სალომე სარიშვილი 20.01.2016
 დაზიანებული წყლის მილები, უზარმაზარი ორმოები, ჭუჭყიანი გუბეები და ავარიების საფრთხე - ეს იმ პრობლემების მცირე ჩამონათვალია, რომელსაც გრიგოლ ფერაძის ქუჩაზე მცხოვრები მოსახლეობა უჩივის.
|
ლიკა ამირაშვილი 20.01.2016
საგზაო მოძრაობის ზოგიერთი წესის დარღვევისთვის ჯარიმა შეიძლება გამკაცრდეს. ამასთან დაკავშირებით კანონპროექტი პარლამენტში შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ უკვე ინიცირებულია და განხილვას ელოდება.
|
მარიამ აფციაური 20.01.2016
მსოფლიო ბაზარზე ნავთობის გაიაფება საქართველოზეც აისახა. უკვე რამდენიმე თვეა, საწვავზე ფასი მუდმივად მცირდება და უკვე 1 ლიტრი ბენზინი 1,40-1,45 ლარის ფარგლებშია. სამაგიეროდ, თანდათან მოიმატა ფასმა ავტოგაზზე და 1 კბ/მ დღესდღეობით 1,25-1,30 ლარის ფარგლებში იყიდება. მძღოლები დღევანდელი მდგომარეობიდან და სამომავლო პერსპექტივიდან გამომდინარე ფიქრობენ, რომ გაზის დამონტაჟება აუცილებელი აღარ არის, რადგან მალე ავტოგაზის ფასი ბენზინისას გაუტოლდება.
|
მარი ჩიტაია 20.01.2016
ასი ათასზე მეტმა ოჯახმა საქართველოში ქონება უკვე დაკარგა. საბანკო ვალების თუ უმუშევრობის გამო უამრავ ადამიანს ქონების დათმობა უწევს. მესაკუთრეები აღსრულებაზე გადაცემული ქონების მხოლოდ 20-25%-ის შენარჩუნებას ახერხებენ. მოვალეების 3/4 კი რეალურად კარგავს ქონებას.
|
მარი ჩიტაია 19.01.2016
მთის რეგიონებიდან ჩამოსული მოსახლეობის დიდი ნაწილი უკან დაბრუნებისთვის მზადაა. ადგილობრივები ამბობენ, რომ მიტოვებულ სახლებში დაბრუნება არ გაუჭირდებათ თუ ამისთვის ხელშემწყობი პირობები ექნებათ. ასე ფიქრობენ სპეციალისტებიც, რომელთა აზრითაც, მთის კანონის ამოქმედება ხალხს მშობლიურ გარემოში დაბრუნების სტიმულს შეუქმნის.
|
ელზა წიკლაური 19.01.2016
2016 წელი რამდენიმე ათასი ადამიანისთვის სამსახურის დაკარგვით დაიწყო. ჯერ იყო და თავდაცვის სამინისტროს საინჟინრო-სამშენებლო ბაზიდან 400 თანამშრომელი გაუშვეს, ახლა კი ჭიათურის მაღაროში დასაქმებული 3700 ადამიანი კარგავს სამსახურს. მართალია, ჭიათურის შემთხვევაში დამსაქმებელი კომპანია პირობას დებს, რომ მუშაობას მაისიდან განაახლებს, მაგრამ ჯერჯერობით ეს მხოლოდ პირობაა. 2015-ის მიწურულს სამსახური თბილისის სოცსააგენტოს 10 რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელმაც დაკარგა.
|
ლიკა გურაბანიძე 18.01.2016
მსოფლიოს მოსახლეობის თითქმის მესამედი შიმშილობს. ამის შესახებ საუბარია სასურსათო პოლიტიკის საერთაშორისო კვლევითი ინსტიტუტის დასკვნაში, რომელიც გასულ კვირას გამოქვეყნდა.
|
ნინო ქეთელაური 18.01.2016
საცობებისგან განტვირთვის მიზნით, სააკაძის მოედანზე შესაძლოა, შუქნიშნები დამონტაჟდეს, ხოლო პეკინისა და კოსტავას ქუჩებზე მოკლე გვირაბი მოეწყოს. აღნიშნულ ვარიანტებს საბურთალოს რაიონში საცობების პრობლემის მოსაგვარებლად თბილისის მერიას გერმანული საკონსულტაციო კომპანია სთავაზობს.
|
ნინო ქეთელაური 16.01.2016
საქართველოს საინტერნეტო მისამართების ქართულ ენაზე დარეგისტრირების უფლება მიენიჭა - ამის შესახებ ინფორმაციას საინფორმაციო ტექნოლოგების განვითარების ცენტრი ავრცელებს. აღნიშნულ საკითზე გადაწყვეტილება მინიჭებული სახელებისა და ნომრების ინტერნეტ-კორპორაციამ მიიღო და საქართველოს ოფიციალურად მიენიჭა უფლება, რომ "გე" დაბოლოებით, საინტერნეტო მისამართები მხედრული ანბანით დაწეროს.
|
ნათია ლომიძე 16.01.2016
ქვეყანაში შექმნილი ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, მოსახლეობის, ძირითადად, ახალგაზრდების უმრავლესობა ცდილობს საკუთარი საქმე წამოიწყოს. ასეთი აქტივობა დიდ თანხას არ უკავშირდება. ფინანსური კრიზისის გამო მცირე ბიზნესის დაწყებას ბევრი ვერ რისკავს, თუმცა არიან ადამიანები, რომლებიც ეროვნული ვალუტის გაუფასურებას არ უშინდებიან და თავიანთ მინი-წარმოებას ანვითარებენ, თუნდაც სახლის პირობებში.
|
ლიკა გურაბანიძე 16.01.2016
ორგანიზმზე ზამთრის ყინვა და უამინდობა მძიმედ აისახება, რაც მეტეოდამოკიდებულებას იწვევს. ცუდ ამინდში ქრონიკულმა ავადმყოფებმა თავი ფიზიკურ დატვირთვას უნდა აარიდონ. უამინდობისას უმჯობესია, რომ სახლიდან გარეთ საერთოდ არ გავიდნენ.
|
ნინო ქეთელაური 15.01.2016
ლილოს ტერიტორიაზე აშენებულ თავშესაფარში მერიამ 150 უსახლკარო ადამიანი უკვე გადაიყვანა, თუმცა ზამთრის ცივ დღეებში ღია ცის ქვეშ კიდევ ბევრი ადამიანი რჩება. მონიტორინგის არარსებობის გამო, მათი ზუსტი რაოდენობა უცნობია, თუმცა როგორც არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ, ასეთი ადამიანების რიცხვი საკმაოდ დიდია და მათ დაუყოვნებლივ ესაჭიროებათ დახმარება.
|