მარი ჩიტაია 29.12.2015
საახალწლოდ სამომხმარებლო ბაზარზე პროდუქტის ფასი თითქმის არ შეცვლილა, მაგრამ რეალიზაცია, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საკმაოდ არის შემცირებული. ზოგიერთი პროდუქტი, მოსალოდნელი გაძვირების ნაცვლად, გაიაფდა კიდეც, მაგრამ გაყიდვაზე არსებითი გავლენა არ მოუხდენია.
|
ლიკა გურაბანიძე 28.12.2015
ახალი წლის დადგომამდე 4 დღეა დარჩენილი. დღესასწაულის მოახლოებასთან ერთად უკვე საკმაოდ ხალხმრავლობაა თბილისის სასურსათო ბაზრებში. გოჭი, ინდაური, ნიგოზი, ხილი, ტკბილეული, სასმელები თუ ჩურჩხელა საახალწლო სუფრის ძირითადი შემადგენელი ნაწილია. საახალწლო ფასების გასარკვევად "მთელმა კვირამ" თბილისის ბაზრებსა და სუპერმარკეტებს მიმართა.
|
ნათია ლომიძე 26.12.2015
ახალი წლის მოახლოება საქართველოს დედაქალაქში განათებული ქუჩებით იგრძნობა, ხალხში კი საახალწლო განწყობა არ ჩანს. ისინი წლევანდელ დღესასწაულს მხოლოდ ფორმალურად აღნიშნავენ, რადგან 2015 წელმა უამრავი თავსატეხი გაუჩინა.
|
ლიკა გურაბანიძე 26.12.2015
სტატისტიკურად დადგენილია, რომ ადამიანები ალერგიულ და გასტროენტეროლოგიურ (კუჭ-ნაწლავის) პრობლემაზე ახალი წლის დღეებში ექიმებს განსაკუთრებული სიხშირით მიმართავენ. ექიმების აზრით, ახალი წლის სადღესასწაულო სუფრაზე უხვად წარმოდგენილი საკვები ორგანიზმის გადატვირთვას იწვევს, ამიტომ ცხიმიანმა, ნიგვზიანმა, ცხარე და ტკბილმა საკვებმა ორგანიზმი რომ არ გადატვირთოს, საკვების მიღება დოზირებულად უნდა მოხდეს.
|
ნინო ქეთელაური 25.12.2015
საახალწლოდ მეტროთი და "რიყე-ნარიყალას" საბაგიროთი სარგებლობა უფასო იქნება - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. როგორც დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ განაცხადა, მოქალაქეებს უფასოდ მგზავრობა 31 დეკემბერს 23:00-დან და 1 იანვარის 04:00-მდე შეეძლებათ.
|
თაკო მათეშვილი 24.12.2015
რა ხდება ადამიანის თავში მაშინ, როცა იგი ახლობელ ადამიანს, ოჯახის წევრს ზიანს აყენებს, კლავს? ამ კითხვამ განსაკუთრებული აქტუალობა შეიძინა ამ ორიოდე დღის წინ, როცა თბილისში, დიღმის მასივში ახალგაზრდა მამა და მისი 5 წლის შვილი მოკლეს. ამ დანაშაულში ახალგაზრდა მეუღლე და დედაა ბრალდებული (რომელიც დანაშაულს არ აღიარებს).
|
ნათია ლომიძე 23.12.2015
თბილისის გარეუბნებში მცხოვრები მოსახლეობა უამრავ პრობლემას უჩივის, მაგრამ განსაკუთრებით ყურადღებას ამახვილებენ გადაადგილების სირთულეზე. ბოლო დროს გარეუბნებიდან ქალაქის ცენტრში მგზავრობა ძალიან გაძნელდა. საქალაქო ტრანსპორტს დიდი დრო სჭირდება დანიშნულების ადგილამდე მისასვლელად. შესაბამისად, ხალხი სამსახურში, სასწავლებლებსა და სხვადასხვა დანიშნულების პუნქტამდე დროულად მისვლას ვერ ახერხებს.
|
მარი ჩიტაია 22.12.2015
რა მოხდება 2016 წლის მარტიდან, თუკი მარჯვენასაჭიანი ავტომობილის მფლობელი საჭის გადატანას მოისურვებს? როგორც აღმოჩნდა, ასეთი ჩანაწერი ახალ კანონმდებლობაში არ მოიძებნება, რაც ხელოსნებსა და მძღოლებს თავგზას უბნევს. ასეთი პირობა მეწარმეებისა და კერძო ხელოსნებისთვის უცნობია. ჯერჯერობით მხოლოდ იმის თქმა შეიძლება, რომ მარჯვენასაჭიანი ავტომანქანების იმპორტისთვის დაწესებული აკრძალვა უკვე რეგისტრირებულ მანქანებში საჭის გადატანას არ ზღუდავს.
|
მარი ჩიტაია 22.12.2015
წინასაახალწლოდ ბუნებრივი ნაძვის ხეების შეძენა თითქმის შეუძლებელია. მოვაჭრეებს თუ დავუჯერებთ, ჯარიმების შიშით ნაძვის ხეებს ვერ ყიდიან. ოფიციალურ სტრუქტურებში აცხადებენ, რომ სანქცია ამ მხრივ არ გამკაცრებულა და ვალდებულება იგივეა, რაც შარშან. მიუხედავად ამისა, ცოცხალი ნაძვის ხე დეფიციტურია.
|
ლიკა ამირაშვილი 21.12.2015
როგორია სწორი კვება და რა უნდა გაითვალისწინონ მშობლებმა შვილის აღზრდისას, ამის შესახებ "მთელი კვირა" ცნობილ პედიატრს, პროფესორ ყარამან ფაღავას ესაუბრა.
|
ნათია ლომიძე 19.12.2015
დღეს საქართველოში ტენდენციად იქცა უცხოეთის უნივერსიტეტებში განათლების მიღება. სამწუხაროდ, ქართველი სტუდენტების უმეტესობას არ გააჩნია იმის სახსრები, რომ გადაიხადოს საზღვარგარეთ სწავლის მაღალი გადასახადი. მით უფრო, საქართველოში სწავლის გადასახადის დაფარვაც უმრავლესობას უჭირს.
|
ლიკა გურაბანიძე 19.12.2015
ექიმების აზრით, სქოლიოზი, ანუ ხერხემლის გამრუდება, ადრეული ასაკიდან არასწორი საყოფაცხოვრებო და შრომითი პირობების გამო ვითარდება. ამავე დროს, ის არასწორად ჯდომის შედეგიცაა და ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა მოზარდებს შორის.
|