მარი ჩიტაია
02.02.2016

 სამომხმარებლო ბაზარზე იმპორტული ხილ-ბოსტნეულის სიჭარბეა. ქართული პროდუქტი დახლებიდან იმაზე ადრე გაქრა, ვიდრე ეს მოსალოდნელი იყო. აგრარული სექტორის წარმომადგენლები მიზეზად ექსპორტის ზრდას მიიჩნევენ, განსაკუთრებით რუსეთის მიმართულებით, რაც თურქეთის მიმართ დაწესებულ ემბარგოს უკავშირდება.

ელზა წიკლაური
02.02.2016

საყოველთაო ჯანდაცვა, მიუხედავად ეროვნული ვალუტის დევალვაციისა, 2016 წელს არ გაძვირებულა. როგორც ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, კლინიკებს ამა თუ იმ სამედიცინო მომსახურებაზე კალკულაციის კორექტირების თხოვნით ამ დრომდე არ მიუმართავთ. 2015 წელს ინფლაციის მაჩვენებელმა ჯანდაცვაში 10%-საც კი გადააჭარბა.

სალომე სარიშვილი
02.02.2016

მომატებული გრიპის ვირუსების ფონზე მოსახლეობა პანიკის ზღვარზეა. ეს განსაკუთრებით დედაქალაქში იგრძნობა - თბილისის ქუჩებსა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მრავლად შეამჩნევთ რესპირატორიან (დამცავი ნიღაბი) ხალხს, ბევრი კი ცდილობს ვირუსი არ გაავრცელოს, ამიტომ სახლიდან გასვლისგან თავს მაქსიმალურად იკავებს.

ლიკა გურაბანიძე
01.02.2016

 2011 წელს კოლუმბიისა და ჰარვარდის უნივერსიტეტების სტუდენტებში კვლევა ჩაატარეს. მკვლევართა ჯგუფმა ტენდენციას, დავივიწყოთ ისეთი ინფორმაცია, რაც ადვილად შეგვიძლია ვიპოვოთ ინტერნეტში "გუგლის" (Google - საძიებო სისტემა) ან სხვა საძიებო სისტემების მეშვეობით, "გუგლის ეფექტი" უწოდა. კვლევის მიხედვით, ადამიანები ნაკლებად იმახსოვრებენ ისეთ დეტალებს, რისი პოვნაც ინტერნეტის მეშვეობით შეუძლიათ.

სალომე სარიშვილი
01.02.2016

სააფთიაქო ნარკომანია ქვეყნის მასშტაბით კვლავ უმწვავეს პრობლემად რჩება. მიუხედავად ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დაწესებული მკაცრი რეგულაციებისა და ფარმაცევტული კომპანიების პერმანენტული შემოწმებისა, ურეცეპტოდ გაცემულ ფსიქოტროპულ მედიკამენტებზე სამართალდარღვევები მაინც ხშირია, რასაც თავად სამინისტროც ადასტურებს.

ნათია ლომიძე
30.01.2016

 ეროვნული ვალუტის მკვეთრად გაუფასურების გამო, ხალხი დღეს უკვე არა ეროვნულ ბანკს და მის პრეზიდენტს, არამედ მთავრობას ადანაშაულებს. მათი აზრით, ხელისუფლება მაღლა მცოცავი კურსის შესაჩერებლად არაფერს აკეთებს, რაც ეროვნული ბანკის მიერ გატარებული პოლიტიკის ხელშეწყობას ნიშნავს.

ლიკა გურაბანიძე
30.01.2016

 მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, დედამიწაზე ყოველ მეხუთე ადამიანს ზამთრის დადგომასთან ერთად სრულიად უმიზეზოდ უფუჭდება გუნება-განწყობა და უხშირდება სხვადასხვა დაავადება. მეცნიერული კვლევებით დადასტურებულია, რომ არასასურველ ემოციურ მდგომარეობას ქალები მამაკაცებზე 2-ჯერ ხშირად განიცდიან.

მარიამ აფციაური
30.01.2016

ინტერნეტსივრცეში გავრცელებულ ვიდეორგოლს, რომელზეც ასახული იყო სომეხი ქორეოგრაფების მიერ შესრულებული ქართული ცეკვა "დაისი", დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა. ქართული ცეკვის სომხურად წარმოჩენამ საზოგადოების გულისწყრომა გამოიწვია. ეს ფაქტი უპასუხოდ არც საქართველოს ქორეოგრაფიის მოღვაწეთა შემოქმედებით კავშირს დაუტოვებია. ისინი მაშინვე დაუკავშირდნენ კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტროს და ხარვეზების გამოსასწორებლად საკუთარი ხედვა შესთავაზეს.

მარი ჩიტაია
29.01.2016

 ტაქსის მძღოლებს რეგულაცია დაუწესდებათ. თბილისის მერიაში ამ მიმართულებით ცვლილებებს იხილავენ და სატაქსო კომპანიებთან შეხვედრა გამართეს. სპეციალისტების შეფასებით, ახალი რეგულაციის შემოღება უსაფრთხოების თვალსაზრისით, აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილებაა.

ელზა წიკლაური
29.01.2016

 ეროვნულ ვალუტაში გაცემული სესხების ნაწილს კომერციული ბანკები მომხმარებლებს დოლარის კურსის შესაბამისად ახდევინებენ, რაც გაუფასურებული ლარის ფონზე მოქალაქეებს მძიმე ტვირთად აწვება. მსესხებელი ვალის გასტუმრებას ვერ აუდის და ღატაკდება. ამ დროს კი საბანკო სექტორის წმინდა მოგებამ შარშან რეკორდულ მაჩვენებელს, ნახევარ მილიარდ ლარს გადააჭარბა.

ლიკა ამირაშვილი
28.01.2016

თბილისის საბავშვო ბაღებში სწავლა პირველ თებერვლამდე შეწყდა. ამის მიზეზი დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული რეკომენდაცია გახდა, რომლის თანახმადაც, თუ გაცდენების მაჩვენებელი 20%-ს აჭარბებს, სწავლა მინიმუმ რამდენიმე დღით უნდა შეწყდეს.

მარიამ აფციაური
28.01.2016

 მომხმარებლები ბანკებისგან უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხების გადახედვას ითხოვენ. ეროვნული ვალუტის გაუფასურებამ ისინიც დააზარალა, ვისაც სესხი ლარში აქვს გამოტანილი. სავალუტო კრიზისის ფონზე ხალხი კერძო სექტორისგან ტვირთის შემსუბუქებას ითხოვს, თუმცა შარშანდელი ინიციატივის განმეორებას, ანუ სესხის ვადის გაგრძელებას ეწინააღმდეგებიან. რესპონდენტების თქმით, ამ ცვლილებამ ისინი კიდევ უფრო აზარალა, რადგან მათი ხარჯი გაიზარდა.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×