ნათია ლომიძე
09.01.2016

 ახალი წლიდან ზოგიერთი სახეობის სიგარეტის მკვეთრად გაძვირებამ მომხმარებლების გაღიზიანება გამოიწვია. არანაკლებ რთულ მდგომარეობაში არიან თამბაქოს რეალიზატორები. სიგარეტის ფასის ნახტომისებური მატება სწორედ მათ ბრალდებათ, რასაც ისინი კატეგორიულად უარყოფენ. ცალკე საკითხია ისიც, რომ იანვრიდან თამბაქოს ნაწარმზე აქციზის განაკვეთმა მოიმატა. საბოლოო ჯამში, ბაზარმა დიდ წნეხს ვერ გაუძლო.

ლიკა გურაბანიძე
09.01.2016

 ნიუკასლის უნივერსიტეტის მეცნიერები გვირჩევენ, რომ სპირტიანი სასმელების დალევის შემდეგ, ნაბახუსევზე ნახშირწყლებით მდიდარი საკვებისგან, მაგალითად, პურ-ფუნთუშეულის მიღებისგან თავი შეიკავოთ. მეცნიერთა აზრით, ცილების აღსადგენად არაქისის კარაქი კარგი საშუალებაა.

ლიკა ამირაშვილი
08.01.2016

საქართველოში განქორწინების რაოდენობა იზრდება, განსაკუთრებით კი ეს მაჩვენებელი დედაქალაქშია საგანგაშო. 2015 წლის პირველი 6 თვის მონაცემების მიხედვით თბილისში ქორწინების 50 პროცენტი განქორწინებით დასრულდა. სპეციალისტების ინფორმაციით, ქორწინება-განქორწინებას შორის ზღვარმა ბოლო წლებში დასაშვებ ნორმას საგრძნობლად გადააჭარბა.

მარი ჩიტაია
08.01.2016

რეგიონებში ხალხს სადღესასწაულო სუფრა გაუღარიბდა. ადგილობრივები ამბობენ, რომ თითქმის ყველას ფინანსური პრობლემა აქვს და საახალწლო განწყობის შენარჩუნება უჭირთ. არავინ უარყოფს, რომ გაჭირვებამ იმატა და ამიტომაც ჩვეული საახალწლო განწყობა გაქრა.

თიკო ოსმანოვა
08.01.2016

 "კონფლიქტები, ტერორისტული აქტები და კატასტროფები", - 2016 მაიმუნის წელიწადი მთელ მსოფლიოს ისეთივე დაძაბულ ვითარებას უქადის, როგორც ეს გასული, მაიმუნის 1992 და 2004 წლებში იყო. ასტროლოგ მიხელ ცაგარელის თქმით, მაიმუნის და მამლის წლები ყოველთვის იყო დაძაბული კონფრონტაციის, ტყუილების გამოაშკარავების და სერიოზული შეხლა-შემოხლის წლები და ახლაც მოვლენები მსგავსი სცენარით განვითარდება.

ია აბულაშვილი
08.01.2016

 ახალი წელი ყველაზე დიდი დღესასწაულია და მისი მთავარი ხიბლი არის, რომ ის უკლებლივ ყველა ოჯახში აღინიშნება. ტრადიციულად ამ დღესასწაულის შინაარსი რამდენიმე სუფრის შემოვლასა და ახლობელი ოჯახების მილოცვა-დალოცვაში მდგომარეობს.

ლიკა ამირაშვილი
31.12.2015

 როგორი იქნება წითელი მაიმუნის წელი და რა უნდა გაითვალისწინოს 12 ნიშნის ქვეშ დაბადებულმა თითოეულმა ადამიანმა - ამის შესახებ "რეზონანსთან" ინტერვიუში ასტროლოგი გიორგი რამიშვილი საუბრობს.

სალომე სარიშვილი
31.12.2015

ახალი წლის დადგომასთან ერთად, მეკვლეებს თითქმის ყველა ოჯახში განსაკუთრებული მოლოდინით ხვდებიან, რადგან ქართული ტრადიციის მიხედვით, მიიჩნევა, რომ მომდევნო წლის ავკარგიანობა სწორედ პირველ სტუმარზეა დამოკიდებული. "რეზონანსი" ტრადიციული წინასაახალწლო გამოკითხვით შეეცადა გაერკვია, თუ რომელ პოლიტიკურ ფიგურას მიიჩნევენ თბილისელები ყველაზე ფეხბედნიერად 2016 წლის ახალ წელს და ვის ისურვებდნენ მეკვლედ საკუთარ ოჯახებში.

გვანცა ღვედაშვილი
31.12.2015

 ვაკის პარკში "პარტიზანული მებაღეობის" ორგანიზებით საპროტესტო აქცია გაიმართა. პარტიზანები ამბობენ, რომ ამ პროტესტით უნდათ მერიას თავი შეახსენონ და გაახსენონ მის მიერვე გაცემული დაპირებები, თუმცა ეს უკანასკნელი მათ მოთხოვნებს უპასუხოდ ტოვებს. "პარტიზანების" თქმით, ისინი მერიას კონკრეტული გადაწყვეტილების მისაღებად ვადას 30 იანვრამდე აძლევენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, საპროტესტო აქციების გამართვას აპირებენ.

მარიამ აფციაური
30.12.2015

 თბილისელების უმეტესობა ძვირადღირებული პროდუქტის შეძენას ვერ ახერხებს. წელს გოჭი, დედალი, ინდაური და ნიგოზი მათთვის ფუფუნება იქნება. "რეზონანსი", მყიდველებთან ერთად, მოვაჭრეებსაც ესაუბრა. როგორც მათ აღნიშნეს, შარშანდელთან შედარებით, წელს მოთხოვნა საგრძნობლად შემცირებულია. ამის მიზეზი ეკონომიკური კრიზისია.

მარიკა გოგოხია
29.12.2015

 კოსმეტიკური კომპანიების ნაწილი გაყიდვის წასახალისებლად აგრესიულ მარკეტინგულ კამპანიას მიმართავს. ბოლო რამდენიმე წელია ისინი ძვირადღირებულ კოსმეტიკურ მომსახურებას მომხმარებელს ტელეფონის საშუალებით ჯერ "უფასოდ" სთავაზობენ, შემდეგ კი კომპანიაში მისულს 2000-4000 ლარიანი კოსმეტიკური საშუალებების ყიდვას "აიძულებენ". რაც არანაკლებ საგანგაშოა, სპეცილურად შემუშავებული სქემის განხორციელებაში მონაწილეობენ ბანკებიც, რომლებიც კომპანიის წარმომადგენელთა მიერ "შეკერილ" მოქალაქეებს უპრობლემოდ უმტკიცებენ განვადებას.

ელზა წიკლაური
29.12.2015

ერთი წლის განმავლობაში ეროვნული ვალუტა 36%-ით გაუფასურდა, ინფლაციამ მიზნობრივ 5%-იან მაჩვენებელს გადააჭარბა და დღეს 6,3%-ს შეადგენს. ამ დროს კი საარსებო მინიმუმი მხოლოდ 3,8%-ით გაიზარდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ერთ შრომისუნარიან ადამიანს არსებობისთვის თვეში 165,7 ლარი სჭირდება, ოჯახს კი სულ რაღაც 277,9 ლარი.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×