ნინო ქეთელაური
19.02.2016

"მე და საზოგადოება," - ეს იმ სახელმძღვანელოს სახელწოდებაა, რომლის სასწავლო გეგმა ჯერ კიდევ არ არის დამტკიცებული, თუმცა მის გარშემო აჟიოტაჟი არ წყდება. როგორც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში აცხადებენ, ეს იქნება სახელმძღვანელო, რომლის მიზანი მოსწავლის პიროვნული და ღირებულებათა სისტემის განვითარებაა.

მარიამ აფციაური
17.02.2016

 თბილისის გადამდებ დაავადებათა ეპიდზედამხედველობისა და კონტროლის მუნიციპალური ცენტრის ინფორმაციით, დედაქალაქში დაახლოებით 1500 სალონია. შემოწმების პროცესში როდის ან სად შევლენ პირობების გასაცნობად, კერძო სექტორის არც ერთი წარმომადგენლისთვის არ იქნება ცნობილი. მომხმარებელი კონტროლის გამკაცრებას დადებითად აფასებს. ისინი ამბობენ, რომ შემოწმების შემდეგ თავს მეტად დაცულად გრძნობენ.

მარი ჩიტაია
17.02.2016

ხე-ტყის ლიცენზიანტების დაუდევრობით თბილისში სასმელი წყალი ბინძურდება. ღია გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ტსელის (სუტტ) ინფორმაციით, საფრთხე მდინარე ფშავის არაგვის მარჯვენა შენაკადის, კისხევის სათავეებთან მიმდინარე ჭრის გამო შეიქმნა. როგორც ორგანიზაციაში განმარტავენ, ლიცენზიანტები სატყეო გზად მდინარის კალაპოტს იყენებენ და მძიმე ტექნიკა დადის იმ მდინარეში, რომელიც თბილისს სასმელი წყლით ამარაგებს.

მარი ჩიტაია
16.02.2016

კერძო დაზღვევის მომხმარებლებს პოლისის მომსახურებასთან დაკავშირებით პრობლემა აქვთ. მათი უმრავლესობა დროულად ვერ იხდის გადასახადს და სადაზღვევო კომპანიასთან ხელშეკრულების შეწყვეტა ვადაზე ადრე უწევს. პრობლემა განსაკუთრებით იმ კატეგორიის დაზღვეულებს აქვთ, რომლებიც საყოველთაო ჯანდაცვაზე მიბმული მომსახურებით სარგებლობენ.

ლიკა გურაბანიძე
15.02.2016

 "ალისა და ნინოს" ქანდაკება, რომელიც ბათუმის სანაპიროს ბულვარშია განთავსებული, რუსული ტურისტული პორტალის "ნგს ტურიზმ"-ის მიხედვით, მსოფლიოს ყველაზე ცნობილი რომანტიკული ძეგლების ათეულში მოხვდა. ქანდაკების ავტორი ქართველი მოქანდაკე თამარ კვესიტაძეა.

ლიკა გურაბანიძე
15.02.2016

 ალბერტ აინშტაინის ფარდობითობის თეორია დადასტურებულია. რამდენიმე ქვეყნის მეცნიერთა ჯგუფმა ობსერვატორიული დეტექტორების საშუალებით ლაბორატორიულ პირობებში, გრავიტაციული ტალღების დაფიქსირება პირველად შეძლო, რომელიც დედამიწიდან მილიარდზე მეტი სინათლის წელიწადის დაშორებით ორი შავი ხვრელის შეჯახებამ გამოიწვია. გრავიტაციული ტალღები ჯერ ერთმა ობსერვატორიამ დააფიქსირა, 7 მილიწამში კი - მეორემ.

ნათია ლომიძე
13.02.2016

 საქართველოში, მძიმე ეკონომიკური ფონის გამო, სტუდენტების ნაწილი სწავლას წყვეტს. ისინი იძულებულნი არიან საარსებო საშუალებისთვის სამსახურის ძებნას შეუდგნენ, რაც ხშირ შემთხვევაში, არასასურველი შედეგით სრულდება. მათთვის დასაქმების შანსიც ისეთივე მცირეა, როგორც სწავლის გაგრძელების პერსპექტივა ფინანსების გარეშე. სტუდენტები ფიქრობენ, რომ სახელმწიფოს აღნიშნული საკითხის დარეგულირება შეუძლია და თხოვნით მიმართავენ, რომ გადადგან გარკვეული ნაბიჯები, რაც სტუდენტებს სწავლის გაგრძელების საშუალებას მისცემს.

ლიკა გურაბანიძე
13.02.2016

 მეცნიერების თქმით, ბოლო პერიოდში ბავშვთა და მოზარდთა ნერვულ-ფსიქიკურმა მძიმე მდგომარეობამ მაღალ დონეს მიაღწია. ფსიქოლოგთა უმრავლესობა ბავშვების ნევროტულ რეაქციას არასწორ აღზრდას მიაწერს.

მარი ჩიტაია
12.02.2016

 არაოფიციალური სტატისტიკით, დედაქალაქში ყოველ 14 მგზავრზე 1 ტაქსი მოდის. ეს საკმაოდ უცნაური მაჩვენებელია. ამგვარი კონკურენციის გამო "ტაქსისტების" შემოსავალი თვალსა და ხელს შუა მცირდება.

მარიამ აფციაური
11.02.2016

 თბილისელების უმეტესობას გვიან ღამით გადაადგილება უჭირს. სწორედ ამიტომ გამოკითხულთა ნაწილი ავტობუსების განგრიგის გადახედვას და ცვლილების შეტანას ითხოვს. მათი აზრით, დედაქალაქის მერიას ახალი ავტობუსების დამატების შემდეგ ამის საშუალება ექნება. თავად მერიაში "რეზონანსს" განუცხადეს, რომ ავტოპარკის განახლებამდე ამ სახის ცვლილება არ მოხდება.

სალომე სარიშვილი
11.02.2016

 იუსტიციისა და ჯანდაცვის სამინისტროს ერთობლივი საკანონმდებლო ინიციატივის თანახმად, ბავშვზე ძალადობის შემთხვევაში სოციალურ მუშაკს უფლებამოსილება ენიჭება, ბავშვი მოძალადე ოჯახის წევრისგან განაცალკევოს. ამ ინიციატივას დადებითად აფასებენ ბავშვთა უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციები, თუმცა ამბობენ, რომ ასეთ შემთხვევაში მნიშვნელოვანი კანონის აღსრულების რეალური მექანიზმის შექმნაა.

მარიამ ხიდაშელი
11.02.2016

არარეგისტრირებული სასოფლო-სამეურნეო მიწების სახელმწიფოს მიერ დასაკუთრების შესაძლებლობა ამჯერად ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ გააპროტესტა და კანონპროექტთან დაკავშირებით საკუთარი დასკვნა პარლამენტს წარუდგინა. იურისტები იზიარებენ სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პოლიტიკოსთა ნაწილის მოსაზრებას, რომ მთავრობის ინიციატივა კერძო საკუთრების ხელყოფის საფრთხეს ქმნის.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×