მარი ჩიტაია
28.01.2016

 დიდთოვლობამ რეგიონებში მოსახლეობას პრობლემა შეუქმნა. თითქმის ყველგან ხალხი წუხს, რომ საკვების მომარაგება ვერ მოასწრეს. უჭირთ პირუტყვის გამოკვებაც, რადგან გაძვირდა თივა და დამატებითი საკვების დეფიციტსაც განიცდიან. ამ მხრივ განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობა გურიასა და სამეგრელოს მთიან სოფლებში.

თიკო ოსმანოვა
27.01.2016

100 ათას მოსახლეზე ბოლო 3 კვირაში ლაბორატორიულად დადასტურებული ე.წ. ღორის გრიპის 332 შემთხვევა დაფიქსირდა. გარდაცვლილია 4 ადამიანი, სკოლებში შეწყვეტილია სწავლა, სპეციალისტები შემთხვევების მატებას კვლავ ვარაუდობენ, თუმცა ირწმუნებიან, რომ საგანგაშო არაფერია და მოსახლეობას დაცვის რეკომენდაციას აძლევენ.

მარიამ აფციაური
27.01.2016

 ლისის ტბის ფერდობზე 320-ადგილიანი სტუდენტური საცხოვრებლის მშენებლობა 2016 წელს დასრულდება. სტუდენტების ნაწილი აცხადებს, რომ ადგილების რაოდენობა ძალიან ცოტაა და ამ საცხოვრებლით პრობლემა ვერ მოგვარდება. თსუ-ს სტუდენტების ნაწილი საკუთარი ძალისხმევით და ადმინისტრაციის დახმარებით აპირებს "მაღლივი კორპუსის" ტერიტორიაზე 300 სტუდენტზე გათვლილი საცხოვრებელის აშენებას. მანამდე კი ნაწილს ბაგებში აუტანელ პირობებში ცხოვრება უწევს.

მაკა ხარაზიშვილი
26.01.2016

 მედიკამენტები ისევ გაძვირდა, ამჯერად რიგში დენის ტარიფი და პურია. წისქვილკომბინატებში აღნიშნავენ, რომ ისინი არსებულ ფასს ძველი მარაგის ხარჯზე ინარჩუნებენ. ახლო მომავალში ან ფქვილი უნდა გააძვირონ ან წარმოება გააჩერონ. სხვათა შორის, 3 მსხვილი წისქვილკომბინატი უკვე გაჩერდა და რამდენიმე ათეული ადამიანი უმუშევარი დარჩა. ამ ყველაფრის ფონზე ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ოლიმპიური სიმშვიდით ამბობს, რომ ლარის გაუფასურებაში საგანგაშო არაფერია.

მარიკა გოგოხია
26.01.2016

 კოსმეტიკურ კომპანიებთან დადებულ ხელშეკრულებები აუცილებლად უნდა გადაიხედოს. მათ მიერ დაგებულ მახეში ყოველდღიურად უამრავი ადამიანი ებმება. ამ სქემაში მონაწილეობენ ბანკებიც, რადგან სწორედ მათ მიერ დამტკიცებული განვადების გამოისობით მოქალაქეები ათასობით ლარს იღებენ ვალად. მათ შორის არიან გადახდისუუნარონიც, რადგან მოტყუებულ ადამიანებს შორის ბევრი ასაკით პენსიონერია.

ელზა წიკლაური
26.01.2016

ბოლო წელიწადნახევარში 43%-ით გაუფასურებულმა ლარმა მომხმარებლის მსყიდველუნარიანობა 5-15%-ით შეამცირა. უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში მნიშვნელოვნად გაუფასურდა რუსული რუბლიც და აზერბაიჯანული მანათიც. რუსეთში მოსახლეობის მსყიდველობითი უნარი 25%-ზე მეტად დაეცა, აზერბაიჯანში კი ჯერჯერობით მხოლოდ 5%-ით, თუმცა მედიის ინფორმაციით, ეს მაჩვენებელი, შესაძლოა, მალე მკვეთრად გაიზარდოს.

გვანცა ღვედაშვილი
23.01.2016

 ბოლო დღეებში გრიპის შეთხვევების რაოდენობამ მნიშვნელოვნად მოიმატა. როგორც დავაადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა, წინა კვირას 100 000 მოსახლეზე დაავადებულთა მაჩვენებელი 245-250-ს შეადგენდა, ახლა კი 273 გახდა. გამყრელიძე აღნიშნავს, რომ გაზრდილი მაჩვენებლის მიუხედავად, სიტუაცია საგანგაშო არ არის.

ნათია ლომიძე
23.01.2016

 საქართველოში ყოველ მეოთხე აბიტურიენტს კერძო რეპეტიტორი ამზადებს. საზოგადოებაში გავრცელებულია აზრი, რომ დამამთავრებელი კლასების მოსწავლეების უმეტესობა იმიტომ არ დადის სკოლაში, რომ ისინი ემზადებიან უნივერსიტეტში მისაღები გამოცდებისთვის. მოსწავლეები მასობრივად დადიან რეპეტიტორებთან, რაც იმის მანიშნებელია, რომ ისინი და მათი მშობლები უკმაყოფილო არიან სასკოლო განათლებით. ხშირად გაიგებთ, რომ სკოლა არ აძლევს ბავშვს მაღალი ხარისხის განათლებას და რეპეტიტორთან ნაკლის შევსება ხდება.

ლიკა გურაბანიძე
23.01.2016

 ზამთარში დღის ხანგრძლივობისა და მზის სინათლის ინტენსივობის კლებას ორგანიზმის ბიოლოგიური საათი ახალ სისტემაში გადაჰყავს. ექიმების თქმით, ზამთარში იმატებს მადა, კვების რეჟიმთან ერთად იცვლება ცხოვრების წესი, იკლებს ფიზიკური აქტივობა, იცვლება საკვები.

მარიამ აფციაური
22.01.2016

ტურისტული კომპანიების ნაწილს გარე ტურებზე მოთხოვნა შეუმცირდა. ზოგიერთს კი თურქეთსა და ეგვიპტეში აფეთქებების სერიის გამო, აღნიშნული მიმართულებით ტურის გაუქმება მოუხდა. საფრთხის გარდა, კომპანიებზე უარყოფითი გავლენა ეკონომიკურმა კრიზისმა, სავალუტო რყევამაც იქონია. ტუროპერატორებმა "რეზონანსთან" საუბრისას აღნიშნეს, რომ ტერაქტების გამო, ვიზიტორებმა თურქეთიდან და ეგვიპტიდან საქართველოში გადმოინაცვლეს.

ლიკა ამირაშვილი
21.01.2016

2014 წელს ქორწინების რაოდენობა 3 ათასით შემცირდა, საშუალო ასაკი კი გაიზარდა, აცხადებს "რეზონანსთან" საუბრისას დემოგრაფი ავთო სულაბერიძე.

ლიკა გურაბანიძე
21.01.2016

ბავშვებში, რომლებიც თვეში 12 ცალ სოსისზე მეტს მიირთმევენ, სისხლის ავთვისებიანი დაავადების - ლეიკემიის - განვითარების რისკი 9-ჯერ მეტია, ასკვნიან აშშ-ის სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტის მკვლევარები.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×