მარიამ აფციაური 15.01.2016
სამშენებლო კომპანიები წელს ბინებზე მოთხოვნის შემცირებასა და ფასების ვარდნას ელოდებიან. სამშენებლო კომპანიები, უძრავი ქონების სააგენტოები ამის მიზეზად მსოფლიო ბაზარზე, საქართველოში სავალუტო რყევებს, ეკონომიკურ კრიზისს და ფინანსურად არასტაბილურ მდგომარეობას ასახელებენ.
|
ელზა წიკლაური 14.01.2016
მარჯვენასაჭიანი ავტომობილების რეგისტრაციის აკრძალვის თარიღმა, შესაძლოა, 2017 წლამდე გადაიწიოს. მასთან ერთად კი მოხდება ყველა იმ ცვლილების გადავადება, რომელსაც მთავრობა საგზაო უსაფრთხოების გამკაცრების მხრივ გეგმავდა. არჩევნების წელს ხელისუფლებას საზოგადოებრივი პროტესტი არ აწყობს და სავსებით შესაძლებელია, პარლამენტმაც ცვლილებების მოწინააღმდეგეთა აზრი გაითვალისწინოს.
|
მარიამ აფციაური 14.01.2016
ქართველების უმეტესობა 14 იანვარს უფრო გრანდიოზულად აღნიშნავს, ვიდრე პირველ იანვარს. ისინი ამის მიზეზად ეკლესიური ცხოვრების ერთ-ერთ უმთავრეს წესს - მარხვას - ასახელებენ. რესპონდენტების ნაწილმა ახალ წელთან მიმართებაში ხელისუფლებისა და მედიის დამოკიდებულებაზეც ისაუბრა. მათი განმარტებით, ორივე რგოლი საზოგადოებაში ახალი წლის პოპულარიზაციას უფრო მეტად ეწევა, მაგალითად კი დედაქლაქსა და რეგიონებში გამართული კონცერტები და საახალწლო შინაარსის გადაცემები მოჰყავთ.
|
ელზა პაპოშვილი 13.01.2016
მერიაში გამართულ პრეზენტაციაზე, სადაც საკრებულოს წევრები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები იყვნენ მიწვეულები, საბურთალოს რაიონის საცობებისგან განტვირთვის აუცილებელობაზე ისაუბრეს.
|
გვანცა ღვედაშვილი 13.01.2016
თვითმკვლელობის გახშირებულ ფაქტებთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი და როგორც თავის სპეციალურ განცხადებაში აღნიშნავს, სახელმწიფოს არ გააჩნია ბავშვთა თვითმკვლელობის პრევენციის ერთიანი პოლიტიკა. ამდენად, ვერ ხერხდება პრობლემის გამომწვევი მიზეზებისა და რისკ-ფაქტორების შესწავლა და აღნიშნული ფენომენის აღმოსაფხვრელი პრევენციული ზომების მიღება.
|
ლიკა ამირაშვილი 13.01.2016
სკოლამდელი განათლების სექტორში, შესაძლოა, რეგულაცია დაწესდეს. ამის შესახებ კანონპროექტი პარლამენტში უკვე ინიცირებულია და განხილვას ელოდება. კანონპროექტის მიხედვით, ჯგუფში ბავშვთა და პედაგოგთა რაოდენობა, სასწავლო პროგრამები, ინკლუზიური განათლების შესაძლებლობა და სხვადასხვა საკითხები კანონით დარეგულირდება. აღნიშნული რეფორმა გაეროს ბავშვთა ფონდისა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის მიერ მომზადდა.
|
მარიამ აფციაური 13.01.2016
ვერა, საბურთალო, აღმაშენებლის გამზირი, გლდანი, ისნისა და სამგორის მეტროს მიმდებარე ტერიტორია - "რეზონანსთან" რესპონდენტები იმ უბნებს ასახელებენ, სადაც გამწვანებული ზონების სიმცირეა. თბილისელები ამბობენ, რომ ჩაბეტონებულ უბნებში ცხოვრება განსაკუთრებით ზაფხულში ჭირს. საბურთალოს მცხოვრებთა დიდი ნაწილი რეკრეაციულ ადგილებში მიმდინარე მშენებლობის შეწყვეტას ითხოვს.
|
მარი ჩიტაია 12.01.2016
სადღესასწაულოდ რეგიონების მიმართულებით მგზავრთა ნაკლებობა თვალშისაცემი იყო. უდროობის, ფინანსური პრობლემის თუ მოუცლელობის გამო, მოსახლეობის უმეტესობამ ვერც წინასაახალწლოდ და ვერც საშობაოდაც შეძლო რეგიონებში მიტოვებული ოჯახის მონახულება. არაოფიციალური მონაცემებით, რომელიც დედაქალაქის ავტოსადგურებიდან მოგვაწოდეს, მგზავრთა რაოდენობა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 40-45%-ით შემცირდა.
|
ნინო ქეთელაური 12.01.2016
"მოვითხოვოთ საქართველოს სათხილამურო კურორტებზე უსაფრთხოების ზომების პრობლემის მოგვარება", - ამის შესახებ საზოგადოებას პეტიცია მოუწოდებს, რომელსაც უკვე 1500-მდე ხელმომწერი ჰყავს.
|
ნინო ქეთელაური 11.01.2016
თუ სასკოლო კომპიუტერი გაგიფუჭდათ და საგარანტიო დოკუმენტით თქვენი კომპიუტერის შეკეთება კომპანია "იუ-ჯი-თის" ევალებოდა, უნდა იცოდეთ, რომ ის აღარ შეაკეთებს. როგორც "მთელმა კვირამ" გაარკვია, საგარანტიო კომპანია "იუ-ჯი-თის" განათლების სამინისტროსთან ხელშეკრულების ვადა გაუვიდა და ამჟამად სასკოლო კომპიუტერების შეკეთება აღარ ევალება.
|
ლიკა ამირაშვილი 11.01.2016
აბორტების კუთხით რა მდგომარეობაა საქართველოში და ყველაზე ხშირად რა ასაკში მიმართავენ ექიმს ორსულობის ხელოვნურად შესაწყვეტად, ამის შესახებ "მთელ კვირასთან" ინტერვიუში "დემოგრაფიული აღორძინების ფონდის" ხელმძღვანელი თამარ ჩიბურდანიძე საუბრობს.
|
ლიკა გურაბანიძე 09.01.2016
საავტომობილო გზებზე არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია ყოველდღე იცვლება, რისი მიზეზიც მაღალმთიან რეგიონებში არსებული უამინდობაა. გუშინდელი საღამოს მონაცემებით, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის მლეთა-კობის მონაკვეთზე ქარბუქისა და ზვავსაშიშროების გამო, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა. ზვავი ჩამოწვა მლეთა-გუდაურის გზაზე. ჩამოწოლილი ზვავის შედეგად არავინ დაშავებულა. გზებზე არსებული ვითარების გასარკვევად "რეზონანსი" საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინსიტროს დაუკავშირდა.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|