ნათია ლომიძე
12.12.2015

 ბოლო ოთხი თვის განმავლობაში ლარის კურსის მკვეთრი გაუფასურება მოსახლეობაზე უარყოფითად აისახა. ეროვნული ვალუტის დაცემასთან დაკავშირებით ვნებათაღელვა დღესაც არ ცხრება, რაც უამრავი პრობლემის გამომწვევ მიზეზად იქცა. სექტებრიდან მოყოლებული დიდი გასაჭირი დაადგათ სტუდენტებსა და მისი ოჯახის წევრებს.

მარი ჩიტაია
12.12.2015

 ადგილობრივი პროდუქტები ხშირად დარღვევით იწარმოება. ფაქტები სურსათის კონტროლისას ვლინდება, მაგრამ ზოგჯერ მომხმარებლიც პირდაპირ აწყდება პრობლემას. საწარმოო შეუსაბამობა ყველაზე ხშირად ტექნიკური აღჭურვილობის ხარვეზს უკავშირდება.

ლიკა გურაბანიძე
12.12.2015

 ორსულობასთან დაკავშირებით მრავალი ცრურწმენაა გავრცელებული, რომელთა უმეტესობაც მომავალ დედებს გარკვეულ აკრძალვებს უწესებს. სპეციალისტთა შეფასებით, ამ ცრურწმენათა უმრავლესობა, უბრალოდ, მითია, თუმცა ზოგიერთი მათგანი სიმართლესთან ახლოსაა და მეცნიერული ახსნაც აქვს.

ნინო ქეთელაური
11.12.2015

 ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებზე დაყრდნობით, საქართველოში თამბაქოსაგან გამოწვეული დაავადებებით ყოველწლიურად 9 000-დან 11 000-მდე ადამიანი იღუპება, მათ შორის 3 000-მდე პასიური მოწევის მსხვერპლია.

სალომე სარიშვილი
11.12.2015

 ახალი წლის მოახლოებასთან ერთად ე.წ ასაფეთქებლების, ფოიერვერკების, შუშხუნების და სხვა საშუალებების მყიდველთა რაოდენობა გაიზარდა. არჩევანი ფასის მიხედვით მრავალფეროვანია, თუმცა პიროტექნიკის არასრულწლოვნებისთვის მიყიდვა კვლავ პრობლემად რჩება.

მარიამ აფციაური
10.12.2015

 ზამთრის კურორტები დამსვენებლის მისაღებად მზად არის. სასტუმროებში ნომრების ნახევარზე მეტი უკვე დაჯავშნილია. კერძო სექტორის წარმომადგენლები ვიზიტორების კიდევ უფრო გააქტიურებას ელიან. მიზეზად მიმდინარე მარკეტინგულ კამპანიებს და გაუმჯობესებულ ინფრასტრუქტურას ასახელებენ. რაც შეეხება ფასს, ამ კუთხით მნიშვნელოვანი ცვლილება არ მომხდარა, რაც შარშან იყო, იგივეა წელსაც, უბრალოდ, სურათს ეროვნული ვალუტის გაუფასურება ცვლის.

მარიამ აფციაური
09.12.2015

  კოსმეტოლოგია, თმის მოვლა, მანიკურ-პედიკური, პირსინგი, ტატუ - ეს და სხვა მსგავსი თავის მოვლის პროცედურები შესაძლოა კლიენტისთვის საფრთხის შემცველი აღმოჩნდეს. რესპონდენტების განმარტებით, სალონებში დაინფიცირების რისკი არსებობს, ვინაიდან ზოგიერთი შემთხვევაში ხელსაწყოები სადეზინფექციო ხსნარებით კარგად არ მუშავდება. ამიტომ იანვრიდან ჯანდაცვის სამინისტრო კოსმეტიკურ-ესთეტიკური ცენტრების სანიტარიულ-ჰიგიენურ შემოწმებას იწყებს.

ელზა წიკლაური
08.12.2015

 საქართველოს ყველაზე ღარიბი რეგიონი რაჭა-ლეჩხუმია. იქ სოციალურ შემწეობას რეგიონის მოსახლეობის 40%-ზე მეტი იღებს. მძიმე მდგომარეობაა სხვა რეგიონებშიც, რისი მიზეზიც ინვესტიციების სიმცირე, წარმოების დაბალი დონე, შობადობის დაბალი მაჩვენებელი და ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის მიგრაციაა. სიღარიბის მაჩვენებელი ყველაზე მცირე კი სამცხე-ჯავახეთშია, იქ სოციალურ შემწეობას რეგიონის მოსახლეობის მხოლოდ 5,1% იღებს, შემდეგია თბილისი - 5,8%, მესამე ადგილს კი ქვემო ქართლი იკავებს - 6%.

სალომე სარიშვილი
08.12.2015

 "ღორის გრიპის" გავრცელების თავიდან აცილების მიზნით ექიმები მოსახლეობას ჰიგიენური ნორმების გამკაცრებისკენ მოუწოდებენ და ამბობენ, რომ შეუძლოდ ყოფნის შემთხვევაში მნიშვნელოვანია მასობრივი თავშეყრის ადგილებში მოხვედრისგან თავი შევიკავოთ, რადგანაც, მათი თქმით, ვირუსი ჰაერწვეთოვანი გზით გადადის.

მაკა ხარაზიშვილი
08.12.2015

 საქართველოს რეგიონების სასმელი წყლით უზრუნველყოფა ვერ ხერხდება. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში ამ მიმართულებით ბიუჯეტიდან ასეულობით მილიონი ლარი დაიხარჯა, პრობლემა ოდნავადაც კი ვერ მოგვარდა. პირიქით, სოფლებში ბუნებრივი წყაროებიც შრებაა და ხალხი უწყლოობით კიდევ უფრო მეტად იტანჯება.

გვანცა ღვედაშვილი
07.12.2015

 თბილისის #29-ე საბავშვო ბაღში აღსაზრდელის გარდაცვალების გამო სასწავლო პროცესი დროებით შეწყვეტილია. ბაღის დირექტორის ლალი ნოზაძის თქმით, ბაღის აღსაზრდელს - სამი წლისა და შვიდი თვის გოგონას ჩუტყვავილას ინფექცია ჰქონდა. მდგომარეობის დამძიმების შედეგად კი იგი ტოქსიკური შოკის დიაგნოზით რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა.

ლიკა ამირაშვილი
05.12.2015

 ყოველწლიურად ონკოლოგიური დაავადებების შემთხვევათა რაოდნობა იზრდება და მომავალ წელს კიდევ უფრო გაზრდას მოელიან. ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში საშუალოდ ყოფელ 100 000 მოსახლეზე ავთვისებიანი ახალწარმონაქმნების 140 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. 2015 წელს კი, სპეციალისტთა ვარაუდით, ეს მაჩვენებელი უკვე 283-ს შეადგენს.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×