ნინო ქეთელაური 18.12.2015
დედაქალაქის მოსახლეობა დანაგვიანებულ გარემოს უჩივის. როგორც ისინი "რეზონანსთან" საუბრისას აღნიშნავენ, ნაგვის დაყრაზე ჯარიმის დაწესებამ არაფერი შეცვალა და მოქალაქეების გარკვეული ნაწილი ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს ქუჩების დანაგვიანებას.
|
ლიკა ამირაშვილი 18.12.2015
22-მეტრიანი ნაძვის ხე რუსთაველის გამზირზე და სადღესასწაულო მინი ქალაქი ვარდების მოედანზე - თბილისელებს საახალწლოდ მთავარ გასართობ ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება ქალაქის ამ მონაკვეთში შეეძლებათ.
|
მარი ჩიტაია 17.12.2015
საახალწლოდ პროდუქტი საგრძნობლად არ გაძვირდება, უფრო სწორად, ვერ გაძვირდება. გაყიდვის შემცირებამ, რომელიც ბოლო დროს ტენდენციად იქცა, მოვაჭრეებს სხვა გზა არ დაუტოვა. ისინი იძულებულნი არიან, ფასი მაქსიმალურად შეინარჩუნონ, რომ რეალიზაციის სტიმულირება მოახდინონ. მით უმეტეს, ზოგიერთი დასახელების პროდუქტი გაიაფდა კიდეც, მათ შორის, რძის ნაწარმი და ხორციც, რომელზეც წინასაახალწლოდ ტრადიციულად ყველაზე დიდი მოთხოვნაა.
|
მარიამ აფციაური 17.12.2015
მომხმარებლების ნაწილი ე.წ. ბრენდულ მაღაზიებში მომსახურების ხარისხს უჩივის. როგორც თბილისელები ამბობენ, ძალიან ბევრ მაღალ სეგმენტზე გათვლილ სავაჭრო ცენტრში კონსულტანტები ან გადამეტებულ ყურადღებას იჩენენ, ან კლიენტებს საერთოდ ზედაც არ უყურებენ. არის უხეშობის შემთხვევებიც.
|
მაკა ხარაზიშვილი 17.12.2015
საქართველოში საშუალო ხელფასი 930 ლარია. ამას ამტკიცებენ სტატისტიკოსები, თუმცა რეალურად მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის ამ ოდენობის ხელფასი სანატრელია. საყურადღებოა ისიც, რომ ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, მამაკაცების ჯამაგირი ქალებისას 62%-ით აღემატება.
|
ნინო ქეთელაური 16.12.2015
რამდენი ქულით შეფასდება საგზაო მოძრაობის წესების თითოეული დარღვევა, უკვე ცნობილია. შეგახსენებთ, რომ "საგზაო მოძრაობის შესახებ" კანონში დაგეგმილი ცვლილებებით, მართვის მოწმობას 100 ქულა ენიჭება, ხოლო თითოეული ადმინისტრაციული სამართალდარღვევა კონკრეტული ქულით შეფასდება, რომელიც 100 ქულას გამოაკლდება და კალენდარული წლის განმავლობაში 100 ქულის ნულამდე დაყვანის შემთხვევაში, მძღოლს მართვის უფლება შეუწყდება. მის მისაღებად კი გამოცდის ხელახლა ჩაბარება მოუწევს.
|
მარიამ აფციაური 16.12.2015
მოსმენიდან თვალთვალამდე - ასეთი შეფასება მოჰყვა მძღოლების უმეტესობის მხრიდან ფარული პატრულირების წესის შემოღებას. ძალიან ბევრმა "რეზონანსთან" საუბრისას აღნიშნა, რომ საქართველოში წესების დარღვევის გარეშე გადაადგილება საერთოდ შეუძლებელია. ფეხით მოსიარულეები ცვლილების მიმართ ნაკლებად კრიტიკულები აღმოჩნდნენ, ბევრი ფიქრობს, რომ საგზაო მოძრაობის კონტროლი უფრო ადრეც უნდა გაძლიერებულიყო.
|
ელზა წიკლაური 15.12.2015
ბოლო 12 წლის განმავლობაში საქართველოს სოფლებში მცხოვრებთა რაოდენობა 24%-ით შემცირდა და დღეს 1,5 მლნ ადამიანს შეადგენს. იმ შემთხვევაში, თუ კლების ტენდენცია გაგრძელდა, გამორიცხული არ არის, რომ უკვე შემდგომი აღწერისთვის ქართულ სოფლებს მხოლოდ 1 მლნ ადამიანიღა შემორჩეს. სოფლის მოსახლეობისგან დაცლის შეჩერება კი, სპეციალისტების გათვლებით, მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუ იქ ხალხს ურბანულთან მიახლოებული კომფორტულ ცხოვრებას შევუქმნით და ამასთან, მათ სპეციალურ ფუნქციას მივანიჭებთ. სხვა შემთხვევაში სოფელში ხალხის დამაგრება შეუძლებელი იქნება.
|
მარიკა გოგოხია 15.12.2015
საქართველოს მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს სახლში გათბობა არ აქვს. პრობლემაა როგორც რეგიონებში, ასევე დედაქალაქშიც. ამ მხრივ განსაკუთრებით პენსიონერებს და იმ კატეგორიას უჭირს, რომელიც სოციალური შეღავათით არ სარგებლობს. რაც შეეხება რეგიონებს, პრობლემა განსაკუთრებით ბარის ტერიტორიაზეა, სადაც ხალხს შეშის მოპოვებისა და მით უმეტეს, ყიდვის საშუალება არ აქვს.
|
ელზა წიკლაური 15.12.2015
2016 წლიდან საქართველოში ძველი ავტოტრანსპორტის განბაჟება ძვირდება. მართალია, შედარებით ახალ მანქანებზე გადასახადი შემცირდება, თუმცა სპეციალისტთა გათვლით, ეს ავტობაზარზე ფასების კლების თვალსაზრისით გავლენას ვერ მოახდენს და საბოლოო ჯამში, მანქანების ფასი 30%-ით გაიზრდება.
|
ელზა პაპოშვილი 14.12.2015
მედიკამენტების ფასები კიდევ უფრო გაიზარდა. სხვადასხვა დასახელების წამლის ფასი 5-დან 80%-მდეა მომატებული. სამედიცინო სფეროს ექსპერტები აფთიაქებში ფასების ზრდას სავალუტო რყევებს უკავშირებენ. მათი თქმით, ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ჯერ კიდევ ზაფხულში აცხადებდა, რომ სექტემბრიდან მედიკამენტები გაიაფდებოდა, მაგრამ მინისტრის პროგნოზი არ გამართლდა, რადგანაც მედიკამენტებზე ფასებმა კიდევ უფრო მოიმატა.
|
ნინო ქეთელაური 12.12.2015
მომავალ წელს ლილოს ნაგავსაყრელის ტერიტორიაზე გაზშემკრები სისტემა გაკეთდება. ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ განაცხადა. მისი თქმით, მავნე აირებისა და გამონაბოლქვის შემცირების თვალსაზრისით, მომავალი წლიდან თბილისში ორი პროექტი განხორციელდება. ერთ-ერთი სწორედ ლილოს პოლიგონის ტერიტორიაზე გაზშემკრები სისტემის გაკეთებაა.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|