა, ავტომობილებზე შეღავათების დაწესებაც შეაფასეს. მათი თქმით, ჰიბრიდი ძვირად ღირებული ავტომობილია და განბაჟების წესის შეცვლა მანქანის გაიაფებას და მყიდველების კიდევ უფრო დაინტერესებას გამოიწვევს.

მაკა ხარაზიშვილი
24.02.2016

 "თბილისი განწირული ქალაქია, სადაც აშენებული კორპუსები შეიძლება, მალე ჩამოინგრეს", - ასეთ დასკვნას აკეთებენ სპეციალისტები, რომლებმაც წლების წინ მშენებარე სახლების ბეტონის სიმტკიცე შეამოწმეს და სავალალო შედეგი მიიღეს. მაშინ, როდესაც კორპუსის მშენებლობისას ბეტონის სიმტკიცე 300 მარკას უნდა შეესაბამებოდეს, ყველა შემოწმებული ობიექტში ეს მაჩვენებელი 150-ის დონემდე იყო. უფრო მეტიც, ქობულეთის ქუჩაზე მდებარე სახლის ბეტონის სიმტკიცე 100 მარკაზე ქვევით აღმოჩნდა. ასეთი სახლები 20-25 წლის შემდეგ დაშლას დაიწყებს. ამ ვადის ნახევარზე მეტი კი უკვე გასულია.

მარი ჩიტაია
23.02.2016

 ქართველი მომხმარებელი გაყინულ პროდუქტს მასობრივად მოიხმარს. რესტორნები, სწრაფი კვების ობიექტები და ნახევარფაბრიკატების მწარმოებელი საწარმოები, ძირითადად, სწორედ იმპორტირებულ ხორცს იყენებენ. დახლებზე ასეთი პროდუქტის საკმაოდ მრავალფეროვანი არჩევანია და მოთხოვნაც თითქმის ყოველდღიურად მატულობს.

მარი ჩიტაია
23.02.2016

ბოლო დროს თბილისში იაფი ტანსაცმლის მაღაზიები შესამჩნევად მომრავლდა. ზოგ შემთხვევაში ფასი იმდენად მიზერულია, რომ მაღაზიას წამახალისებელი აქციის მოწყობა არც სჭირდება, სიიაფე ისედაც იზიდავს მომხმარებელს.

მაკა ხარაზიშვილი
23.02.2016

 ტყიბულელი მაღაროელები გაფიცვას არ წყვეტენ და ფართომასშტაბიანი აქციებით იმუქრებიან. მათი მოთხოვნა ხელფასების მომატება და სამუშაო პირობების შექმნაა. "ჯი-აი-ჯი ჯგუფში" კი აცხადებენ, რომ გაფიცულების მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებენ.

გვანცა ღვედაშვილი
22.02.2016

 კანონპროექტი, რომლის მიხედითაც მომხმარებელს შესაძლებლობა ეძლევა, ნაყიდი პროდუქცია უკან დააბრუნოს, პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტმა წარმოადგინა. მიუხედავად იმისა, რომ ჯერჯერობით არ არის ცნობილი, თუ როდის მიიღებენ კანონპროექტს, აღსანიშნავია, რომ ინიციატივა მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიზნით შეიქმნა, რადგან დღეს არ არსებობს კანონი, რომელიც მომხმარებლის უფლებებს დაიცავს.

ლიკა გურაბანიძე
20.02.2016

ცნობილმა ბრიტანულმა გამოცემა "ეკონომისტმა" საქართველო, გამომცემელი წიგნების რაოდენობის მიხედვით, მსოფლიოს ყველაზე წიგნიერი ქვეყნების ხუთეულში დაასახელა. რეიტინგში, რომელიც 2013 წლის მონაცემებს ეყრდნობა, საქართველოს მხოლოდ დიდი ბრიტანეთი, სლოვაკეთი, ტაივანი და ესპანეთი უსწრებენ.

ნათია ლომიძე
20.02.2016

 საქართველოში საბანკო სესხის გამოტანის უმთავრესი მიზანი რომ მხოლოდ ბიზნესის წამოწყება არაა, ნათლად ჩანს იმ ხალხის პრობლემებიდან, რომლებმაც კრედიტი არამიზნობრივად გამოიტანეს. ისინი კარგა ხანია, გადახდის მხრივ პრობლემის წინაშე აღმოჩნდნენ. ბოლო პერიოდში, ეკონომიკური სიდუხჭირის გამო, მომხმარებლები ისეთი არასაჭირო სესხის აღებისაგან თავს იკავებენ, როგორიცაა სახლის რემონტი, დასვენება ქვეყნის ფარგლებს გარეთ, ქორწილი და სხვა. გადახდისუნარიანი მსესხებელთა რიცხვმა საგრძნობლად იკლო.

ლიკა გურაბანიძე
20.02.2016

 ექიმები დიდ ყურადღებას უთმობენ ჰელოტოლოგიას (ბერძ. "ჰელოტოს" - სიცილი, "ლოგია" - მეცნიერება), ანუ სიცილის თერაპიას. სიცილის თერაპიის ფუძემდებელია ამერიკელი ჟურნალისტი ნორმან კოზისი. კოზისი ისტორიაში შევიდა როგორც "ადამიანი, რომელმაც სიკვდილიც კი გააცინა". მან 70-იანი წლების დასაწყისში ექსპერიმენტი ჩაატარა საკუთარ თავზე - იგი რამდენიმე თვის განმავლობაში მხოლოდ კომედიური ჟანრის ფილმებს უყურებდა. როგორც კოზისი ირწმუნება, სიცილის თერაპიის სეანსების შემდეგ მისი ჯანმრთელობა საგრძნობლად გაუმჯობესდა, კერძოდ, გათავისუფლდა სახსრების ტკივილისგან.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×