ნინო ქეთელაური 10.02.2016
თბილისის 7-მდე პარკი შადრევნებიდან გადმოღვრილი წყლით მოირწყვება. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისი მერიამ მას შემდეგ მიიღო, რაც კომპანია "თბილისის შადრევნების" დამფუძნებელმა, მოქანდაკე ირაკლი ჟვანიამ მერიას შადრევნების წყლის გამოყენებისკენ მოუწოდა.
|
მარი ჩიტაია 10.02.2016
ლარის გაუფასურების პარალელურად, უბნის მაღაზიებში ნისიების რაოდენობა კატასტროფულად მატულობს. მაღაზიების მფლობელები არ მალავენ, რომ ბრუნვა გაუნახევრდათ. ზოგიერთ მათგანს კი იმდენად გაუჭირდა, რომ დაიხურა ან დახურვის ზღვარზეა.
|
მარიამ აფციაური 10.02.2016
მოსახლეობის დიდ ნაწილს კომუნალური გადასახადები გაეზარდა. მათი ანგარიშით, სხვაობა შარშანდელ ზამთრის სეზონათან შედარებით, 15-20%-ია. რესპონდენტები დენის გაძვირების გარდა, სამომხმარებლო პროდუქტზე ფასის მატებასაც უჩივიან. პარალელურად მცირე და საშუალო ბიზნესისთვის კომუნალური ტარიფების მატება საკვების ფასზე აისახება.
|
რეზონანსი 09.02.2016
დღეიდან, 8 თებერვლიდან PSP-ში 97 მედიკამენტი მნიშვნელოვნად გაიაფდა.
მომწოდებლებთან ხანგრძლივი მოლაპარაკებების შედეგად, „World Medicine” და “Rotapharm”-ის მედიკამენტების უდიდესი ნაწილის გაიაფებაზე შეთანხმება მოხდა, მათ შორის როტაცეფი (30%), ვენოდიოლი (25%), რეიტოილი (42%) და ა.შ.
|
ელზა წიკლაური 09.02.2016
კანონი, რომელიც მაყურებელს მომაბეზრებელი სარეკლამო-საანონსო "ჭრისგან" დაიცავდა, რეალურად მხოლოდ რეკლამის შემთხვევაში სრულდება. ზოგიერთი გადაცემის მსვლელობისას ე.წ. "ჭრა" ხშირ შემთხვევაში 15 წუთს გრძელდება, რა დროსაც, ძირითადად, თურქულ-ინდურ-რუსული სერიალების ანონსები გადის. მართალია, ამით ტელევიზიები კანონს არ არღვევენ, თუმცა რიგით მაყურებელს ეს დიდ დისკომფორტს უქმნის.
|
მარი ჩიტაია 09.02.2016
ბოლო რამდენიმე თვეა, 50-100 ლარის ფარგლებში მოიმატა ძიძის, ოჯახში დამხმარის, მოხუცის მომვლელის და დამლაგებლის ანაზღაურებამ. დასაქმების კომპანიები მიზეზად ლარის გაუფასურებას მიიჩნევენ და ამბობენ, რომ მაღალშემოსავლიანი ადამიანების გარდა, ყველა ცდილობს დამხმარეზე უარი თქვას.
|
ნათია ლომიძე 06.02.2016
ზამთარი ის პერიოდია, როდესაც გათბობა ოჯახის ნომერ პირველი საზრუნავია. წლევანდელი წელი ამ მხრივ განსხვავებულია. როგორც ირკვევა, ხალხი ცდილობს, სხვა პირველადი მოხმარების საგნებთან ერთად, უარი თქვას გათბობაზეც და ამ მხრივ ეკონომია გააკეთოს. მათი შემოსავალი ვერ უძლებს იმ ხარჯს, რაც ყოველთვიურად კომუნალური გადასახადების სახით აქვთ დასაფარი.
|
ლიკა გურაბანიძე 06.02.2016
პედიატრები თვლიან, რომ აუცილებელია მშობელთა გათვითცნობიერება ოჯახში საკვების რაციონის არჩევასთან და სახლის პირობებში საკვების მომზადებასთან დაკავშირებით, რათა მაქსიმალურად იქნას შემცირებული ბავშვთა წონაში მატების რისკი.
|
ლიკა გურაბანიძე 04.02.2016
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით, დღე-ღამეში 2-3 ლიტრი წყლის სმა სასურველია. თუმცა ეს მაჩვენებელი წელიწადის დროის მიხედვით იცვლება - ცხადია, ზაფხულში გაცილებით მეტი სითხე უნდა მივიღოთ, ვიდრე ზამთარში.
|
ელზა წიკლაური 03.02.2016
ეროვნული ვალუტა ისევ მაღლა მიცოცავს. მთავრობაშიც და ეროვნულ ბანკშიც ლარის მერყეობას ჩვეულ მოვლენას უწოდებენ და ერთ-ერთ მთავარ მიზეზად გარე ფაქტორებს ასახელებენ. ხალხი კი აღშფოთებულია და მიიჩნევს, რომ კურსის შესაჩერებლად არავინ არაფერს აკეთებს. შესაბამისად, მოსახლეობის დიდი ნაწილი ლარის კიდევ უფრო გაუფასურებას არ გამორიცხავს.
|
მარიამ აფციაური 03.02.2016
სახელმწიფოს მიერ სრულად დაფინანსებულ მიმართულებებზე მოთხოვნა ყოველწლიურად იზრდება. სტუდენტები ამის მთავარ მიზეზად ფინანსურ შეღავათს ასახელებენ. ბევრი სპეციალობის არჩევისას ამა თუ იმ დარგის მიმართ საკუთარ ინტერესზე მაღლა ნულოვან გადასახადს აყენებს. რესპონდენტთა ნაწილი პროგრამას კრიტიკულად აფასებს. ზოგიერთი ე.წ. ნაკლებად მოთხოვნადი ფაკულტეტის კურსდამთავრებული საკუთარი პროფესიით დღემდე ვერ შოულობს სამსახურს.
|
ელზა წიკლაური 02.02.2016
კომერციული ბანკების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისა თუ კერძო მევახშეების მიერ დასაკუთრებული უძრავი ქონების რაოდენობამ 4 წლის განმავლობაში რამდენიმე ათასს გადააჭარბა. 2011-14 წლებში საცხოვრებელი სახლი 7470-მა ოჯახმა დაკარგა და კიდევ ბევრს საფრთხე ჯერაც ემუქრება. უფრო მეტია იმ ადამიანების რიცხვი, რომელთაც ვალის გამო სხვადასხვა ტიპის ქონების იძულებით გასხვისება მოუწია. დღესდღეობით მოვალეთა რაოდენობა 146 ათასს აჭარბებს.
|